ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2016


უბნის ძაღლი რომელმაც ყეფა არ იცის (ეტიუდი)

გაუმაძღართა ღრიანცელი...
მუცლით მტკბობელთა ეპოქა.
ჩახშული ხმა
და ძაღლი...

უბნის ამბები, ისეთივე რუხია ზოგჯერ, როგორც მგლის ბეწვი და ისეთივე მზისფერია როგორც მერცხლის ბუდიში მზიდან ნატყორცნი სხივი.
ჯერ კიდევ ლეკვი იყო, როცა დედამ მიატოვა. ის დღე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მომდევნო დღეები, უფერული, შავ-თეთრი იყო. ვიდრე მიხვდებოდა მიზეზს, ცრემლებად იღვრებოდა, გლოვობდა დედას. წკავწკავით აეკლო უბანი. ვინ აგინებდა, ვინ წყევლიდა, ვინ ქვას ესროდა. ჯერ კიდევ დაბალ ბეზწვს ლოკავდა, თათებს თვალებზე იფარებდა - მალულად ტიროდა. გაზრდა ვერ მოესწრო, რომ უბნიდან  გადახვეწეს. ტყეში დატოვეს მარტოდ-მარტო, თვალახვეული. წკმუტუნით აეკლო იქაურობა. ადგილიდან არ დაძრულა, თითქოს ხოხავსო ისე ტრიალებდა ადგილზე და ცდილობდა სახვევი მოეძრო. ქარი ამოვარდა, ტოტების მტვრევის ხმა შემოესმა, რაც ფოთოლთა შრიალს დროდადრო ახშობდა... ხეთა დაუსრულებლად აშვერილი ტოტები კაწრავდნენ ცას, ტირიფნი კი საბუდარას ხვეტდნენ...
სამი დღე-ღამე ქროდა ქარი, შემდეგ წვიმამ შეცვალა ის. დასველდა სახვევიც, კიდევ ერთხელ სცადა ლოკვერმა თვალსახვევის თვალებიდან მოცილება და მცდელობაც შედეგით დასრულდა. ირგლივ დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. ხის ფუღურო შეამჩნი შორი-ახლოს. მიცოცდა და იქ დაიდო ბინა ოდეს მგელი იპოვნიდა. დაყნოსა და უცხო შეიცნო. დედა არ იყო. მგელმა ყმუილს მიმართა და სულ თათებზე ჩამოსათვლელ წუთებში მის გვერდითსხვანი გაჩდნენ. ერთმანეთს გაოცებით უცქრედნენ. ეცნოთ უცნობი, როგორც მომთაბარე. ბჭობდნენ. მპოვნელს შეჰყმუვლეს და ანიშნეს, რომ დაეტოვებინა. არ ქნა. ის ხომ რვა შვილის დედა იყო. მეცხრე უთვისტომოც მისად ენიშნა. კისერში ჩაავლო კბილები, ასწია და მშვიდი ნაბიჯებით სახლს მიაშურა.
რამდენიმე წელი დაჰყო დედის ნაცვალთან, ტყეში სადაც მხოლოდ ჯოგებად ცხოვრობდნენ.  ესმოდა ხმები, უსმენდა მათ და სწავლობდა. უცქერდა ირგვლივბუნების სასწაულს და ვერ ამოეხსნა თუ რატომ ტოვებდნენ უცხონი მათ და სახლდებოდნენ დიდ გაუვალ კვითკირთა შორის.მხოლოდ მაშინ აკითხავდნენ ბუნებას, როცა ჟინის დასაკმაყოფილებლად დასდევდნენ ცხოველებს, ფრინველებსა თუ წყლის ბინადართ. სწორედ მათი ასეთი მომდევნო განავარდებისას, შეიპყრეს რადგან „ტყეში გაჭრილი ძაღლი უცილობლივ კარგი მონადირე დადგებაო“ -ამბობდნენ.
თვალები კვლავ აუკრეს.
დაბნელდა უფერო სამყარო.
დღეს ძაღლი სხვა უბანში ცხოვრობს, უკვე მამინაცვალთან.
დიდი მონაცვლეობა...

***
პატრონს თავისი მონადირე ძაღლისა ვერაფერი გაეგო. სხვადასხვა ხმების უბადლო ოსტატს მეზობლები უჩიოდნენ მეპატრონესთან და იმუქრებოდნენ მისი უბნიდან განდევნით. თავადაც უჩიოდა ტყის ყოფილ ბინადარს და ვერ აეხსნა თუ რატომ ვერ წრთვნიდა მას სანადიროდ. ფიქრობდა მოშორებაზე. ის ხომ სრულფასოვნება დაკარგულად ითვლებოდა და უსარგებლოდ, მაგრამ მოსწონდა მისი სამეტყველო შესაძლებლობები და ვერ ელეოდა.
ძაღლს არაფერი ადარდებდა გარდა დედის მიერ ალოკილი ბეწვისა და საკუთარი დაკარგული ხმისა. მეგობრები უბანში შეიძინა, მაგრამ უშედეგოდ. მისი ვერ გაეგოთ.
ძაღლს ოცნება გაუჩნდა! ისურვა მასწავლებლობა.
მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ის უარყვეს.
ის დარჩა გაუმაძღართა ღრიანცელში, მუცლით მტკბობელთა ეპოქაში ერთადერთ „უცნაურ“ ძაღლად, რომელმაც ყეფა არ იცოდა...
და ის თავისუფალი იყო ისე როგორც არასდროს!

გიგო რიონელი
2 მაისი 2016 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები