 | ავტორი: რჩეული ჟანრი: პროზა 7 მაისი, 2016 |
ზამთრის ცივი და წვიმიანი ღამე იყო,გარშემო სიჩუმეს დაესადგურა.წყნარად მივყვებოდი სახლისკენ გზას,წვიმის წვეთები მისველებდნენ თმებს და სახეს,ხელები ჯიბეებში მქონდა და გამართული მივყვებოდი გზას,ყურსასმენებში კი ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენდი.გზა დიდი იყო და ნელ-ნელა მივუახლოვდი იმ უბანს სადაც ის ცხოვრობდა,მხოლოდ ერთმა ფიქრმა გაიელვა ჩემს გონებაში,ნეტავ ეხლა როგორ არის?ისევ ისე ვუყვარვარ როგორც ადრე?გამეღიმა და გავიფიქრე იქნებ დამერეკა და ასე მეგობრულად მომეკითხა,თუმცა თავი შევიკავე და სიარული განვაგრძე..ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამ ადამიანს სტკენოდა უჩემობა,თუმცა ამაოდ,უკვე 2წელი იყო ისე გასული ერთხელაც არ მომიკითხავს,მიუხედავად იმისა,რომ მენატრებოდა და საკმაოდ ხშირად მახსენდებოდა მასთან გატარებული დრო.თითქოს ნოსტალგია შემომააწვა,სიგარეტს მოვუკიდე და გზა განვაგრძე, შორიდან შევნიშნე ლამაზი გოგონა,რომელიც ნელ-ნელა მოდიოდა ჩემსკენ,ნუთუ ის არის?არა..არ მგონია...ალბათ იმდენი ვიფიქრე მასზე უკვე მეჩვენება,არ არსებობს ის ასეთ ამინდში გარეთ გამოსულიყო,რაც უფრო ახლოს მოდიოდა ჩემსკენ მით უფრო აგვიქვამდი მის ნაკვთებს,რომელიც ყოველთვის მომწონდა,თუმცა ამის აღიარებას არ ვაპირებდი,თითქოს გულიც ამიჩქარდა,სუნთქვაც შემეკრა,მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია მის დანახვაზე. მომიახლოვდა და ორივე გავჩერდით,შორიდან ვიგრძენი უკვე მისი გულისცემაც,ისევ ისეთი სიყვარულით სავსე,სევდა ნარევი მზერით შემომხედა,ჩემი გონება კი იმეორებდა,როგორ მომნატრებიხარ!მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გავბედე ,გადავკოცნე და ვკითხე: -როგორ ხარ?როგორ შეცვლილხარ. -კარგად შენ როგორ ხარ? -ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემსკენაც,ჩვულ რიტმში მიდის ჩემი ცხოვრება და შენ სად მიდიხარ ასე გვიან? -ვსეირნობ.მეგობართან ვიყავი და გადავწყვიტე შინ ფეხით დავბრუნებულიყავი. -ჰაჰ.ისევ მარტოობა. -შესაძლებელია..დგება ჩვენს ცხოვრებაში სიტუაციები,როდესაც მარტო გინდა ისეირნო. -თუ ძალიან არ გეჩქარება,წამო დავსხდეთ და ვისაუბროთ ცოტახანს. -არა,არ მეჩქარება წამო. იმდენად ძლიერდებოდა წვიმა სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე და იქვე მდებარე კორპუსს შევაფარეთ თავი,ძალიან დიდი იყო მასთან საუბრის სურვილი.იმდენად დიდი,რომ არ მაინტერესებდა ამინდი.ის ხმას არ მცემდა,ხოლოდ უდიდესი ტკივილი მოდიოდა მისი თვალებიდან.ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს,ის კი ისევ ისე ჩუმად იდგა: -გახსოვს?ყოველდღე ამ ადგილას,რომ ვხვდებოდით და ათას სისულელეზე და სხვა ბევრ თემაზე ვსაუბრობდით? საკმაოდ სევდანარევი ხმით მიპასუხა ჩემს კითხვაზე.არა,არა!ის ისეთი აღარ იყო,როგორიც მაშინ როცა სულ ერთად ვიყავით,საოცრად შეცვლილა,გამიუცხოვდა თითქოს,თვალწინ ჩამოყალიბებული ქალი მედგა. -კი,მახსოვს,გუშინდელი დღესავით და არ მეგონა ამდენი წლის შემდეგ ისევ აქ თუ ვიქნებოდით მე და შენ. -მეც სულ მახსოვდი,თუ გინდა ნუ დაიჯერებ,მაგრამ ხშირად მენატრებოდი. -ხო რა თქმა უნდა.როცა ენატრებათ ურეკავენ კიდეც. -არ შემეძლო,თვითონაც არ ვიცი რატომ ან რისთვის.მხოლოდ სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი შენს სურათებს.მოწერას კი ვერ ვახერხებდი. არ ვიცი რა ბარიერი მედგა წინ,უბრალოდ არ შემეძლო. -ხოდა არც მე შემეძლო,მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ.არ მინდა წარსულში დაბრუნება.არ მინდა იმ ყველაფრის გახსენება,უბრალოდ თითქოს არ ყოფილა. -მომისმინე,კითხვა მაქვს შენთან. -გისმენ. -ისევ ისე გიყვარვარ როგორც მაშინ? -ამას მგონი არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს.შეიძლება ის ყველაფერი სიყვარულზე მაღლა იდგა,თუმცა შენთვის იყო ის სულერთი,მე კი არფრის გაკეთება არ შემეძლო.. -შეიძლება არ აქვს,მაგრამ მე მინდა ვიცოდე. -გაჩუმდი და აღარ გააგრძელო.წარმოდგენაც არ გაქვს მე როგორ მტკიოდა მთელი ეს პერიოდი გული. -გასაგებია.ისევ გიყვარვარ.შენს თვალებში ჩანს,თვალებში რომელიც ყოველთვის სიყვარულით მიყურებდნენ.რა ძლიერი ყოფილხარ,მას შემდეგ რაც ბოლოჯერ გნახე და გესაუბრე ამ თემაზე არ დაგირეკავს და არც მოგიწერია ჩემთვის. ცრემლი მოადგა, გვერდით მომიჯდა და მხარზე დამადო თავი,ასე გავიდა ორი წუთი,ორივე ვდუმდით,სწრაფად შევატრიალე თავი მისკენ,არასდრო ვუყურებდი მას როდესაც მეხუტებოდა,დავინახე მისი ლამაზი თვალები,რომელიც დახუჭული ჰქონდა და მთელი სულით სუნთქავდა ჩემით,აღარ იყო საჭირო ეთქვა მიყვარხარ.ხოლო მისი სურნელი,რომელიც მისი თმებიდან მოდიოდა საოცარი იყო,ის დრო გამახსენა,როდესაც ამ სურნელს ვგრძნობდი. -ეს სუნი.. -რა სუნი? -შენი თმების და შენი სუნი. -რა ხდება,რა შუაშია ეს? -არ გაინძრე გთხოვ,მინდა ამით დავტკბე. გაოცებული მიყურებდა,მე ასეთი სიტყვები არასდროს მითქვამს მისთვის.ძლიერად ჩავეხუტე და არ მინდოდა სადმე გამეშვა. -რა გჭირს რა დაგემართა? -არ მინდა ეს წუთი ოდესმე დასრულდეს.მე თვითონაც არ ვიცი რა დამემართა,არ წახვიდე იყავი ცოტახანს ჩემთან. მან ასწია ჩემი მკერდიდან თავი,შემომხედა თვალებში,გამიღიმა,ძლივს სუნთქავდა,მთელი არსებით ვგრძნობდი,რომ იმაზე მეტად ვუყვარდი ვიდრე წარმომედგინა,მისი თმების სურნელი კი მათრობდა.იმდენად ძლიერი იყო მასთან ყოფნის სურვილი,არ შემეძლო გამეშვა.ისევ დამადო მკერდზე თავი,მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებია.პირველად ვიგრძენი მისგან ის ,რომ საოცრად თბილი,ნაზი და ქალური იყო. -მომნატრებიხარ... მხოლოდ ამის თქმა გავბედე და მხოლოდ ამით გიპასუხე და მაინც შეიძლება ადამიანის სურნეელი უფრო ადრე შეგიყვარდეს ვიდრე ადამიანი?მე მისი სურნელი დღემდე მიყვარს,არც ის ვიცი ვის ვკითხო,რატომ და რისთვის არ ხარ დღეს ჩემთან,რატომ დასრულდა ასე უაზროდ ეს ყველაფერი.ისიც ვიცი ისევ გიყვარვარ,მაგრამ მე შენი სურნელი მიყვარს..,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შენი სიახლოვე,შენი სითბო და ცხოვრებაში პირველად ჩაგიხუტე ისე ძლიერად,როგორც მაშინ...და მაინც სულ სხვაა სურნელი,რომელსაც გრძნობ ჩახუტებისას...საყვარელი ადამიანის.იცი რა არის ყველაზე კარგი?უბრალოდ ნამდვილად რომ უყვარხარ , გრძნობ თბები, ის თბილი გრძნობა აკანკალებული შეშინებული მაგრად რომ ჩაგეხუტება და აღარ უნდა საერთოდ გაშვებაა, როცა ეშინია შენი დაკარგვის და მაგრად გიხუტებს. მაგრამ მართლა ვერ ვცემ ჩემს თავს პასუხს,რატომ არ ხარ დღეს ჩემი.ან რისთვის დავკარგე ის წლები ან ახლა რა მიშლის ხელს,.მე გავქრი შენი ცხოვრებიდან,მაგრამ ჩემს ქურთუკს ისევ შენი სუნი აქვს,რაც სულ გამახსენებს შენს თავს,გოგონას რომელსაც ასე ძლიერად ვუყვარდი და მთელი არსებით მიხუტებდა...და მაინც მე და შენ ერთად არასდროს ვიქნებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გეთანხმები მუხა :) მადლობ გეთანხმები მუხა :) მადლობ
8. საინტერო ეპიზოდია, ისე სუნი ძლიერი შეგრძნება,თუ გინდა შეამოწმო შენი თავი, მართლა გიყვარს თუ არა ის პიროვნება, რომელიც გგონია გიყვარს და ღამეებს მასზე ფიქრით ათენებ, უნდა ოფლიანს ჩაეხუტო, თუ მისი სუნი აიტანე, გესიამოვნა ე.ი. გიყვარს, ასე რომ სუნმა შეიძლება შეგაყვაროს ან შეგაძულოს. საინტერო ეპიზოდია, ისე სუნი ძლიერი შეგრძნება,თუ გინდა შეამოწმო შენი თავი, მართლა გიყვარს თუ არა ის პიროვნება, რომელიც გგონია გიყვარს და ღამეებს მასზე ფიქრით ათენებ, უნდა ოფლიანს ჩაეხუტო, თუ მისი სუნი აიტანე, გესიამოვნა ე.ი. გიყვარს, ასე რომ სუნმა შეიძლება შეგაყვაროს ან შეგაძულოს.
7. პასუხი მარტივია,მას გოგონას სუნი უყვარდა და ეს იყო სავარაუდოდ ვნება :) მადლობ პასუხი მარტივია,მას გოგონას სუნი უყვარდა და ეს იყო სავარაუდოდ ვნება :) მადლობ
6. მართლაც კარგია სუნი,რომელსაც ჩახუტებისას გრძნობ...თუმცა რისთვის დატანჯა ეს გოგო და რისთვის ატკინა გული?თუკი მისთვის ასე ტკბილად დარჩა ეს სუნი და ყველაფერი.საინტერესო ნაწერია,პატარა თუმცა ერთი ლამაზი საღამოს ისტორია. მართლაც კარგია სუნი,რომელსაც ჩახუტებისას გრძნობ...თუმცა რისთვის დატანჯა ეს გოგო და რისთვის ატკინა გული?თუკი მისთვის ასე ტკბილად დარჩა ეს სუნი და ყველაფერი.საინტერესო ნაწერია,პატარა თუმცა ერთი ლამაზი საღამოს ისტორია.
5. მართლაც კარგია სუნი,რომელსაც ჩახუტებისას გრძნობ...თუმცა რისთვის დატანჯა ეს გოგო და რისთვის ატკინა გული?თუკი მისთვის ასე ტკბილად დარჩა ეს სუნი და ყველაფერი.საინტერესო ნაწერია,პატარა თუმცა ერთი ლამაზი საღამოს ისტორია. მართლაც კარგია სუნი,რომელსაც ჩახუტებისას გრძნობ...თუმცა რისთვის დატანჯა ეს გოგო და რისთვის ატკინა გული?თუკი მისთვის ასე ტკბილად დარჩა ეს სუნი და ყველაფერი.საინტერესო ნაწერია,პატარა თუმცა ერთი ლამაზი საღამოს ისტორია.
4. ეს უბრალოდ პატარა სიყვარულის ისტორიაა,არ მგონია ვინმე მოეკლა ცალ მხრივ სიყვარულს ))მადლობა შეფასებისთვის ეს უბრალოდ პატარა სიყვარულის ისტორიაა,არ მგონია ვინმე მოეკლა ცალ მხრივ სიყვარულს ))მადლობა შეფასებისთვის
3. რა მაზოხიზმია გიყვარდეს უყვარდე და თქვა: "და მაინც მე და შენ ერთად არასდროს ვიქნებით!" ძალიანაც კარგი, მაინც მოკლავდი მაგ მაზოხიზმით, კარგად გადარჩენილა. :(
რა მაზოხიზმია გიყვარდეს უყვარდე და თქვა: "და მაინც მე და შენ ერთად არასდროს ვიქნებით!" ძალიანაც კარგი, მაინც მოკლავდი მაგ მაზოხიზმით, კარგად გადარჩენილა. :(
2. სუნი, ბგერა და გემო ისაა რაცყველაზე მეტად აღძრავს მოგონებებს, ისინი სამუდამოდ ინახება მეხსიერებაში, მომეწონა +5 სუნი, ბგერა და გემო ისაა რაცყველაზე მეტად აღძრავს მოგონებებს, ისინი სამუდამოდ ინახება მეხსიერებაში, მომეწონა +5
1. წერილი უფროა,რომელიც ალბათ ადრესატმა უნდა წაიკითხოს...:-* ჩახიტება საოცარი რამეა მართლაც... წერილი უფროა,რომელიც ალბათ ადრესატმა უნდა წაიკითხოს...:-* ჩახიტება საოცარი რამეა მართლაც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|