ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2016


სტატუსი: მოქალაქე

(გაგრძელება)
წლები გადის და კლასს ასაკი ემატება.
ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც ამპლიტუდასავით იზრდება ...
გარდატეხის ასაკი საერთოდ მძიმედ გადავიტანეთ.
მრავალმხრივი ფრონტი გაიშალა...
მშობლები როცა გეხმარება, იქნებ უმტკივნეულოდაც ჩაიაროს, მაგრამ , მშობლების უმეტესობა უბრალოდ  სოციალური
ქსელებით და ტელეფონით მიკავშირდებოდა, ანდა სკაიპით.




მეცხრე კლასს ვამთავრებდით, ორდღიანი ექსკურსია რომ ამოიჩემეს...
დირექცია წინააღმდეგი წავიდა, ჯერ პატარები არიანო.
არადა, ბავშვებს დაპირებული ვიყავი, თუ კარგად ისწავლით, წაგიყვანთ მეთქი.

პირობას ვერ ვასრულებდი და მომდევნო წელს დიდი იმედგაცრუება მელოდა.

გავრისკე და მარტო წავედით.
მე, მძღოლი და თხუთმეტი მეცხრეკლასელი.
ღამეს სიღნაღში ვათევდით. ორი ოთახი ვიქირავეთ და დავბინავდით.
გოგონები ცალკე, ვაჟები ცალკე...მაგრამ მე სად დავწვე?
გოგონებთან დავწვე, ვაჟები გამეპარებიან და სხვა ექსკურსიებს და ღამის ქუჩებს შეერევიან.
გოგოები? ჯერ პატარები არიან და ამდენს ვერ გაბედავენ...
ვაჟების ოთახში  დაწოლა ვამჯობინე. კარები გადავუკეტე და გასაღებზე დავწექი...
ჯერ გაუკვირდათ...
მერე ბევრი იცინეს...
სულ ბოლო ვაჯს  ღამის სამ საათზე დაეძინა და სიმწრით ჩამთვლიმა მეც.
გათენებულა.
დილით ვერ მიბედავენ, ტუალეტში უნდათ და გარეთ გასვლაა საჭირო.მე კი გასაღებზე არხეინად მძინავს.
იმ დღიდან უფრო მეტად შეიცვალენ, ასე მგონია, დაბრძენდნენ.
ხუმრობა ხომ  არაა, მასწავლებელს მათ ოთახში ეძინა...
სახლში დაბრუნებისას თეკოს გზაში მუცელი ასტკივდა.ბევრი ითმინა, მაგრამ ბოლოს მაინც  ამოვყავით თავი ხაშურის
საავადმყოფოში. კიდევ კარგი, ბრმანაწლავის პრობლემა არ გამოდგა  და უბრალოდ შეციებული იყო, ცივ მიწაზე ჯდომისგან.
გაუკეთეს რაღაცეები და გამთენიას დავბრუნდით სახლში.
დირექტორმა რამდენჯერაც დაგვირეკა, ვუადვილებდით სიტუაციას.
ბევრი ვიდარდე, ამას მეორედ არ გავაკეთებ მეთქი, მაგრამ ბავშვებისგან "დამიფასდა ჩემი თავგამოდება.
მომენდნენ...
პატივისცემა დავიმსახურე მათ თვალში.
მიხვდნენ, რომ მათიანი ვიყავი და არა უცხოპლანეტელი.
მას შემდეგ უჩემოდ ფეხსაც არსად ადგამდნენ.
ეგ კი არა, შატალოზე წასვლა რომ უნდოდათ, მე მაფრთხილებდნენ, სად უნდა მეძებნა და რომ  არ
მენერვიულა, ტელეფონებსაც არ მითიშავდნენ.



ზურას მარი რომ შეუყვარდა, ზურა მეთერთმეტეში იყო, მარი კი მეშვიდეში.(ზურა იყო ჩემი ...)
გაკვეთილების მერე ვრჩებოდით და დიდხანს  ვსაუბრობდით;
გოგო არ უთანაგრძნობდა
ზურამ სამჯერ დაისერა ხელის მტევნები.
ვგრძნობდი, ვინმესთან გაზიარება უნდოდა და მე  ვცდილობდი, რომ  "გამეხსნა".
დედა საბერძნეთში ყავდა ზურასაც.
ფსიქოლოგიური მომენტი დადგა:
-უარს რატომ  მეუბნება , თუ ვუყვარვარო
- ცამეტი წლისაა მეთქი
- მერე რაო
- არ იცის, წინ რა ელოდება. გოგონაა, იმედგაცრუების ეშინია.ყველას არ შეუძლია "ხმამაღლა '' უყვარდეს მეთქი.
ვეღარ ვაკონტროლებდი. ასეთ დროს სწავლა მეათე ხარისხოვანია.
თვალებში მისი დამწვარი ხელის მტევნები მელანდებოდა.
ზოგი დასცინოდა კიდევაც...
დედამისის გამოგზავნილი ფულით წითელი საღებავი უყიდია და  კინოთეატრის კედლებზე და ასფალტზე ყველგან "მარი"
დაუწერია. მანდატურების უფროსთანაც მომიწია თავის მართლება. საღებავების გამო...
ბიჭი ხელიდან მეცლებოდა...როგორმე უნდა გადაგვეტანა ეს ამბავი.
მოულოდნელად  მარიმ ფეხი მოიტეხა.
დიდი თაიგულით მივადექით საავადმყოფოში.
დედამისი გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან მე მისი მხოლოდ მასწავლებელი ვიყავი.
დრო დადგა ესემესებისა...
ვატყობდი, დაუტკბნენ ერთმანეთს.
მიხაროდა
ოღონდ ახლა არაფერი მოხდარიყო ცუდი...
მერე, რამე იქნებოდა...
წელს მარი სკოლას ამთავრებს.
ზურამ ჯარი მოიარა და დაბრუნდა...
მარის სკოლაში ისევ  ხშირად აკითხავს და ...ეშმაკურად თვალს მიკრავს.
მისმა ნათქვამმა, კი არ ვეთამაშები, მართლა მიყვარსო, გაამართლა.

(შატალოს ამბავს მერე მოგიყვებით)

 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები