ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2009


ჩემი სავარჯიშოებიდან/დავით შემოქმედელთან ერთად/


ჩემი სავარჯიშოებიდან

ნინო დარბაისელი :

ეს სახელდახელო, საშობაო ჰაიკუ, ვუძღვენი ბაო - მარიამ წიკლაურს.
კანონიკური ჰაიკუს ფორმის ერთ-ერთი მთავარი კანონი აქაც დაცულია /5-7-5/.
ლექსის ჟღერადობა ,სათაურის ჩათვლით, ეყრდნობა სონორული თანხმოვნებისა და მრჩობლი ხმოვნების /ია,აი /კომბინაციას.
იდეა ამ ჟღერადობის გამოყენებისა დამებადა სახელში ''მარიამ '' სონორთა შორის იის ''აღმოჩენით''.

ეკლესიასთან

იანვარია.
ია-ვარდებით მაინც
სავსეა მრევლი.



დავით შემოქმედელი:

ქალბატონო ნინო!
აი,ამ ლექსის ალტერნატიული ვარიანტი:

ეკლესიასთან

იანვარია.
ია ვარ, დებით მაინც
სავსეა მრევლი .


ნინო დარბაისელი:

დავით ძვირფასო!
ფორმის მხრივ თქვენი ალტერნატიული ვერსია მართლაც საინტერესოა,მაგრამ სიტყვა ``მაინც`` აქ უკვე კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება ტექსტს.შესაცვლელია.
რე-ალტერნატიული ვერსიაა მოსაძებნი ,...რაღაც ორმარცვლიანი სონორული სიტყვა,რომელიც კონოტაციაშიც ჩაჯდება რა...რა ...რა და... მამა, მამა-ღმერთის მნიშვნელობით.ახლა შეიძლება ეკლესიას-თან კი არ ვიდგეთ, შევიდეთ კიდეც უფლის სახლში,რადგან ამ სიტყვას - ''ეკლესია'' სულიერი ერთობის კონოტაცია აქვს,შევ-ერთოთ.
აბა,ვნახოთ,რა გამოგვივა:

ეკლესია

იანვარია.
ია ვარ, დებით ,მამა,
სავსეა მრევლი !

პირველი და მეორე სტრიქონების ბოლოკიდური მარცვლებით ანაგრამაც მივიღეთ:``მა რია``/ოღონდ ქვემოდან ზემოთ იკითხება/.
ჰერმენევტიკული მიდგომით გატაცებულმა მკითხველმა,შეიძლება ასეთი მსჯელობაც კი ააგოს:ლექსში სიტყვა მამა,რომლის ბოლო მარცვალიც ანაგრამულად უკავშირდება სახელს ''მარიამ'',ნიშნავს იმას,რომ მარიამი დასაბამიდანვე არსებობდა მამაში,როგორც მარცვალი,რომელიც აღმოცენდა,მომწიფდა და შვა იესო!
ჯერ სადა ხართ! სახელი ''მარია'' ქვემოდან ზემოთ იმიტომ იკითხება,რომ ამოდის რა ''მამა''-დან ზემოთ მიემართება,როგორც აღმოცენებული მცენარე.
რელიგიურ სიმბოლოთა მოყვარულნი უმალ გაიხსენებენ ,ან გადაშლიან ''სიმბოლოთა ლექსიკონს'' და ნახავენ,რომ ყვავილი ია მარიამს უკავშირდება და მონანიებასა და პატიებას ნიშნავს....გამაჩერეთ!!!

ეკლესია

იანვარია.
ია ვარ, დებით, მამა
სავსეა მრევლი !

ესეც ასე !
ამ ბოლო ლექსით იესოს შობას ვზეიმობთ ერთად ,უფლის სახლში და მამა-ღმერთიც , მარიამიც აქ არიან !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები