ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2016


მენატრები!!!

მე წიგნი ვარ და  მენატრები ჩემო მეგობარო!
დამივიწყე და გული მტკივა, განა  მე არა  მაქვს გული?!  ოდესღაც სიყვარულით გამთბარს დღეს    მზის სხივიც  აკლია  უშენოდ  და  მცივა, ძალიან მცივა.  მონატრების ცრემლი მცვივა და  უხმო  ვედრებით  ეფინება თაროზე  შემოდებულ  ჩემს დამტვერილ  ფურცლებს.
მე მიწის წიაღიდან, ხის ფესვებიდან მოვდივარ. მე  ჭრაქების საქართველოდან, ქარიშხლიან ეპოქიდან  მოვდივარ და  მომაქვს შენთვის სულიერი საზრდო, ცხოვრების სიბრძნე, რათა გაარჩიო  ავი  და კარგი ,  სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და სიცრუე.
წიგნი ხომ მწერალთა სამჭედლოა, თუკი  მიმატოვებთ  ჩემთვის  მუდამ საყვარელო  მკითხველო მერე....ამით ხომ შევზღუდავთ  მათ თავისუფალ აზროვნებას,  გზას დავუხშობთ  მათ  შემოქმედებით  სტიმულს.
მე შენი ყრმობის მეგობარი  მინდა,  გავხდე,  რათა  სიბერემდე  მუდამ  ერთად ვიმოგზაუროთ
ყოფიერ, თუ  ზღაპრულ  სამყაროში. მინდა მხატვრული  დრამატიზმით  გაგიზიარო ადამიანთა ურთიერთობები, მათი სიყვარული, მათი შეცდომები,  მსურს  მოგატარო პროზისა და პოეზიის მდიდარი სამყარო  რათა  გაგაცნო  საიდან მოვსულვართ, რანი ვყოფილვართ  და დღეს  ვინ ვართ. 
მე წიგნი ვარ და  ვეცდები  შენთან ერთად  გავიზიარო  ჩემი გმირების  სიხარული თუ მწუხარება. გავხალისდეთ  და  მოვიწყინოთ ერთად.
ყური მიუგდე! გესმის ხმა?!  ეგ ჩემი გულის გამოძახილია, მე შენ გეძახი,  შენგან  უარყოფილი  და მივიწყებული,  გელი, უსაშველოდ გელი.                                                                                                                                            მე წიგნი ვარ  ჩემო ნორჩო მეგობარო და უზომოდ  მენატრებიიიი!!!
                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები