ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2016


იჭორავებენ შენზე ღმერთები

როცა ყიოდნენ დილით მამლები,
ქარი იპყრობდა ხეობებს ისნის,
იჭორავებენ შენზე ღმერთები,
რადგან სიყვარულს პოეტი გიხსნის.

აუჩქარდება პულსი ვარსკვლავებს
და ქარი შენს თმებს ლექსებს ურითმავს..
მიწა ცისაგან ვერ განვასხვავე,
დავემორჩილე ევას გულისთქმას.

გვტკიოდეს ახლა ცოდვით დაცემა,
(ჩვენი სახელი ეწეროს ერთ ქვას)
გეწოდოს თუნდაც შენ ფოთოლცვენა
და მე კი ბოლო ადამი მერქვას!

გეწოდოს ,,ქალი“ არ გერქვას ევა,
გეწოდოს უცხო, და მაინც რაღაც
ლეღვის ფოთლების მაგივრად გეცვას
ჩემი ლექსები.... და ვიცი ახლა

ვერ მოუძებნი ამ ლექსებს ადგილს,
რომელსაც შენთვის რა აღარ უთქვამს,
იშორებ ზეცას, გულ ამოვარნილს,
და მაინც, ახლა იჩერებ სუნთქვას.

მტკივა და ვიცი, ვეღარ ესწრები,
შენ შემოდგომის ბოლო მასკარადს
ჩემში.. და ვხვდები რარიგად ვწუხვარ
რომ ვეღარ ამჩნევ ასე აშკარა

სევდას, და მაინც იმას კი ხედავ,
ზეცა ლექსებს რომ შენს თმებს ურითმავს,
მიხვდები ალბათ პოეტის სათქმელს,
მოკვდავის უკვე უკვდავ გულისთქმას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები