ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2016


ფერფლის ქალაქები

ახლა მოგონებად ფერფლის ქალაქები
დგანან სარკესთან და ლანდებს ისწორებენ,
ქარსაც წაუღია ყველა დანარჩენი
მათზე აჩრდილები ზღაპრებს იგონებენ.
სადღაც დაფარფატებს თოვლის ფიფქი, თეთრი
მერე აირეკლავს წყალი ქარის ქროლვას,
ვიღაც აწ გადამწვარ მოგონებას ეტრფის
სხვა კი მოგონებად აქცევს ამგვარ ტრფობას.
თავზე გადაუვლის ქალაქს მარტოობა
ღამე თავის თავსაც ვეღარ გაათენებს,
აღარც ოცნება და აღარც რეალობა
ქარსაც წაუღია ყველა დანარჩენი.
კვამლის მიტანილი ამბით იგონებენ
წარსულს-სიმწარეა მათი განაჩენი,
დგანან სარკესთან და ლანდებს ისწორებენ
ახლა მოგონებად ფერფლის ქალაქები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს