ავტორი: ალექსანდრე-56 ჟანრი: თარგმანი 16 მაისი, 2016
უილიამ შექსპირი
57-ე სონეტი
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია. შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები. არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.
ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.