 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2018 |
ვიწრო ოთახი,ბნელი ღამე,სრული სიჩუმე, ფიქრი-ამ ფიქრში დამწყვდეული გყავს გალაქტიკა, ასე სჩვევიათ ღამ-ღამობით თურმე მიჯნურებს, ასე-უბრალოდ გაფრინდება, ჭრელი ბაფთიდან გაცოცხლებული,ონავარი მინდვრის ფარვანა,
ეს შენი ზღაპრის სამყაროა,შენ ხარ უფალი, აქ ამ ოთახში და შენ ფიქრში ისე ბატონობ შეუძლებელი არ არსებობს,ეს ნასუფრალიც კვლავ გამთელდება,კვლავ მოიხმობ მშიერ ფანტომებს... ბედნიერი ხარ,რომ სიგიჟეს და ფრთებს არ მალავ.
გიყვარს,გიყვარს და გიხარია,სიჩუმეც გართობს, ფიქრი კი შენი ნირვანაა,შენი ედემი... თუ წასაგებად განწირული გარგუნეს ბანქო, და ეს ოთახიც ვეღარ გიტანს და ვერ ეტევი როცა სხეულში გაიხსენე მინდვრის ფარვანა,
გაფრინდი,წადი,დაბრუნება არ დაგავიწყდეს, აქ ხომ სამყარო შენ შექმენ,არ უღალატო მათ ვისაც სწამხარ,სულ გახსოვდეს როგორ დაიწყე, შენი მრწამსი ხომ არ ერგება არცერთ კალაპოტს, ხო შენ გიჟი ხარ,ბედნიერობ და ფრთებს არ მალავ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლიპო, მოკითხვა და კეთილი სურვილები ლიპო, მოკითხვა და კეთილი სურვილები
5. მშვენიერია, კარგ ხასიათზე დამაყენა. იმიტომ რომ მოედინება ნაკადულივით სუფთა და მართალი. 5.
მშვენიერია, კარგ ხასიათზე დამაყენა. იმიტომ რომ მოედინება ნაკადულივით სუფთა და მართალი. 5.
4. კარგი ლექსია, საინტერსო რითმებით, მელოდიით...
კარგი ლექსია, საინტერსო რითმებით, მელოდიით...
3. 5. თავფურცელზე. 5. თავფურცელზე.
2. კაი ლექსი კაი ავტორი. ღირდა წაკითხვას ;) +10 ჩემგან :) :) წარმატებები კაი ლექსი კაი ავტორი. ღირდა წაკითხვას ;) +10 ჩემგან :) :) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|