ცივი ნოემბერი იდგა დედაქალაქში.ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს ნელი სიო აქეთ-იქით ფანტავდა.ფოთლები კი სიკვდილს განაგრძნობდენ.მათი სიკვდილი ულამაზესესად ემჩნეოდა ასფალტს..გადაჭრელებული იყო თბილისი. სხვადასხა ფერის ფოთლები მშვენიერ კონტრასტს ქმნიდნენ და აცოცხლებდნენ მოწყენილ ქუჩებს. ორი მეეზოვე კი პუშკნის ბაღთან ხელის ნელი მოძრაობით ასუფთავებდნენ ქუჩის ტროტუებზე ხალიჩასავით დაფენილ ფოთლებს. -ცივა არა? ჰკითხა გიორგიმ სანდროს. -ჰო დღეს ძალიან ცივა.გამეყინა ხელები. -ცოტაც დაგვრჩა და მოვრჩებით. -ნეტა იმათ არ სცივათ? მიუთითა სანდრომ ბაღში ახალგზრდა წყვილზე რომლებიც ისხსდნენ სკამზე და იცინოდნენ.ბიჭი თავისი თითებით ეფერებოდა გოგოს გრძელ თმას და ნეტარებით აგრძელებდა საუბარს. -მაგხელა რომ ვიყავი მეც ვერ ვგრძნბდი სიცივეს.. -რა კარგია სიყვარული არა?! -კარგია კარგი.ყველაზე მეტად წმინდა სიყვარული ფასობს ამ ქვეყანაზე ხო იცი არა? -ნახე რა ლამაზი ადგილი აურჩევიათ დასაჯდომად.ყოველ წამს ცვივა იმ ხიდან ფოთლები. -ეჰ კარგი იყო მართლაც ახალგაზრდობა..ცოლი მაინც მომეყვანა.. -კაკაი ი ნუ ვბუზღუნებთ,მივხედოთ საქმეს.ცოტაღა დაგვრჩა... ფოთლების ცვენა გრძელდებოდა ირგვლივ.მეეზოვენი კი ჩუმად სევდიანად ხვეტავდნენ ალაგ-ალა მოყრილ ფოთლებს. -გიო ნეტა მომეყვანა ცოლი ჰა? ნაღვლიანად თქვა სანდრომ და სველ ტორტუარზე ჩამოჯდა. თბილისში კი იმ დღეს მართლა ძალიან ციოდა.