ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


სიბნელის სხივები

ვსუნთქავ
მზე ამოდის,
წვიმს,
ვსუნთქავ
ბნელა,
ძალიან ბნელა,
ჰიპერსიბნელეა..
ვსუნთქავ,
ვსუნთქავ,
ჩემ გარშემო სუნთქავს ცოცხალი წყვდიადი,
მე გველეშაპს არ გადავუყლაპივარ,
მე მასში დავიბადე,
მე-ეს პატარა გველეშაპია ჩემში,
მე ვსუნთქავ მის გარშემო,
ბნელა, წყვდიადობს ჰიპერსიბნელე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები