ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სიტუაციაა ისეთი, ვისი კარტა ვის ტელეფონშია ვერ იგებ, არადა თითქოს არაფერი შეცვლილა, 1000 წლის წინაც ეს იყო რაც ახლაა, მაგრამ, რაებს გიყვები, ლაშამ ხო მითხრა ამაზე არავისთან ილაპარაკოო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ ვთქვა მაგით რა, არც არაფერი, რომ ვამბობ არც მაგით ხდება რამე, ვაკვირდები, ადრე რომ ბოსტანში გოგრა მეგონა თურმე ჩემი მეზობელი ზაურა ყოფილა, მთელი დღე თურმე ჩვენს ბოსტანში წევს და მეორე მეზობლის ოთახში იყურება, რადგან ქიტესას ჩვევად აქვს სახლში ტრუსის ამარა ტანტალი, ამას წინათ მე და ზურა სახლში დავადექით, ფაქტი მივუტანეთ, სამსახური დაკარგა და ცუდ ხასიათზე იყო, მითხრა მოწევა მინდაო, მეთქი ქიტეს ბაზარი არაა, მარა მაგას ჯობია სამსახური მოძებნო მეთქი, კი, აბა რა, მაგრამ სანამ მოვძებნი მანამდე რა ვქნაო, თან მოწეულზე უკეთსად ვაზროვნებო.. მეთქი ისე ჩაისუნთქე როგორც ეგ მართალია, მარა მერე გამახსენდა რო რაღაც პონტში მართალია, ტვინის გამოუყენებელ ზონებს რთავს თურმე ეს ყბადაღებული ბალახი. ჰოდა ავედით ქიტესასთან შუადღეს და კარი რო გაგვიღო შარვალს მაშინ იცვამდა, ცალი ფეხი ჰქონდა ტოტში გაყოფილი, მეთქი ქისტეს რა არი შეჩემა ამდენ ხანს გეძინა თუ გოგო გყავს სახლში მეთქი, არაო, პროსტა სახლში ტრუსიკით დავდივარო, მეთქი კაი, როგორც გინდა, შენი სახლია, შენი საქმეა შიგნით როგორ ივლი, ჩამოვარიგეთ, გვეყო რა რო იტყვიან, ქიტესამაც ენა ამოიდგა და სულ ცხელ-ცხელი იდეები გვაყარა, იმის მერე ორი კვირა არ იყო გასული რო, ზურამ მართლა იშოვა სამსახური სამშენებლო ფირმაში, მთავარი არქიტექტორის თანაშემწედ, ქიტესამ კიდევ ბიზნეს გეგმა გაგვაცნო და დაურეგესტრირეს. ეს ყველაფერი კაი და იმას გეუბნებოდი, რო ამ დილით ბოსტანში გავედი, უნდა მომეთოხნა, ჰოდა ლეღვის ძირში გოგრა რო მგონია, ახლოს მივედი მევთქვი, ვნახო აბა როგორი გოგრაა და უცებ ეს გოგრა წამოწოლილ ზაურად იქცა, რომელიც წამოხტა და ბოსტნის ღობეს გადაევლო გაქცეული, აი მანდ ვიფიქრე, კიდე მოწეული ხო არ ვარ ან ხო არ მეჩვენება მეთქი, მერე მეც იგივე პოზა მივიღე და იქეთ გავიხედე სადაც ის იყურებოდა, ვხედავ პირდაპირ ქიტესას ფანჯარა ღიაა, ისევ ტრუსის ამარა დატანტალებს და ხელებს იქნევს გამწარებული, აქედან ისე ჩანს თითქოს, საჯარო გამოსვლაზე იყოს ან ოპონენტს რამეს უხსნიდეს, არადა ხმას არ იღებს, ტუჩებს აცმაცუნებს მარტო, მივხვდი-სიტყვით გამოსვლაში ვარჯიშობდა. კაი ეს ერთი და ზაურა რა ჩემ ფეხებს აკეთებდა იქ, იმის თეატრალურობას სწავლობდა თუ რა, ვერ გაიგებ, ისე რო შეხედო ნორმალური ტიპია ეს ზაურა, გამარჯობასაც კარგად ამბობს და საერთოდ, წარმატებულ კაცად ითვლება ჩვენს უბანში, რაც მაღაზიებია, ნახევარი მაგისია, ადგილობრივ მთავრობაშიც ჰყავს მეგობრები, კაი სამსართულიანიც უდგას, მაგისმა ბიჭმა წელს ჩააბარა ჰარვარდში, გოგო დიზაინისა და ხელოვნების გაკვეთილებს ატარებს სკოლაში, რომ იტყვიან კარქა არიან, მარა რას გაუგებ კაცს გულში რა უდევს, რო იღიმება ან მაშინ რატო იღიმება, აი მაგალითად: მე, ზოგჯერ ისეთ ხარხარ ავტეხ ხოლმე ანეკდოტს რო ვკითხულობ, ჩემი ცოლი ლაურა, შეშინებული შემოვარდება ხოლმე, რა გჭირს რეზო ხო კარგად ხარო, არადა ძაანაც კარგად ვარ, მარა მაგან რა იცის რაზე მეცინება. ამიტომ ვამბობ ხოლმე სულ- თუ გინდა რო ყველაფერი გასაგები იყოს და არ აირიოს, ჩვენი პოლიტიკასავით, სადაც მართლა ვისი კარტა ვის ტელეფონშია ვერ გაიგებ, რო არ აირიოს, ყველაფერი უნდა გამოხატო და თქვა რასაც ფიქრობ და რასაც გრძნობ, პლატონა ამბობდა მგონი, არა რა ჩვენი, ბერძნების პლატონზე გეუბნები, ბრძენი ბერძენი რო იყო, დაარქვი ავადმყოფობას სახელი და გაგეცლება ავადმყოფობაო, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი რო ერქმევა მერე იქნება გასაგები ყველაფერი, მარა ახლა საქმე ისეა ერთ საგანსა თუ ამბავს, ყველა ისე ნათლავს როგორც თვითონ უსწორდება, არადა ვაზს ვაშლი არ უნდა დაარქვა, და კონტროლს კიდე კომფორტი, კომფორმიზმს კიდე სამშობლოს სიყვარული, ეგა კიდე სხვა რაღაცაა, სამშობლო ისაა აი, სულ სხვა რამეა და ჩვენ რო ჩაგვაგონებენ სამშობლოსთვის თავდადება ვიღაცების ჭკუაზე სიარულიაო, არაა ეგრე, სამშობლო ისაა პირველ რიგში საკუთარი თავი და ქვეყანა რო იცი, და სწორად იცი, ისაც იცი როგორ მოუარო და შეინახო, განავითარო და სწორი მიმართულებით იარო თავადაც, ის კი არაა ტკიპასავით რო მიჰკვრია ზოგიერთი და სისხლსა და რძეს ერთად სწოვს, ამ ჩემ საქართველოს, დამიბერდა საქართველო, მარა წამოდგება, აბა რას იზამს, როდის იყო მკვდრები არა ცოცხლდებოდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვეთანმები ავტორს...-სააშკაროზე გამოტანა, გაცილებით ნაკლებ საშიშშს ხდის, ავადმყოფობა იქნება ეს, ზაურა, თუ გოგრა?...:) ვეთანმები ავტორს...-სააშკაროზე გამოტანა, გაცილებით ნაკლებ საშიშშს ხდის, ავადმყოფობა იქნება ეს, ზაურა, თუ გოგრა?...:)
4. მოვალ აქ...:) მოვალ აქ...:)
3. ვისი კარტა ვის ტელეფონშია >> კარგი ფრაზაა. :) საერთოდაც მომეწონა, ზუსტად ჩვენი ცხოვრებასავითაა არეული. :))
ვისი კარტა ვის ტელეფონშია >> კარგი ფრაზაა. :) საერთოდაც მომეწონა, ზუსტად ჩვენი ცხოვრებასავითაა არეული. :))
2. დიდი ნებისყოფა უნდა აზრის გამოტანას. "მინდა ვიყო ცნობიერების ნაკადი" ანუ ჯოისი საფლავში ტრიალებს. :) დიდი ნებისყოფა უნდა აზრის გამოტანას. "მინდა ვიყო ცნობიერების ნაკადი" ანუ ჯოისი საფლავში ტრიალებს. :)
1. იუმორის საკაზმი აკლია. იუმორის საკაზმი აკლია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|