ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
23 მაისი, 2016


ოვანეს თუმანიანი

ვარსკვლავებო, ვარსკვლავებო ციერო,
წუთისოფლის თვალთა თვალსაწიერო.

მარად ჩანხართ მოციმციმე სხივებით
და მიღიმით ციდან მოლივლივებით,

ეს ღიმილი სულ თან მახლდა მაშინ მე,
როცა ვიყავ უცოდველი ბავშვი მე

და თქვენსავით ციალით და ნათებით
ჩემს სიცოცხლეს ვრთავდი ათინათებით,

მივყვებოდი ლაღად, სადაც გზა იყო,
არ ვიცოდი მაშინ დარდი რა იყო...

თქვენ ღიმილით მიმზერთ ახლაც, მაგრამ მე
ტკივილს ვხედავ, ფეხს საითაც დავდგამ მე,

მიმატოვა იმედმა და ხალისმა,
ცრემლითღა მაქვს მოლოდინი ხვალისა...

მიმაცილებთ თქვენ სამარის კარამდის
და ღიმილით გადმომხედავთ მარადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები