იანვარს ჭამდა ნესტი თებერვლის ტანი რომ თეთრად აქაფებოდა და გრილი სუნთქვით, სულის შებერვით, ერთხელაც (ვეღარ) ადგა ბებო და...
და გადაწყვიტა წასვლა იქითკენ... წინა დღით წყნარი საღამო იყო, წყნარ საღამოზე წყნარად იკითხა ჩემმა ცხოვრებამ რა გამოიღო
და გავუღიმეთ მე და ჩემმა დამ... ცა ენთო მთელი ღამე ჩირაღდნად. დილით სახეზე გუნდა შემადნა გუნდა ყელშივე გამეჩხირა და
ასე უენოდ მთელი სამი დღე ვიდექი, იდგა მასა ჩვენების, მერე იმედი, მერე სამოთხე და დილა მისი გასასვენები.
ვინც კი მოვიდა ყველას დაცალდა დღე - სასწაული, ასე ინება უფალმა სჭექდნენ შემკრთალ ტაძართან ბერები, ხოლო გასეირნებას
გავდა სიკვდილი, უფლის მარხილით. თუ მართლად ცხოვრობ სულ იცხოვრება მიწაზე, იდგა ქარი დახრილი და ვზეიმობდით სულის ცხონებას.
ახლა ვზივარ და მსურს გავიხსენო მისი თითები... დრო კი... თმებო და... ის კი წავიდა მართლა ისე, რომ კაცს გაყოლა, რომ მოგინდებოდა.
ხშირად ვოცნებობ თვალით გახელილ, მისი ფიქრები დამაჭერია, და გვიან ვხვდები ფიქრიც, სახელიც სახეზე მყავს და მამაჩემია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნიჭიერი კაცი ხარ ნიჭიერი კაცი ხარ
7. სარანგულია) სარანგულია)
6. მიყვარს როცა უძღვნიან ბებიებს, ბაბუებს, უცებ ხვდები ვიღაცამ დაგასწრო და შენი სათქმელი თქვა.. მიყვარს როცა უძღვნიან ბებიებს, ბაბუებს, უცებ ხვდები ვიღაცამ დაგასწრო და შენი სათქმელი თქვა..
4. თბილი და კარგია თბილი და კარგია
3. ძალიან მომეწონა,დახვეწილი და ემოციურია ამავდროულად. მეც ჩემი ტკბილი ბებია გამახსენდა :)) წარმატებები ავტორს! ძალიან მომეწონა,დახვეწილი და ემოციურია ამავდროულად. მეც ჩემი ტკბილი ბებია გამახსენდა :)) წარმატებები ავტორს!
2. კარგი ხარ ჯიმა. უნდა წერო შენ ! კარგი ხარ ჯიმა. უნდა წერო შენ !
1. ველოდი, როდის დადებდით ამ ლექსს აქ.
ხომ ბევრი დაწერილა ამ თემაზე და ძნელია აცდე გამეორებებს, ბანალურობას, მაგრამ ამ ლექსში რამდენიმე ისეთი ფრაზაა, არასდროს რომ არ დაგავიწყდება და გაიფიქრებ- "ჩემი სათქმელიც უთქვამსო".
ველოდი, როდის დადებდით ამ ლექსს აქ.
ხომ ბევრი დაწერილა ამ თემაზე და ძნელია აცდე გამეორებებს, ბანალურობას, მაგრამ ამ ლექსში რამდენიმე ისეთი ფრაზაა, არასდროს რომ არ დაგავიწყდება და გაიფიქრებ- "ჩემი სათქმელიც უთქვამსო".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|