ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იზკ
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2016


****

როცა ალმადოვარის ფილმს ვუყურე ტირილი მომინდა
ახლა კი მისი მუსიკის ფონზე ვიცინოდი
ვიცინოდი თვალდახუჭული და ხალისიანად
ვიცინოდი გულით და უსასრულოდ
ვიცინოდი ,როცა მისი ხელი შემომეხვია და
დავდუმდი ,როცა თვალები დამიხუჭა
ვიცინოდი ,როცა ჩემს სახეს ხელებით ეძებდა და
დავდუმდი,როცა ხელში ამიყვანა,
ჩამეხუტა
,როცა მომხვია თავისი დიდი ხელები და
საკუთარ თავში მომაქცია,
დავდუმდი,როცა ჩემ თმას შეეხო,
როცა მისი სახე ჩემსას
ცხვირი ცხვირს
ტუჩები ტუჩებს.....
დავდუმდი,როცა საკუთარი უძლურება ვიგრძენი....
-არ გაკოცებ, ნუთუ ასეთი პრიმიტიული გგონივარ
არსებობს კოცნაზე უკეთესი რაღაც.....
ჩვენ სპექტაკლი დავდგით
ჩემი და მისი
ორი მსახიობის
ჩემი სცენარითა და მისი წესებით
სცენაზე
სცენაზე ,რომელსაც არ სჭირდება მაყურებელი .....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები