 | ავტორი: სერგეი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 მაისი, 2016 |
ერთხელ....(კიდევ კარგი რომ ერთხელ !) გავიცანი მშვენიერი ქალბატონი (ეს გარეგნულად, ისე კი სულში ალბათ ჭიები უფუთფუთებდა........) ჰო და...ვიცინეთ, დავლიეთ ყავა...ვისეირნეთ...ანუ, როგორც ხდება ხოლმე ! მერე კი არ ვიცი რა მეტაკა....(ალბათ სიმთვრალე!) დელიკატურად მივანიშნე რომ ის ისეთი მშვენიერია..ისეთი ამაღელვებელი..ისეთი ლამაზი....ისეთი ..ისეთი.....ამას რომ ვეუბნებოდი, ის თვალდათვალ, ნელ-ნელა იმართებოდა წელში და იშლებოდა მხრებში..მაღლდებოდა...ბოლოს, თავი რომ ავწიე, ის საოცრად ამაღლებულიყო...როგორც ეიფელის კოშკი...ანდა პირამიდა...........მისი მეტად ამაღლება უკვე სიბრიყვე იქნებოდა ჩემი მხრიდან და ამიტომ გავჩუმდი..მერე კი, როცა დავინახე თუ როგორ მძიმედ სუნთქავდა და მკერდი აუდ-ჩამოუდიოდა, ვუთხარი რომ მე უფრო მეტი მინდა მისგან, ახლა, ვიდრე ეს ბანალური ყავა..სეირნობა...ღიმილი....... ---აუფ!!!....ეს რა მითხარიო! როგორ შეიძლებაო ! შე არათანმიმდევრულოო!!..... ასე მალე ვერაო....ჯერ ხომ უნდა გავიხსნაო..!!!! აქ უკვე გადამეკეტა. -----გაიხსნა???..... რააა???...შე ჩემა, პარაშუტი ხარ მეთქი???? ................................................................... გაიხსნა პარაშუტი თუ არა, სულ მკიდია. ეს მან იდარდოს, მე ხომ ქვემოთ დავრჩი...ის დაენარცხა ძირს......
ს.ნ.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წესით არ უნდა მომწონებოდა მაგარამ გულიანად გამეცინა :D :D წესით არ უნდა მომწონებოდა მაგარამ გულიანად გამეცინა :D :D
4. პარაშუტი კარგი იყო :) პარაშუტი კარგი იყო :)
3. ბოლო ძახილის ნიშნებამდე სარანგული იყო, დიდებული) ბოლო ძახილის ნიშნებამდე სარანგული იყო, დიდებული)
2. ეგრეა ძმაო. კვარცხლბეკზე თუ დააყენე ადამიანი, არ უნდა გაგიკვირდეს ფანივით მოგექცეს-ო ; D ეგრეა ძმაო. კვარცხლბეკზე თუ დააყენე ადამიანი, არ უნდა გაგიკვირდეს ფანივით მოგექცეს-ო ; D
1. სერგეი, პირველად წავიკითხე თქვენი "სხვა", ეტყობა ძალიან დაგაბნიათ ამ ამბავმა. :)
სერგეი, პირველად წავიკითხე თქვენი "სხვა", ეტყობა ძალიან დაგაბნიათ ამ ამბავმა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|