ზღვის პირას ნიჟარები ყრია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენია როგორი ფერისაა და რამხელაა, ყველა ერთი სადაფისგანაა შექმნილი, ზოგი დიდია და მოხატული, ზოგიც პატარა და მრავალფერი, ზოგიც უფერული, რა თქმა უნდა უფერულებს არავინ აკვირდება, არადა იგივე მასალისგანაა შექმნილი, ყველას დიდი და ლამაზი უნდა, შეიძლება პატარებიც მოიძიონ, მაგრამ რამით გამორჩეული უნდა იყოს, რომ ყურადღება მიიქციოს, ყურადღება ჯადოსნური რამაა, ის ყველას ჭირდება ვისაც ეგოს რაიმენაირი ფორმა აქვს, როგორც ნიჟარებს ისე ადამიანებს-ყურადღება ჭირდებათ, დავდივარ ამ უამრავ ნიჟარას შორის და სათითაოდ ვიღებ, ყურთან მიმაქვს და ვხვდები ისინი ერთსა და იმავე ხმას გამოსცემენ, მათ შორის განსხვავება არაა ფორმისა და ზომის გარდა, ვფიქრობ ნიჟარაზე, რომელიც ყველა დანარჩენ ნიჟარას და აბსოლუტურად ყველაფერს იტევს, -ეს შეიძლება იყოს ზღვა? -არა ზღვა მთავრდება სადღაც, ეს შეიძლება იყოს ცა? -არა ცაც მთავრდება სადღაც, იქნებ ეს თავად კოსმოსია, და ჩვენ ერთ დიდ ნიჟარაში ვართ რომელსაც კედლები არ აქვს, და ერთნაირ ხმას გამოსცემს, ყველგან უბრალოდ ყველას სხვადასხვანაირად ესმის, რადგან საკუთარი ნიჟარა დაკარგული აქვთ და ეძებენ, ეძებენ უსასრულოდ არადა გულზე ჰკიდიათ..
...ეს ნიჟარების სასაფლაოა, მე სხვების მიერ დატოვებულ ნიჟარებს ვპოულობ, თავად ვერ უპოვიათ და საერთო ნიჟარის ძებნაში ზღვასთან მოსულან და აქ დაუტოვებიათ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ მეგობრებო :D
გმადლობთ მეგობრებო :D
4. ძალიან გაწელილი მომეჩვენა, უფრო მეტად დატკეპნილი, არადა საინტერესოა. ძალიან გაწელილი მომეჩვენა, უფრო მეტად დატკეპნილი, არადა საინტერესოა.
3. საინტერესოა, კოლეგავ :))
საინტერესოა, კოლეგავ :))
2. -ზღვის კენჭებს და ნიჟარებს მომიგროვებ? -არა, მე ზღვიდან მარტო შენ მჭირდები. (და ეს ყველაფერი არარაობაა)
-ზღვის კენჭებს და ნიჟარებს მომიგროვებ? -არა, მე ზღვიდან მარტო შენ მჭირდები. (და ეს ყველაფერი არარაობაა)
1. ცუდი არაა, ამ ჟანრში რატომ განათავსეთ ? :)) ცუდი არაა, ამ ჟანრში რატომ განათავსეთ ? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|