 | ავტორი: ამუტადორი ჟანრი: პროზა 11 იანვარი, 2009 |
და მე ისევ მინდა შენს თვალებში სიკვდილი, მიყვარს ვალსი გათენებამდე დემონთან და ეს წყეული კედლები უაზროდ ცდილობენ ჩემს შეჩერებას... სიყვარული, მე ის აღარ მჭირდება, მან უკვე იბილწსიტყვავა ჩემს ცხოვრებაში. მე ისევ დავბრუნდი ჩემს დემონთან ერთად, მე ისევ მიყვარს არაადამიანობა და სიმშვიდე წამიერი, წყვდიადში... მიყვარს ნიკოტინით გაჟღენთილს სიგარის კვამლში ძილი და მახინჯი ქალი ჩემს სხეულზე... ისევ ვიგრძენი მელოდია ჩემს სულში, ვიგრძენი ოთხი დარტყმა და ეს წყეული სინათლე ისევ აბრმავებს ჩემს მომავალს... მე ისევ მივაგენი ჩემს ქვას ჯოჯოხეთში და ახლა მე განვისვენებ მასზე, შემდეგ კი ჩუმი აფეთქება, ბოლო ნოტები მიზიდავს მასში, მე ისევ მინდა მივეცე წარსულის სისხლიან ვნებებს, მე არ მინდა სილამაზე ის მე არ მიმსახურებს... მე ისევ გაუგებარი გავხდი თქვენთვის... თქვენ აღარ გესმით ჩემი, მე გონს მოვეგე და ისევ გავგიჟდი, დიახ! გავგიჟდი! არ მრცხვენია, მე ვხედავ ზეცაში პასუხებს, იწვის ყველა პასუხი უკანასკნელად, ყველა ემოცია კვდება და გონებაც მიეცა დაუსრულებელ განსვენებას, მხოლოდ სიგიჟე და სუფთა ფურცელი დამრჩა... მე ვერაფერი გავიგე მისი ზევით და თქვენი აქ! მე მხოლოდ დავიწყებას ვეძებდი, მე მხოლოდ ერთ ნაბიჯს ველოდი თქვენგან, მაგრამ თქვენ ხართ უმაქნისნი... თითებშიც კი ჩანს ჩარჩოები რომელშიც ცხოვრობთ... მე ვგრძნობ ნეტარებას და მეღიმება შეშლილის ღიმილით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ჩემი... მე უკვე ვეღარ მივაგნებ საკუთარ თავს თქვენს შორის და ვუხრი თავს სამყაროს მარადიულ სიშიშვლეს ჩემს გახრწნილ სხეულში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. თითებშიც კი ჩანს ჩარჩოები რომელშიც ცხოვრობთ... მე ვგრძნობ ნეტარებას და მეღიმება შეშლილის ღიმილით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ჩემი...
ცოტა არეულია,მაგრამ მომწონს :) თითებშიც კი ჩანს ჩარჩოები რომელშიც ცხოვრობთ... მე ვგრძნობ ნეტარებას და მეღიმება შეშლილის ღიმილით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ჩემი...
ცოტა არეულია,მაგრამ მომწონს :)
12. ბლინ უხ კაია... ბლინ უხ კაია...
11. თითებშიც კი ჩანს ჩარჩოები რომელშიც ცხოვრობთ...
5 თითებშიც კი ჩანს ჩარჩოები რომელშიც ცხოვრობთ...
5
9. მძიმე სათაური! კარგი იდეა! მძიმე სათაური! კარგი იდეა!
8. კარგია, ემოციურია. ოღონდ ცოტა დასახვეწი, გადასვლები უნდა გაკეთდეს უფრო გადაბმული. მაგრამ დედააზრი საინტერესოა ნამდვილად, წარმატებები! კარგია, ემოციურია. ოღონდ ცოტა დასახვეწი, გადასვლები უნდა გაკეთდეს უფრო გადაბმული. მაგრამ დედააზრი საინტერესოა ნამდვილად, წარმატებები!
2. მე ისევ გაუგებარი გავხდი თქვენთვის... თქვენ აღარ გესმით ჩემი, მე გონს მოვეგე და ისევ გავგიჟდი, დიახ! გავგიჟდი!
გაგიჟება სჯობს!!!!!!!!!!!!! მე ისევ გაუგებარი გავხდი თქვენთვის... თქვენ აღარ გესმით ჩემი, მე გონს მოვეგე და ისევ გავგიჟდი, დიახ! გავგიჟდი!
გაგიჟება სჯობს!!!!!!!!!!!!!
1. 444 საკაიფოაა 444 საკაიფოაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|