ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივნისი, 2016


ჭადრაკის დაფა

ჭადრაკის დაფაზე ცხოვრება გამოგიცდიათ?

მე უკვე ორმოცი წელია მასზე  ვცხოვრობ.
ჯერ პაიკი ვიყავი
მერე უცებ დედოფალი გავხდი
თუმცა სადედოფლო კაბა მალე შარვლით შეიცვალა  და  გავხდი მეფე, მაგრამ დაუცველი

ცხოვრების ეტაპებზე  ვიყავი ლაზიერი, ეტლი და სულ ბოლოს ცხენი...
ჰო ახლა ცხენი ვარ, კისერზე კი ეტლის  უღელი მადგას და  ამ  ეტლს ნამდვილად არ მივყავარ  ზღაპრულ სამყაროში...

არასდროს არ გადმოვსულვარ ჭადრაკის დაფიდან...
თუმცა ხან შავით თეთრზე ვთამაშობ და ხანაც პირიქით, თეთრით შავზე...
(გამოგიტყდებით და, მაინც შავთეთრია  ყველაფერი, რადგან სულ  ცაიტნოტში ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები