ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2016


კაცი VII თავი

                                                                       
                                                        V II  თავი

        მოგონებები, როგორც დატრიალებული  ქარიშხალი, მრავალსერიანი ფილმივით, კადრებად გარბოდენ კაცის გონებაში. უეცრად ,,ფილმი” ერთ კადრზე გაჩერდა, რომელიც ავადმყოფს უსიამოვნო დღეს ახსენებდა. ეს ის დღე იყო, რომელიც თავიდანვე მოღუშული ეჩვენა კაცს. ამ ბოლო დროს სამსახურში  ადრე მისვლას დაეჩვია, რადგან დილით მარტო რჩებოდა. ფასდაუდებელი იყო დროის ეს მონაკვეთი მისთვის, სანამ  ,,ოფისი” აგუგუნდებოდა და მთლიანად გადაყლაპავდა მას, უამრავი საქმის მოგვარებას ასწრებდა. ხოდა  მორჩა თუ არა  დიდი ხნის დაწყებული საბუთების დაწყობა–დალაგებას,  მოულოდნელად მობილური ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. სიმართლე გითხრათ, კაცს ტელეფონის ზარის გაგონება არ ესიამოვნა. საათს გახედა. ჯერ ძაან ადრე იყო. გაიფიქრა: ,,ასე ადრე ნეტა ვის გავახსენდი? რაიმე ცუდი ამბავი არ იყოს, ნეტა სახლიდან, ხომ არ მირეკავენ?” მაგრამ როდესაც ნომერს დახედა მიხვდა, რომ კოტიკო რეკავდა. ,,ნუთუ ასე მალე იპოვეს?!“  –  გაიფიქრა კაცმა. მერე ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა  და ყურმილში ჩასძახა: ,,გისმენ კოტიკო. რა მოხდა? ასე ადრე რამ გაგაღვიძა?!  მეშინია ომი არ დაიწყოს კაცო!“ – ბოლოს მისი ჩვეული ხუმრობაც გაურია კაცმა, მეტი დამაჯერებლობისათვის. ,,ბოსს თქვენც გაიგეთ უკვე?!“ – ყურმილში გაისმა კოტიკოს აღელვებული ხმა. ,,რა მოხდა? რა უნდა გამეგო?“ – შეკითხვაზე შეკითხვითვე უპასუხა კაცმა. ,,რა და დღეს დილით ჯემალი ნახეს მკვდარი თავის ,,დაჩაზე.“ – თითქმის ტირილით ლაპარაკობდა კოტიკო. ,,რას მეუბნები. არა! ტყუილი იქნება! და შენ საიდან გაიგე?“ – აღელვებული ხმით ჩაეკითხა კაცი. ,,საიდან და ეხლა დამირეკეს პოლიციის ქვეგანყოფილებიდან.“ ,,შენ რატომ დაგირეკეს?“ ,,პარტიის რეკვიზიტებში სატელეფონო ცნობარისათვის ოფისის ტელეფონთან ერთად ჩემი მობილურის ნომერია მითითებული და ალბათ იქ მიაგნეს ჩემს ნომერს.“ – აუხსნა კაცს კოტიკომ. ,,მერე რაო? სად უპოვნიათ საცოდავი?“ – საუბარი გაუგრძელა კაცმა. ,,მე ბევრი ვერაფერი გავიგე. როცა მითხრეს ისეთ შოკში ჩავარდი, რომ ნახევარი რაც მითხრა იმ პოლიციელმა, ვერც კი დავიმახსოვრე. ერთი ის მახსოვს კისრის ფუძე აქვს მგონი გადატეხილი და ის, რომ თავის ,,დაჩაზე“ იპოვნეს მკვდარი. მერე ავნერვიულდი ,,ბოსს“ და უთხარი მალე მოვალთმეთქი. ვაიმე სად უნდა მივიდეთ კი აღარ მიკითხავს!“ – ძალიან დაბნეული ლაპარაკობდა კოტიკო.,, ,,სად და ალბათ პოლიციაში. კარგი დაწყნარდი. მე მაინც არ მგონია ეგ სიმართლე იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა მივიდეთ და ყველაფერი გავარკვიოთ. ხომ გახსოვს შარშან 10 დღე, რომ არ გამოჩნდა. შარშან კი არა შარშანწინ, ხომ გახსოვს?  რამდენი ვინერვიულეთ, რა აღარ ვიფიქრეთ და მერე რა აღმოჩნდა? ეგეც ხომ გახსოვს? ლიკასთან ერთად იყო თურქეთში გადასული. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. შენ მალე მოემზადე, ჩაიცვი და მანქანით გამომიარე. მე ჩემს სამსახურში ვარ. აბა მიდი დატრიალდი. ლიკას გააგებინე, ეგეც წავიყვანოთ. ჯერ სხვებს ნუ დაურეკავ. კარგად გავერკვეთ რა მოხდა და მერე როგორც საჭიროა ისე მოუყვეთ სუყველას.“ - ჭკუა დაარიგა კოტიკოს კაცმა და მობილური გაუთიშა. მერე დაფიქრდა და ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად ტელეფონი გათიშა ქსელიდან.
    ერთ საათში კოტიკო და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ლიკა კაცის სამსახურთან იდგნენ მანქანით. კოტიკომ კაცთან მობილურით სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მაშინ ანერვიულებული გადმოვიდა მანქანიდან და ოფისში შევიდა. როდესაც ცარიელ ოთახში არმოჩნდა, ცოტა გაკვირვებულმა დაუწყო ძებნა კაცს. ,,შეფ“ მე  ვარ კოტიკო! სად ხართ?“ - ნახევარტონში გააგზავნა შეკითხვა გაურკვეველი მიმართულებით და თან იმ მხარეს წავიდა საიდანაც ნათურის შუქი გამოდიოდა. კაცს თავის კაბინეტში ჩასძინებოდა. კოტიკომ ხელი მხარზე წაჰკრა და უკან გაიწია. კაცს გამოეღვიძა. ,,ხო, მოხვედი?“ ეხლავე...ჩამძინებია ამის დედაც!“- კაცი წამოდგა და ტუალეტს მიაშურა. ცოტა ხანში კოტიკოს ტუალეტიდან მოესმა: ,,ლიკა სად არის, არ წამოიყვანე?’ ,,როგორ არა ,,შეფ“, მანქანაში ძინავს, ხომ იცით როგორ უჭირს დილით ადრე გაღვიძება. კარები კინაღამ ჩამოვიღე სანამ გავაღვიძებდი.“  ,,კარგი! აი მეც მზად ვარ.წავედით!“ - თქვა კაცმა და თვალებით ოფისის გასაღებს დაუწყო ძებნა. მალე მანქანა დაიძრა და პოლიციის ქვეგანყოფილებისკენ აიღო გეზი.
      დიდი ხანი არ არის რაც მსხალდიდი ქალაქი გახდა. ამიტომ პოლიციაც ქალაქისა ჰყავს. ეს ერთობ ადვილებდა საქმეს. ამიტომ სულ რაღაც 10 წუთში კაცი და კოტიკო იმ პოლიციელის კაბინეტში აღმოჩნდნენ, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალებოდა.
      ,,უმფროსი ლეიტენანტი...უკაცრავად კაპიტანი მიშა ცაცქრიალაშვილი!“ - შეეცდა თუ განზრახ  გაუსვა ხაზი თავის ახალ დაწინაურებას პოლიციელმა, ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისას ისე დასცქეროდა  თავის ახალ სამხრეებს, ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ამ ფაქტით ძალიან ამაყი და გახარებული იყო. კაცი არ დაიბნა და ცოტა იუმორი შეურია თავის ნათქვამში: ,,მიშა თუ მიხეილით მოგმართოთ ბატონო მაიორო...ბოდიში ალბათ ენამ მიყივლა. ბატონო კაპიტანო?“ ,,რა თქმა უნდა მიშა!“ - დაუფიქრებლად, თითქმის გაკვირვებით, აბა ამას რა შეკითხვა უნდაო,- უპასუხა პოლიციელმა და ისე ამაყად გადახედა კედელზე დაკიდებულ პრეზიდენტის სურათს, რომ ლამის სამხრეებზე ვარსკვლავები შეერთდნენ და ერთ დიდ მაიორის ვარსკვლავად გადაიქცნენ. ხო ალბათ მართლაც ასე მოხდდებოდა, მეორე წამს, მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ სურათიდან ქვეყნის შს მინსტრის მომღიმარე მზერას, რომ არ შეხვედროდა პოლიციელის თვალები. მიშა უეცრად გაშრა და მუშტის ტოლა ნერწყვი გადაყლაპა,მერე თითით საყელო გაინთავისუფლა, ჩთაგონებული ,,ჩეკისტის“ იერი მიიღო და გამჭოლი მზერა ესროლა კაცს, რომელიც მის წინ სკამთან იდგა და მომცინარე სახით აკვირდებოდა ეიფორიაში მყოფ პოლიციელს. ,,დაბრძანდით, დაბრძანდით!’ - როგორც იქნა გონს მოეგო ჩინოვნიკი და სკამზე მიუთითა. თვითონ კი თავის კაბინეტის ერთადერთ ნათელ ალაგს მიუახლოვდა და გამჭოლი მზერა ესროლა სამშობლოს თავისი კაბინეტის ფანჯრიდან. მერე სახე გაამკაცრა და ისე დაიწყო კითხვების დასმა, თითქოს უნდოდა, რომ სამშობლოს დაენახა თუ ვის ხელში იყო მისი ბედი. ,,სად იყავით ორი დღის უკან, დაახლოვებით 19 საათიდან 23 საათამდე? კარგად დაფიქრდით მოქალაქე და გაიხსენეთ სად იყავით...? - პოლიციელს უნდოდა კითხვა დამაჯერებლად დაესვა, მაგრამ კაცმა გააწყვეტინა და პასუხი დაუფიქრებლად დაუბრუნა. ,,იმ საღამოს მე და ჩემი პაარტიის თავმჯდომარე ბატონი ჯემალი ერთად გავემართედ შეხვედრაზე ერთერთ სასტუმროში. შეხვედრა დაახლოვებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე ბევრი პოლიტიკური საკითხი წამოიჭრა, რომელიც სასწრაფო გააზრებასა და ანალიზის გაკეთებას საჭიროებდა. სასტუმროდან გამოსულებმა სერიოზული პოლემიკა გავმართედ პირდაპირ ქუჩაში. უეცრად წვიმა წამოვიდა და ჩვენი ვნებებიც დაცხრა. საუბარი ისეთ ფაზაში იყო შესული აუცილებლად საჭიროებდა გაგრძელებას. შემდეგ ჯემალის თხოვნით და დაპატიჟებით, დაახლოებით იმ სათებში რაზეც თქვენ მეკითხებით, გახლდით მისივე აგარაკზე, რომელიც მსხალდიდში აქვს და იქ ვსაუბრობდით.“ - დაამთავრა პასუხის გაცემა კაცმა. ,, მართლა, ძალიან კარგი.“ - რაღაც უსიამოვნოდ თქვა პოლიციელმა. იგრძნობოდა, რომ ამ ფაქტის გამოტეხვა ქონდა გაზრახული და ასეთ აღიარებით პასუხს არ ელოდა. ,,როდის დასცილდით ბატონ ჯემალს თუ გახსოვთ?“ ,, კი ნამდვილად მახსოვს. მეუღლემ დამირეკა, 12 აკლდა ასე 20 წუთი. მეჩხუბა. ალბათ ეგონა, რომ  გვიან ღამე ვინმე ქალბატონთან შემოვრჩი. მოკლედ ეჭვიანობდა და მითხრა სახლში არ მოხვიდე კარებს არ გაგიღებო. ამაზე ჯემალმა ინერვიულა და გადაურეკა და დაუდასტურა, რომ მისი თხოვნით ვიყავი იქ და საქმეზე ვსაუბრობდით. ხო! ამის შემდეგ, დიდი ხანი აღარ გავჩერებულვარ. უკვე გვიან იყო და თან საშინლად წვიმდა. ჯემალმიმაც მითხრა დარჩი, წვიმს და გაგიჭირდება ამ ღამით საჭის მართვაო. მაგრამ მე წამოსვლა ვარჩიე. ისე მართლა გამიჭირდა. ისე წვიმდა საქარე მინის გაწმენდას ვერ ასწრებდა აგრეგატი და მთელი გზა ხელით ვწმენდდი დაორთქლილ მინას. მოკლედ ძლივს ჩამოვაღწიე ქალაქში. სიმართლე გითხრათ, ასე ზუსტად არ მახსოვს რომელი საათი იქნებოდა,  მაგრამ გზაზე იმდენი კამერაა. თქვენ ალბათ უკვე დააფიქსირებდით ბატონო მიშა. არა?!“ - დაამთავრა კაცმა პასუხის გაცემა. ,,დიახ გვაქვს და ეგ მასალები მუშავდება. თუ სხვა არაფერი არ გაქვთ მნიშვნელოვანი დასამატებელი, ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიბრძანდეთ. მაგრამ გთხოვთ  დიდი ხნით ქალაქს ნუ დატოვებთ, რა იცით როდის დაგვჭირდეს თქვენთან გასაუბრება.“ - დაამთავრა საუბარი მიშამ და დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა კაცს. კაცმა ხელი შეაგება და შეპირდა, რომ მზად იყო პირველივე დაძახებაზე გამოცხადებულიყო.
  კაცი გონს მოეგო. ჯერ კიდევ კარგად ვერ გარკვეულიყო სიზმარი იყო ეს ყველაფერი თუ ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას. ნერწყვის გადაყლაპვა სცადა. ვერ შეძლო და შეეცადა მედდისთვის დაეძახა. ,,გესმით, არის მანდ ვინმე? - ამოიხრიალა კაცმა და როდესაც დარწმუნდა, რომ სახლში მარტო იყო, ირგვლივ მიმოიხედა. გაიფიქრა: ,,იქნებ სადმე წყალი დამიტოვეს?!" ვერაფერს მიაგნო. უკან გახედვა სცადა.გაუჭირდა. ცოტათი წამოიწია და ეხლა ასე სცადა. არც იქ იყო რაიმე წყლიანი ბოთლის მაგვარი. შეწუხდა.  გადაბრუნდა და უეცრად თვალი მოკრა კუთხეში მდგარ მოლბერტს, საიდანაც ტილოზე დახატული გოგონა შესცქეროდა, ისეთი ნაღვლიანი თვალებით, რომ კაცი ჩააფიქრა. ხერხემალი საშინლად ტკიოდა. ამიტომ ვეღარ შეძლო სურათის ყურება, თავი სასთუმალზე გვერდულად მოაქცია და მზერა გაეყინა. ფიქრში, ისევ იმ სურათიდან გადმოსულმა ნაღვლიანმა მზერამ გაუკვალა გზა.
    ,,ზრრრრ!ზრრრრრ!" - მობილური რეკდა კაცის გულის  ჯიბეში. ის კი ოთახის  კუთხეში იჯდა იატაკზე და თითქოს არ ესმისო, გაშტერებული შესცქეროდა კედელზე დაკიდებულ საათს. პაუზა რამოდენიმე წამს გაგრძელდა, კაცი უცებ გონს მოეგო, ძალა მოიკრიბა და უპასუხა: ,,გისმენ ჩემო პატარა! ომი ხომ არ დაიწყო, ასე ადრე რამ გაგაღვიძა? - ,,მე არც მძინებია, მთელი ღამე ჩვენზე ვფიქრობდი” – ჩუმი, ნამტირალები ხმა კარგს არაფერს პირდებოდა კაცს. ,,რა მოხდა ადამიანო, მოგენატრე?” – შეეცადა ცოტათი შემემსუბუქებინა დაძაბული სიტუაცია. ,,რა მოხდა? და რა ხდება საერთოდ, ვინ ვარ მე და რა მინდა აქ მარტოს? საერთოდ რატომ ვარ მე შენს ცხოვრებაში, შეგიძლია ამიხსნა?” – ნელ-ნელა ტირილი ისტერიკისკენ მიიწევდა. ,,კარგი დეა, რა მოგივიდა, მოიცა, ნუ ტირი, ეხლავე მოვალ!” – სცადა ისტერიკის კულმინაცია ცოტათი გადაეწია კაცს, მაგრამ მიხვდა, უკვე საკმაოდ დაგვიანებული იყო. ,,მე მივდივარ და საერთოდ აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ მოვალ შენთან!” – ცრემლები უშლიდა ლაპარაკს და ყველა სიტყვა დამარცვლულად ისმოდა. ,,მოიცა რას ამბობ, არსად წახვიდე, ხომ გითხარი ეხლავე მანდ გავჩნდები, რა მოგივიდა?” – კაცი ,,ხავსს" ეჭიდებოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, არ უნდოდა, ასე ტელეფონით დამთავრებულიყო ყველაფერი, ვერ წარმოედგინა, რომ ვინც ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა, ტოვებდა სამუდამოდ. ,,მე მეტი აღარ შემიძლია, არ გეგონოს რამე სისულელე მოხდა, არა მე უფრო და უფრო მიყვარდები, მინდა სულ შენს გვერდით ვიყო, საჭმელებს ვაკეთებ და როცა არ მოდიხარ, უაზროდ მარტო ვჭამ, თან ჩემს სავსე ჭიქას, შენს ცარიელ ჭიქას ვუჭახუნებ და გავლოთდი, ბოლო ორ კვირაში ხუთი კილოგრამი მოვიმატე, ჩემს მუცელს ვეღარ ვუყურებ თვალები დასიებული მაქვს, ყოველ წუთს ვტირი და მერე რაღაცეები მახსენდება შენზე, შენი ნათქვამი და სულელივით მარტო ვიცინი!” - ცოტა ისტერიკამ უკან დაიხია და სიტყვების გარჩევა, მეტნაკლებად შესაძლებელი გახდა. ,,მოიცა, რა სისულელეა, შენ ხომ იცი, რომ მე სულ შენთან ვერ ვიქნები?! მაგაზე ხომ შევთანხმდით და რატომ მაწვალებ, ისედაც გაორებული ცხოვრებით ვცხოვრობ და ამიტომ,  ორჯერ უფრო მალე ვბერდები!” – შეეცადა თავის შეცოდებას. ,,არა მე შენი საყვარელი ოჯახი არ მაქვს მხედველობაში!” – დეამ ტირილი შეწყვიტა. ,,აბა რა ხდება?’ – გაიკვირვა კაცმა  და თან ფიქრმა შეჭამა: ,,ნეტა რა გაიგო ასეთი?!” ,,შენ, რომ გამაფრთხილე სამსახურში არ მომაკითხოო, გახსოვს?” – ჩუმი, ნამტირალები ხმით დასვა შეკითხვა დეამ. ,,კი მახსოვს, მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ მაინც ვერ მოითმენდი და მომაკითხავდი!” – ავანსად სცადა მისი საქციელის პატიებას. ,,ხოდა გუშინ შენ, რომ მოგეწონა, ის პერანგი გიყიდე და მინდოდა სამსახურშივე ჩაგეცვა, უფრო სწორად, რომ ვთქვა, შენი ნახვა მინდოდა და მეტი მიზეზი ვერ მოვიფიქრე. როდესაც მოვედი, დაგინახე ,,ოფისის” კარებში იდექი და თვალებით რაღაცას ეძებდი. მე დაძახება დავაპირე, მაგრამ, უცებ ვიღაცის მანქანა შეჩერდა და შენ ისეთი სწრაფი მოძრაობით ჩაჯექი, რომ მივხვდი, რაღაც ძაან გიხაროდა, ხომ იცი მოხარშულს გიცნობ და აბა მაგას მე, როგორ გამომაპარებ?! ცოტა ხანში აზრზე, რომ მოვედი დაგირეკე და გკითხე: დღეს მოხვალ სიცოცხლე ჩემთანმეთქი?  შენ მიპასუხე, რომ საღამოს რაღაც გრანდიოზული საქმის დეტალებზე შეხვედრა დაგინიშნეს და შეიძლება ვერ მოსულიყავი. აი! მაშინ კი მივხდი, თუ რა ნაძირალა ხარ და რა გრანდიოზულ შეხვედრაშიც გამცვალე!’ – დაამთავრა და ატირდა. კაცმა  ყურმილი დაბლა ჩასწია, ისე, რომ მისი ტირილი არ გაეგო. გამალებით ქვედა ტუჩს კბენდა და სწრაფად დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა ეთქვა თავის გასამართლებლად. ,,იცი რა დეა!” - დაიწყო კაცმა. ,,არ გინდა, არაფერი არ მომატყუო, არ არის საჭირო, მე უკვე ყველაფერს მივხვდი, აღარ დამენახო და საერთოდ დამანებე თავი!” ,,არ წახვიდე გთხოვ დამელოდე, არ წახვიდე! თორემ იცოდე თავს მოვიკლავ!” – კაცი მის შეშინებას შეეცადა.  ,,შენ ჩემთვის, უკვე ისედაც მკვდარი ხარ!” – კაცს ეგონა ისტერიკის მეორე ტალღა დაიწყებოდა, მაგრამ უცებ კავშირი გაწყდა. მან გადარეკა, ზუმერი დაკავებას ანიშნებდა, რამოდენიმეჯერ სცადა და მიხვდა აზრი აღარ ქონდა, მაშინ  სასწრაფოდ დაკეტა კაბინეტი, შემდეგ ოფისის კარი და მათი ბუდისკენ გაქანდა. კიბეებზე აირბინა, კარი ღია დახვდა. გასაღები საკეტში იყო ჩარჩენილი. ოთახი ცოტათი არეული, მაგრამ მისი სიყვარულით აღსავსე იყო. კაცი სავარძელში ჩაესვენა. უეცრად დეას ცრემლების სურნელი ეცა. გულში ტკივილი  იგრძნო, ყელში ბოღმა მოაწვა და თვალებზე ცრემლი მოადგა, ისე, რომ ვერაფერს ვეღარ ხედავდა.  ,,რატომ, იმ საღამოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა, რატომ არ დამელოდე, რატომ ხარ ასეთი ეჭვიანი და სულელი?!” – სულ რამოდენიმე სიტყვა წამოიბღავლა, დაგროვილი ორთქლი გამოუშვა და მიხვდა, რომ ცოტაც და გული გაუსკდებოდა სინანულისგან. საერთოდ ყველაფრის სურვილმა მიატოვა. მხოლოდ მისი ალერსიანი ხმის გაგონება, მხოლოდ მისი ლამაზი თვალების ნახვა უნდოდა.  ფიქრით გამოსავალს ეძებდა. დიდი ხანი ეძებდა და ბოლოს, რომ ვერ მიაგნო, იქვე მაგიდაზე დაგდებულ, პურის დანას წვდა და კედელს დაუწყო მძლავრად ცემა, ისე რომ ახალი გაკეთებული რემონტი, მთლიანად გაანადგურა. უეცრად დანა ხელში მოიტრიალა და დაუფიქრებლად მარცხენა ხელზე დაისვა, თან რამოდენიმეჯერ ისე გამეტებით,რომ სისხლმა იხუვლა და ვენიდან პირდაპირ კედლებზე გაიშალა. ცოტა ხანში სხეულში, რაღაც სისუსტე იგრძენო. გასასვლელ კარებს მიუახლოვდა, გააღო. გარეთ გამოსვლა დააპირა, მაგრამ უკვე ვერ შეძელო. ნელ-ნელა თვალწინ ყველაფერი დაბნელდა... ,,სად წახვედი დეა?” – თქვა და გონება დაკარგა.  კაცი გონს მოეგო. მიმოიხედა. პალატაში მკრთალი შუქი ენთო, ირგვლივ წამლის საშინელი სუნი იდგა. ,,აქ ისედაც არ მოვა ჩემი დეა! ამ სუნს ვერასოდეს გადაიტანს” – გაიფიქრა და უცებ გაუკვირდა: ,,ნეტა მე აქ, რატომ ვწევარ?“ მკრთალი შუქის გამო კარგად ვერ ხედავდა. თვალები დაძაბა და  ირგვლივ  მიმოიხედა. როდესაც დაათვალიერა ოთახი, მიხვდა, რომ იქ არავინ იყო. წამოდგომა სცადა. ხელს დაეყდნო და ხელი არ დაემორჩილა. მაშინ შეამჩნია, რომ მარცხენა ხელზე მაგარი, სტერილური ბინტის ნახვევი ჰქონდა გაკეთებული. ,,არაფერი მახსოვს, ნეტა რა მოხდა?” – დაძაბა გონება კაცმა და საფეთქლის არეში საშინელი თკივილი იგრძნო. უცებ პალატის კარი გაიღო და ოთახში მისი ბავშვობის ძმაკაცის თავმა შემოანათა, ,,ვა! ძმას სიცოცხლე!” – გაბადრული სახით მიესალმა მოსული. ,,მოდი, მოდი, მანდ რას დამდგარხარ! რას შვები როგორ ხარ?” – შემოიპატიჟა ავადმყოფმა და მასთან ახლოსდაჯდომა შესთავაზა. ,,დაჯე და მოყევი სადა ხარ, რას საქმიანობ. რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ?! - მხნედ მოაჩვენა თავი კაცმა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. ,,მე რა ,,ნიჩევო,” შენ როგორ ხარ? ეს რა მოგსვლია ,,ლევანიჩ,” ექიმა მითხრა ვენები და რამეო. მერე მითხრა ვენებს ვინ დაეძებს, მყესებიც დაზიანებული აქვსო, რა მოხდა ასეთი, სად იყავი, ვისი ბაითი იყო, არ იტყვი, მაგ ადგილას როგორ მოხვდი, თქვი და შენ ძმობას გეფიცები, ხომ იცი ,,ტრუპია” ვინც არ უნდა იყოს, ერთი საათი მომეცი და მაგის თავს დაგიგორებ აგერ პალატაში, ხომ იცი მე ტყუილი ,,ბაზარი” არ ვიცი, ჰე! თქვი ვინ იყო, რა იყო?!” – ემოციებს ვერ მალავდა სტუმარი და პასუხის მოლოდინში თვალი თვალში გაუყარა კაცს. ,,ვერ მოკლავ!” – უთხრა დაზარალებულმა და თვალი მოაცილა. ,,ვა! ვითომ რატომ, დიდი ,,შიშკაა, თუ რა?” ,,არა უარესი!” – უთხრა  კაცმა და თავი გადააქნია. ,,ასეთი ვინაა, ჩემი დედას გეფიცები?!” – გაბრაზდა სტუმარი. ,,მე ვარ, მე!” – თითქმის ჩურჩულით უთხრა კაცმა. ,,შენ? შენ, შე ჩემა? რა, ვითომ, შენ თვითონ და რამე?!”- ცოტა გაკვირვებული ღიმილი გამოერია ნათქვამში სტუმარს. ,,შენ რა ,,პონტში” არა მჯერა. შენ ეგეთები, რომ არ იცოდი, რა სულ გაჭედე? ვინ არის, ვისი გულისთვის, მე მაგის ნაბოზვარი დედა!” – ბოლოში ხმას დაუწია, აქაოდა არ გაიგონონო. ,,ვერც იმას მოკლავ!” – თვალებგაშტერებულმა თქვა  კაცმა. ,,დედას არ ....!” – რაღაც ცუდი უნდოდა ეთქვა, მაგრამ კაცმა არ დაანება. თავი გააქნია და უთხრა: ,,თითსაც ვერ დააკარებ!” ,,არა! შენ ვერა ხარ რა, ვითომ რატომ, სულ გარეკე, რა ხდება ამიხსენი, თორემ ვინმეს მივახრჩობ, ხომ იცი ჩემთვის სულერთია. ტიგრანა გულოიანის არ იყოს,  გინდა ერთი მამიკლავს  და გინდა ,,ბატალიონი!” – თქვა და ორივე ხელები თითებში მოხარა და  წინ წამოსწია ისე, თითქოს ვიღაცის დახრჩობას აპირებსო. ,,იმიტომ რომ მაგრა, ძალიან მაგრა მიყვარს!” – ამოიხვნეშა კაცმა  და ჩვეულებისამებრ თითი, ცხვირის წვერზე  მიირტყა. ,,რა! შენ? კარგი რა! არ გიცნობდე მაინც, გიყვარს არა ,,ბაბოი თარემ!” რას ატრაკებ, მაგას ვიზეც გინდა იმაზე დავიჯერებ და შენზე არა!” – თქვა მეგობარმა წარსულის მოგონებებზე დაყრდნობით და ხმამაღლა გადაიხარხარა. ,,ხო დამენძრა ეტყობა, მაგრამ მართლა გავჭედე, აზრზე ხარ, ისე გავჭედე, რომ არ მახლოვს, როგორ დავიჩეხე ხელი და საერთოდ არ მახსოვს, როგორ მოვხვდი აქ?!” ,, ე! ერთი შენ მეგონე ნორმალური და შენც დაგენძრა რა?” – შეეტყო ალალად გული ეტკინა  სტუმარს. ,,აბა!” – კაცი შეეცადა მეგობრისთვის მხარი აება. ,,მერე შენები?” ,,რა ჩემები?” შენები, როგორ იქნებიან უშენოდ?” ,,შენ ხომ იცი ტო, მე ვინც მიყვარს არასოდეს ვტოვებ, ამიტომ ყველაფერი ,,ნორმალიოკ პარენ”, მაგათ არაფერი არ იციან. აი მე კი გავიხიე შუაზე გაიგე ტო!” ,,ეგ როგორ ტო! შენ ყოველთვის ,,გლამურნი” ნაძირალა არ იყავი? მაგრამ იმ პონტში მესმოდა შენი, როცა იხმარდი, მოწველიდი და გაიქნევდი, ,,დაჟე” მშურდა კიდეც, ისე მაგრად ჩალიჩობდი, ბევრჯერ მე თვითონაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა” – გაეცინა სტუმარს. ,,ფილტვი, ფილტვი”- თავზე მიიდო ხელი კაცმა.  ,,დიდი ტალანტი და რა თქმა უნდა ,,მოი სეკრეტ ფირმი!” შენ გული არ გაიტეხო, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, აუცილებლად გამოგივა!” – დაამშვიდა კაცმა უცოლო მეგობარი. ,,ხო და ამისთანა ვის გადაეყარე? ერთად, რომ გიწია ცოდვებმა? გაფრთხილებდი, ნუ უკეთებ ასეთ ცუდ რამეებს, ვიღაცას წამოეხევიმეთქი და აჰა! ხომ აგიხდა?!” – ნიშნის მოგებით გააფართოვა თვალები სტუმარმა. ,,ჰო! კი ამიხდა, გაიხარე! – უთხრა კაცმა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მარჯვენა ხელი დასცხო საწოლს. ,,ძალიან გთხოვ არსად, არავისთან კრინტი არ დაძრა, ხომ იცი, მე ,,პაკაზუხობა” და ამით თავის მოწონება არ მიყვარს, გასაგებია?! ხო და ძმა ხარ, ეხლა თუ კაცი ხარ წადი, დამტოვე ჩემს პრობლემებთან, მარტო ყოფნა მინდა, აბა ,,ჩაო!” ,,გაუძელი ძმაო, აბა შენ იცი, მაგრად დადექ! თუ რამე გინდოდეს არ მოგერიდოს, ხომ იცი შენი გულისთვის ყურებზე გავივლით სუყველა, აი მაგ ამბავში ძმაკაც ჩვენ ვერაფერს დაგეხმარებით, მანდ მარტო მოგიწევს გაქაჩვა, ,,დერჟის პარენ! აბა პაკა ლევანიჩ!” – ხელი ხელზე მიარტყა კაცს და ხუმრობით შუბლზე კოცნით დაემშვიდობა.
    ოთახში სიბნელეს დაესადგურებინა. კაცმა ცადა გულაღმა დაწოლა. რის ვაივაგლახით გადატრიალდა და ამ დროს ისეთი ტკივილი იგრძნო ხერხემალში, რომ თვალებიდან ცრემლი გადმოუვიდა. ძალა მოიკრიბა და სასთუმალზე ცოტათი ზემოთ აიწია. ტკივილი გაუსაძლისი იყო. კაცმა ინატრა, ნეტა მისი ცოლი ყოფილიყო მასთან. ქალი, რომელიც კაცის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტში ყოველთვის გვერდით ედგა და ყველა მის ტკივილსა თუ სიხარულს მასთან ერთად იზიარებდა. ცრემლი ზეწრის კიდით მოიწმინდა და თავისთვის გონებაში რამოდენიმეჯერ გაიმეორა: ,,რა ნაძირალი ხარ ლევანიჩ! ნაძირალა!!! ღმერთო მაპატიე!!! რამდენჯერ მოუკალი გული ამ ქალს, რამდეჯერ მოატყუე?! ის კი მიუხედავად ყველაფრისა მაინც გელოდა, მაინც კპატიებდა და მაინც უყვარდი. ასეთი კარგი გოგონა გაჩუქა, გაგიზარდა და შენ კი რა? რამდენჯერ უღალატე? აბა გაიხსენე??? - გონებაში დასმულმა შეკითხვამ ისევ ძველ დროში გადაისროლა კაცი.
    ცხელი ზახული იდგა. არც ისე დიდი დრო იყო გასული რაც დაიფიცა, რომ ოჯახს არასოდეს აღარ მიატოვებდა და თქვენ წარმოიდგინეთ მართლაც ბედნიერად გრძნობდა თავს. უფრო ხშირად ესაუბრებოდა თავის ქალიშვილს, რომელიც ისე ჭკვიანურ და გააზრებულ რამეებს ამბობდა, რომ კაცი სიამაყისგან ცქმუტავდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. მეტი დრო გამონახა მოხუცი დედის მოსავლელად. რამოდენიმეჯერ საავადმყოფოში გაჰყვა ექიმთან კონსულტაციაზე. ერთი-ორჯერ მთელმა ოჯახმა ახლო ნათესავებიც  მოინახულეს. ერთხელ მონატრებულ თეატრშიც კი მოახერხა დედის და მეუღლის დაპატიჟება. მამის საფლავზეც ორჯერ ავიდა  ერთ თვეში, ეს მაშინ როდესაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სულ ერთხელ მოახერხა ასვლა და ისიც გატიალებულმა მთვრალმა. ეხლა აღარ ეკარებოდა სასმელს. თვითონვე უკვირდა საფლავზე იმდენი რამე მოუყვა მამას. დილით ვარჯიშიც კი სცადა. სიგარეტზე თავის დანებებასაც კი შეეცადა, მაგრამ  ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ საკუთარი მეუღლის სიყვარული დაიბრუნა. დაიბრუნა იმიტომ, რომ მიხვდა, მასზე უკეთესი ადამიანი მას არ ჰყოლია  გვერდით არასოდეს და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არც ეყოლებოდა. თვეები გადიოდა. კაცი მისთვის უჩვეულო, მაგრამ ბედნიერი, მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა.
      ერთხელ ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც კაცი სახლში იყო და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშის დაწყებას ელოდა, სახლის ტელეფონის ხმა გაისმა. ფეხბურთის დაწყებამდე, ესეიგი ჩვენი გუნდის მორიგი ,,გმირობის" ჩადენამდე ორმოციოდე წუთი იყო დარჩენილი, როცა მისმა ბავშვობის  მეგობრებმა დაურეკეს და თითქმის ძალით, წაათრიეს ღამის კლუბში. ამდენი ხნის განმავლობაში სამსახურშიც კი იშვიათად მიდიოდა, არამც თუ სადმე გასართობად. ,,კარგი რა! რა დაგემართა, საერთოდ ვეღარ გცნობთ, ვის არ ქონია ფინანსური კრიზისი, ნუ გეშინია, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, აბა სულ ასე ხომ არ იქნება?!” – ამშვიდებდა კაცს მეგობარი. ,,ხო! მაგი მეც ვიცი” – თავს უქნევდა თანხმობის ნიშნად კაცი და  თან ფიქრობდა: ,,ნეტა მარტო მაგი იყოს მიზეზი. ეხ! ნეტა სად არის ეხლა ჩემი დეა? წარმოგიდგენია რა ჯინიანია, სამი თვეა ვურეკავ და ხმას არ მცემს, ნეტა მართლა აღარ უყვარვარ, ალბათ, თორემ, როგორ უძლებს ამდენ ხანს უჩემოდ, ეტყობა ჩემზე მაგარი ყოფილა ან ისე არ ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა?!” - უცებ სახეზე წამოახურა და ტუალეტებისკენ გასწია კაცმა. ერთი სული ქონდა ცივი წყალი შეესხა სახეზე. ,,აუ! ეს ვინ გაიჩითა ჩემი!” – ნასვამი ქალის ხმა მოესმა ტუალეტთან მისულს. კაცმა ყურადღება არ მიაქცია, ისე გააგძელა სვლა დასახული მარშუტით. ,,ე! ბიჭო! მე ვარ, ვერ მიცანი სიცოცხლე?” – ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. ,,მოდი ვიცეკვოთ რა?!” – თხოვა ქალმა და კისერზე თითქმის ჩამოეკიდა. ეტყობოდა სასმელს უკვე საკმაოდ ემოქმედა მის გონებაზე. ,,ო! ეს შენ ხარ?” – თითქმის წყენით უთხარა კაცმა, როცა ის გოგო იცანო, ვისი გულისთვისაც დაიწყო მისი ბედნიერების ჩარხის, უკან დატრიალება. ,,რა უნდა ვიცეკვოთ? არ მინდა შემეშვი! მე არ ვცეკვავ!” – მკვახედ მიუგო და  მისგან თავი გაინთავისუფლა. კაცმა მარშუტი შევცვალა და ეხლა გეზი გასასვლელი კარისაკენ აიღო. ,,მოიცა, სად მიდიხარ?” – ქალი უკან დაედევნა. გარეთ რომ გავიდნენ, იქ  მოღრუბლული ცა და დაისის დასასრული დახვდათ. ქუჩის ხმაურში ძლივს გაიგონა მობილურის ზარი: ,,ჰა! მაინც დაითრიე არა?! ესე რა, ასეთი უკვე მოგვწონხარ, აი ეს უკვე შენ ხარ ნამდვილად, აბა, ვიცით, თავს არ შეირცხვენ, ისე რა მაგარი ,,ნაშაა!” რა ბედი გაქვს! რა ქალებს აბამ! აბა შენ იცი ,,უდაჩნეი ნოჩი!” – მიიღო დალოცვა და მილოცვა ძმაკაცებიდან, რომლებიც სიხარულით აღნიშნავდნენ ძაკაცის ,,მკვდრეთით აღდგომას!” ,,სად წავიდეთ ჩემთან?” – ჰაერზე ცოტა აზრზე მოსულმა ქალმა ცალი თვალის მოჭუტვით იკითხა. ,,არა ჩემთან, შენთან ,,ტეხავს,” ქმარი არ დაგვადგეს?!” – მოკლედ მოუჭრა კაცმა და ტაქს ხელი დაუქნია. ოთახში ჩახუთული ჰაერი იდგა, აივნის კარები დაკეტილი დარჩენოდა კაცს. სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო. ,,შემო რაღა!” – ცალყბად შემოიპატიჟა  და გასაღებების შეკვრა, იქვე მაგიდაზე დააგდო. ,,აქა მშვბიდობა, რა კარგი ბუდე გქონია!” – შეაქო საცხოვრებელი ქალმა და იქვე სავარძელში ჩაესვენა. ,,დალევ რამეს?” – კითხვა ესროლა კაცმა. ,,მხოლოდ ცივი წყალი მინდა და კიდევ შენ მინდიხარ, თანაც რამდენი ხანია, რომ იცოდე?!” -თვალები გამომწვევად მოჭუტა, ენა ზედა ტუჩს მიაბჯინა და სავარძელიდან წამოიზლაზნა. კაცი ზურგშექცევით იდგა. მისი საქციელის შემხედვარე ადვილად მიხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი  ფეხებზე ეკიდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ  ეს ამბავი, ვიღაც სხვის თავს ხდებოდა და თითქოს იგი იქ არაფერ შუაში იყო. მაგრამ უეცრად მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. კაცმა ქალისკენ  ბოლომდე მიტრიალებაც კი ვერ მოასწრო, რომ სტუმრის ტუჩები, ტუჩებში  ეძგერნენ და მასპინძელი კედელზე ააკრეს. კაცი უხერხულად გრძნობდა თავს. სიმართლე გითხრათ არ ელოდა ქალის ასეთ იერიშს. ქალი კი ფრჩხილებით მკერდს უკაწრავდა და ძუძუს თავებზე კოცნიდა. კაცმა უხერხულობისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა და შეეცადა ,,მეიერიშეს" პრელუდიას აჰყოლოდა. ქალი კედელისკენ მოატრიალა და ქვედა ტუჩზე აკოცა.  რამოდენიმე წამში, რაღაც ნაცნობი მენთოლის ტუჩსაცხის გემო იგრძენო, ასეთ ტუჩსაცხს დეა ხმარობდა. კაცის თვალწინ დეას სახემ გაიელვა და უცებ გაქრა, მერე ისევ და ისევ გაქრა. კაცი, როგორც  ძეგლი, ისე იდგა. უცებ ჩურჩული მოესმა: ..მოხდა რამე?” ,,არა, უბრალოდ წადი აქედან, გთხოვ!” ,,რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი?” - გაკვირვებული შეეკითხა ქალი.  ,,არა არ გავგიჟებულვარ, წადი სანამ ლამაზი ხარ, გთხოვ შენთვის ასე აჯობებს, აი ტაქსის ფული აიღე!” – უთხრ კაცმა და ჯიბიდან რა კუპიურაც ამოჰყვა, დაუფიქრებლად გაუწოდა ქალს. ქალმა ეს ყველაფერი, პირველად ხუმრობად მიიღო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ კაცი არ ხუმრობდა. როცა კაცს გაწვდილი ფული არ გამოართვეს,  კუპიურა პირთან მიიტანა, ენით ცოტათი დაასველა და ქალს  შუბლზე მიაწეპა!’ ,,ეგ ფული ერთ ადგილას გაიკეთე შე ,,პედარასტო!” – თქვა ქალმა,ფული სწრაფად მოიცილა შუბლიდან და ატირებული გავარდა გარეთ. კაცი შუა ოთახში იდგა და პირველად ცხოვრებაში, კმაყოფილი იყო ასეთი სახის კომპლიმენტით, რომლითაც იგი შეამკეს. მას ამ წუთებში მხოლოდ ერთი რამე აღელვებდა. ძალიან უნდოდა, რომ იქ  გაჩენილიყო დეა.  გამალებით ისინჯავდა ტუჩებზე ენის წვერის მოსმით,  შერჩენილ მენთოლის პომადას გემოს, რომელიც მას დეას სურნელსა და გემოს ახსენებდა. ტირილი არ ჩვეოვდა, მაგრამ დაგროვილი განცდა მოსვენებას არ აძლევდა. გული ტკივილით ეკუმშებოდა. უნებლიედ ებმოდა თვალზე ცრემლი ცრემლს. კაცი უხერხულად გრძნობდა თავს მისთვისნ უჩვეულო სიტუაციაში. ცოტათი ბრაზდებოდა თავის ასეთ სისუსტეზე, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. დეაზე ფიქრიც კი მტკივნეული იყო, სული ეთანგებოდა და შვებას ვერაფერში ხედავდა.  მხოლოდ ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად უნდოდა კაცს, რისთვისაც ალბად სიცოცხლესაც კი დათმობდა იმ წუთს. ეს იყო ერთადერთი სურვილი. სიგიჟემდე უნდოდა დეას ნახვა. სიგარეტის კვამლით გავსებულ ოთახს ზემოდან უზარმაზარი მთვარე დაჰყურებდა და თითქოს დასცინოდა ცხოვრებაში პირველად ატირებულ კაცს. ნელ-ნელა სიჩუმემ დაისადგურა ოთახში. გათენდა და აი კიდევ ერთხელ დამარცხდა სიბნელე. მზე...
  კაცს ეძინა. მის სახეზე ტკივილნარევი ღიმილი დაკრთოდა. სადღაც იქ სიზმარში ირეოდნენ სახეები, სახელები,სურნელები და მოგონებები. ირეოდნენ და ისევ ახანგრძლივებდნენ მის სიცოცხლეს. კაცს ეძინა. მთვარეს კი არა. ღამის გუშაგი ისევ ისე დარაჯობდა მის ოცნებას, როგორც ადრე მის ფიქრებს ბავშვობაში. დარაჯობდა, რათა არავის წაერთმია იგი კაცისთვის...რომ მას კიდევ ეფიქრა...რომ მას კიდევ  ეცოცხლა....რომ მას კიდევ ყვარებოდა....რომ მას.....რომ მას... რომ მას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები