 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ივნისი, 2016 |
მე ის აშკარად დავკარგე მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ, რა... დამავიწყდა ის სიტყვა, ეტყობა თავიდან ამომიფრინდა და ვერ ვიხსენებ.
სხვა სიტყვებით ვიტყვი და იქნებ გამახსენდეს: დილით რომ დგები , სადღაც რამე სასიამოვნოს გაიგონებ და მერე მთელი დღე აგეკვიატება და გეღიღინება, ეგ... არა, პერსევერაცია არა...
დაიცა,უფრო გარკვევით ვცდი: საღამოს რომ გინდა რამე დაწერო და გული გეუბნება , დაწერეო და მერე რომ ვერ წერ... აარა, არა, სკლეროზი კი არა...
ოჰჰჰ, ვერ მიგახვედრეთ... ბებიაჩემს რომ ჭირდა, როცა მოხუცი იყო და არ იცოდა რა ექნა, რაღაც უნდოდა გაეკეთებინა,მაგრამ ეგ ხელს უშლიდა: არააა, სახსრების კოკსართროზი კი არა, არა....
არა, სულ სხვანაირად ვიტყვი: როცა გოგო ხარ და ბიჭი გიყვარს და სულ მასზე ფიქრობ და ერთად ყოფნა გინდათ და მეტი აღარ შეგიძლიათ, ისე გიყვართ და სულ მასზე ფიქრობ და... არა პრეზერვატივი არ დამიკარგია...
იქნებ ასე გამახსენდეს: სტიქიასთან როცა ხარ შეჭიდებული და ყველანაირ კონფლიქტს და ცვლილებათა მეტამორფოზას აფიქსირებ ანდა როცა ექსპერიმენტს ატარებ და კვლევასა და შემეცნებას ცდილობ და არაფერი გამოგდის... ცვლილების და სტაბილურობის მუდმივი განცდის , მყარი არგუმენტების და მრავალფეროვანი მონოტონურობის ფონზე როცა ცდილობ ყველაფრის პრეზენტაციასა და ტრანსლაციას...
...მაინც არ გამახსენდა...
დილით რომ მისით ხარ სავსე, მიდიხარ სამსახურში და გზაში ფიქრობ, როგორც კი მიხვალ, ერთი სული გაქვს კომპიუტერს ჩაუჯდე და ნახავ, რომ აღარ გაქვს... არა, საფულე არა ...არც ბლოკნოტი.
გამახსენდა....
როცა გემი ხარ, მიაპობ შორეულ ტალღებს , გეხეთქება ზღვა და გაჩერება მოგინდება, ხომ უნდა ჩაუშვა ღუზა.... ხოდა, გამახსენდა, მუზა დავკარგე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პასუხმა ხელახლა გადამაკითხა გახსენების ყველა მცდელობა :) პასუხმა ხელახლა გადამაკითხა გახსენების ყველა მცდელობა :)
3. მკითხველი ალბათ ბევრ რამეს იგულისხმებდა :Dდ მკითხველი ალბათ ბევრ რამეს იგულისხმებდა :Dდ
2. უფრო ორიგინალური იქნებოდა, ფრჩხილები რომ არ გაგეხსნა. დაე მკითხველს ამოეცნო. ესთეტიკურ ტკობას ამით მიირებდა. 5 უფრო ორიგინალური იქნებოდა, ფრჩხილები რომ არ გაგეხსნა. დაე მკითხველს ამოეცნო. ესთეტიკურ ტკობას ამით მიირებდა. 5
1. მე ადრე ჭიავ ჭიავ მაპოვნინეთი ვეძებდი და ვპოულობდი ოღონდ ეს იყო ადრე სადღააც. მე ადრე ჭიავ ჭიავ მაპოვნინეთი ვეძებდი და ვპოულობდი ოღონდ ეს იყო ადრე სადღააც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|