დრო არის ახლა ისეთი ცოტა, უკან ვაბრუნებ საათი ისრებს, და რადგან კვლავაც სიკვდილზე ბოდავს, მისი ბუტბუტი ისევ და ისევ, ხელში მიჭირავს მფეთქავი მაჯა, და სისხლის წვეთებს, წამებით ვითვლი, ქვიშის საათი ქვიშას რომ ხარჯავს, ისე გედება სახეზე ფითრი, დრო არის ახლა ისეთი მცირე, რომ ყველა მწირავს, თუმცა ცრემლებით, დაწუნებულო საძირკვლის ქვებო მზეს კამარებად გადაევლებით, დრო არის მართლაც ისეთი წვრილი ისე ვიწროა მისი ნაკადი, ყველას არ ხვდება კვართიდან წილი და დაინგრევა როგორც აქადი, დრო არის ახლა იმდენად ცოტა, უკან ვაბრუნებ საათის ისრებს გაზომილია სიღრმენი ლოტით, საათი წამებს წამებით ისწრებს ქვესკნელს ჩავიდა შამსი და მითრა, უკუნი უკვე ყველაფერს ითრევს, დრო დარჩა ახლა იმდენად მცირე, რომ მეფეები იგლეჯენ მიტრებს, იტირე ლიტრით-მოკვდა შამაში, და მიჰყვა სინნი მე ასე მითხრეს, და დროა შეწყდეს ყველა თამაში, რადგან დრო დარჩა ძალიან მცირე...
გაწირეს მწირი? ესაა მცდარი პირიქით- მწირზე ლოცვები სწირეს, შავი კრაზანის შეგროვდა ჯარი, სანამ თევზები აფჩენდნენ პირებს, მოკვდნენ თევზები, მიჰყვნენ ბაყაყებს თეთრი მდინარე შავად ამყაყეს და ჩანჩქერები აქამდე ჩქარი, ჩაკეტეს გვამით და სიბრძნე ძირეს, და სამფლობელო ადამიანთა, მსხვერპლად მიუგდეს თხებსა და ვირებს მოკვდა მზე, მიჰყვა მთვარე და ქარი, და საგმირეთი დარჩათ ცრუგმირებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დრო არის ახლა ისეთი ცოტა, უკან ვაბრუნებ საათი ისრებს..........
ეს ყველაზე კარგია ბევრი სიტყვის მნიშვნელობა რომ არ ვიცოდი? არაფერი?
კაი
დრო არის ახლა ისეთი ცოტა, უკან ვაბრუნებ საათი ისრებს..........
ეს ყველაზე კარგია ბევრი სიტყვის მნიშვნელობა რომ არ ვიცოდი? არაფერი?
კაი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|