ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2016


******

მთელი დღე უაზროდ წანწალი,
გული კი მუდმივად სავსეა,
კარებსაც არ მიღებს არავინ,
სიცივე მიკეტავს შიგნიდან.
მთელი დღე ოცნება,ფიქრები
იმათზე ვინც მიყვარს ძალიან,
ხმამაღლა ვყივირვარ მჭირდებით,
სულში კი მუდმივად ქარია.
მთელი დღე მივყვები ქუჩებს და
ვხვდები რომ ცხოვრება ცირკია,
ბებოებს უხმებათ ხელები,
ბავშვები შიმშილით კვდებიან.
მთელი დღე უაზროდ წანწალი,
გული კი მუდმივად სავსეა,
ქუჩები,სიცივე,ცრემლები
და როგორც ყოველთვის მარტო ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები