 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2016 |
"ეს ჩემი სევდა, სევდისვე სერს რთავს. ნატვრის დღეები, შენით სამკლავებს და ისე ვუმზერ, უშენოდ, ჩემს თავს, როგორც დედები -შვილთა საფლავებს." /შ.ბერიანიძე. ************************** უშენოდ მუდმივ ტკივილს განვიცდი, და წამლად ფოტო მიდევს საწოლთან, შვილმკვდარი დედის მსგავსად ვქვითინებ, რომელსაც ღამე "შვილო" წამოცდა. მივყვები მარტო ნაწვიმარ ქუჩებს, და ვეფერები შენს ნატერფალებს, ისევე როგორც დედები შვილთა თოვლით დაფარულ წმინდა საფლავებს. მჭირდები ახლა როგორც არასდროს, შენი ხელები სულზე მაკლია, ისევე როგორც მამების გულებს შვილის ხელების ქცევა "მანტიად". რამდენი ღამე თეთრად გადიქცა, შენი სახელი გულში ანთია, ისევე როგორც მარტოსულ კაცის სევდით გაჟღენთილ სახლის ნათურა. ღამე იხურავს საბნად განთიადს, მთვარე კი ტოვებს ზეცას დროებით, მე კი საწოლში ისევ მარტო ვარ, როგორც ობოლი ბავშვი კოჯორში. ვქვითინებ მუდამ,როგორც ბავშვები, მუხლებს სისხლისგან რომ იღებავენ, უშენოდ ვცხოვრობ დიდი ხანია და შიგნიდანაც ვერ მიღებს კარებს ვერავინ რადგან სახლში სიჩუმე, გამეფებულა ვით უფლისწული, მიგულე შენთან,შენთან მიგულე, ჩემს მაგივრადაც აანთე შუქი თუნდაც ერთხელ და მერე მერწმუნე, არ მოგინდება წასვლა არსაით, ჩემს დამწვარ ლექსებს ცოდა შეუნდე, უშენოდ ვწერდი,ღამის ნარატივს ვუსმენდი თან და ცრემლებს ვყლაპავდი გაციებული ბავშვების მსგავსად, გთხოვთ მომაწოდეთ აბი ანდანტე უძილობა და სიცოცხლე მტანჯავს. უშენოდ მუდმივ ტკივილს განვიცდი, და წამლად ფოტო მიდევს საწოლთან, შვილმკვდარი დედის მსგავსად ვქვითინებ, რომელსაც ღამე შვილო წამოცდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|