უნდა წავიდე ჟამი არ იცდის, აქ, მო ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო, უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი, მძულხარ ნეხვივით ცხოვრებავ ჩარჩო. რა ხდება, სანჩო? წუთისოფელი მხოლოდ ცოდვილთა არის სადგური, მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ, რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი. ეს ქვემძრომელა შავი ვირთხები ტახტისკენ ხოხვით ვით მიძვრებიან, შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები, მერე _ გარჩენთო იყვედრებიან. რა ხდება ხედავ?! ნაგვის ბუნკერში სარჩოს დაეძებს ვიღაც მშიერი, ყველა ტირანი იცოდე სანჩო, ღატაკ_მონებით არის ძლიერი. არ გინდა სანჩო, ამათი ოქრო, არც სრა_სასახლე არ გინდა მათი, სხვა ზეცის კიდე ეძიე, სანჩო, ან სულ უბრალოდ მთვარეზე წადი. ცხენი მომგვარეთ მე როსინანტი, ჩემს დულსინეას ამაღამ ვხდები, დაშნაც გავფეროთ უფრო ლამაზად, ხომ იცი გზაზე ბევრია მტრები. მივდივარ, სანჩო! გული არ ითმენს ღრუბლის თეთრ ქულებს უბზინავთ ქედი, მე ჩემი რაშით ზეცაში ავალ, თქვენ დაიტოვეთ ეს ჯოჯოხეთი... 1993წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. დრო არ იცვლება... როდემდე უნდა მიფრინავდნენ სხვა ცებისკენ დონკიხოტები და მიწა კი მკვდარძაღლების საჯიჯგნი გვრჩება! დრო არ იცვლება... როდემდე უნდა მიფრინავდნენ სხვა ცებისკენ დონკიხოტები და მიწა კი მკვდარძაღლების საჯიჯგნი გვრჩება!
23. შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები,-ამ ფრაზამ ჯიდევ ერთი დონ კიხოტი გამახსენა... პირველ დონ კიხოტს...თქვენ...5 შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები,-ამ ფრაზამ ჯიდევ ერთი დონ კიხოტი გამახსენა... პირველ დონ კიხოტს...თქვენ...5
22. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
21. მომეწონა დონ კიხოტის განცდები ლექსად. მომეწონა დონ კიხოტის განცდები ლექსად.
20. ქარის წისქვილები კი ტრიალებენ და ტრიალებენ... 5! ქარის წისქვილები კი ტრიალებენ და ტრიალებენ... 5!
18. უნდა წავიდე ჟამი არ იცდის,
მეც მინდა წასვლა :( უნდა წავიდე ჟამი არ იცდის,
მეც მინდა წასვლა :(
16. ჯიგრრრულად ამოღებული გულიდან
"უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი, მძულხარ ნეხვივით ცხოვრებავ ჩარჩო" მაგარი :) ჯიგრრრულად ამოღებული გულიდან
"უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი, მძულხარ ნეხვივით ცხოვრებავ ჩარჩო" მაგარი :)
12. გაბოროტებული ლექსია. :) 5 გაბოროტებული ლექსია. :) 5
11. ფანტასტიურია :) ცხოვრება ჩარჩო მართლაც რომ საშინელებაა :( ფანტასტიურია :) ცხოვრება ჩარჩო მართლაც რომ საშინელებაა :(
10. მაგარია ძაან! გაიხარე დავით! :)
დონკიხოტობა ზოგს საცინი ჰგონია ვაგლახ.... მაგარია ძაან! გაიხარე დავით! :)
დონკიხოტობა ზოგს საცინი ჰგონია ვაგლახ....
9. ემოციური და კარგი:):)
ემოციური და კარგი:):)
8. კასრი ბატონო დავით, კასრი:) კარგი კაცი იყო დიოგენე;) კასრი ბატონო დავით, კასრი:) კარგი კაცი იყო დიოგენე;)
7. რაღაცნაირია რაღაცნაირია
5. მომეწონა, ბატონო დავით..
მომეწონა, ბატონო დავით..
4. აუ ძალიამ მაგარია! დავით ეს შენი შემოქმედებიდან ( რაც ვიცი რა თქმა უნდა) ყველაზე მეტად მომეწონა! აუ ძალიამ მაგარია! დავით ეს შენი შემოქმედებიდან ( რაც ვიცი რა თქმა უნდა) ყველაზე მეტად მომეწონა!
3. ძალიან კარგია მეგობარო!!! ძალიან კარგია მეგობარო!!!
2. არა,აქ ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანები არიან. არა,აქ ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანები არიან.
1. ეს ლექსი ურაკპარაკს ხომ არ ეძღვნება? ეს ლექსი ურაკპარაკს ხომ არ ეძღვნება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|