ზაფხულის დღეა პირველი და ავდრობს ივნისი ძველი ჟოლობი მხიარულად მღერის კრიმანჭულს, დასეირნობენ ცისარტყელა ქოლგით თბილისში და დახტუნავენ ორთქლადენილ ბორდიულებზე. ქუჩას მოჰყვება ახალგაზრდა ქალი ღიმილით მოდის და წვიმას მოაგელვებს შიშველი მხრებით, წვიმისფერია მისი სახე, ნაწნავჩაშლილი ამორძალური მიხვრა-მოხვრით მიტოპავს წყალში, სახის ჩრდილებში ვარდი არის ოდნავ გაშლილი და ორთქლადენილ ბორდიულებს მიჰყვება სახლში. ბავშვები ბავშვურ გუბეებში ითბობენ ფეხებს, დახტუნაობენ ზევით, ქვევით, ისევ ზეცისკენ, ზეცა კი მხატვრობს, გუაშივით უსვამს მათ წვეთებს ტანზე, ხელებზე, სახეებზე, ქვევით - გულისკენ. ჭაღარათმიან ფიქრებს ჩაჰყვა უფსკრულში კაცი თვალძარღვიანი, ხელგამოწვდილ მათხოვარივით მოელის სატრფოს, ახალგაზრდას, რომელიც არ ჩანს, სატრფოს, რომელმაც მიატოვა ალბათ გუშინწინ ან უფრო ადრე, ან აზრი არ აქვს, იყოს ათასი, მთავარი არის, რომ კვლავ ზის და ისე მოელის, რომ ვეღარც იგრძნო წვიმიანი ზაფხულის სუნი. ზაფხულის დღეა პირველი და ივნისის ჯავრით დაღვრემილი და ოდნავ ნედლი გმინავს ხე ჭადრის ქუჩის ბოლოსაც მიეძინა ძველებურ ჟოლობს, მარტოკას მასაც კი მოსწყინდა სიმღერა ბოლოს. დასეირნობენ შავ ქუჩაზე შავი ქოლგებით, ქუჩის ჩრდილები, შავთმიანი ამორძალები, ორთქლადენილი ბორდიულის შავი სტუმრები მიაგელვებენ გაზაფხულის ქარიან დღეებს, კვლავ გმინავს ზეცა, შემოქმედი ყველას განწყობის, ხატავს მოჟამულ ამინდებს და ნამიან ფერებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პირველი ორი ხაზი კარგი იყო პირველი ორი ხაზი კარგი იყო
3. გმადლობთ შეფასებისთვის :) გმადლობთ შეფასებისთვის :)
2. ეს ლამაზი ლექსია. ეს ლამაზი ლექსია.
1. სწორია<<< ბორდიური. აზრი გასაგებია. სათქმელი- უფრო დასახვეწი. წარმატებები! სწორია<<< ბორდიური. აზრი გასაგებია. სათქმელი- უფრო დასახვეწი. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|