ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2016


უბრალო ლექსი

მეზობლის გოგო ბაღში რგავს ვარდებს,
ბაღი დიდია, გოგო პატარა...
იქუხა, ზეცას გამოდარება
არ უფიქრია, უსტარს ატანდა
მიწისკენ სიოს,
სიომ კი ეჭვით
შეუთამაშა გოგოს საყურე,
თვალს აპარებდა მინდვრიდან ბიჭი
და ნერვიულად თიბდა სამყურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები