 | ავტორი: ბაპტიზმი ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2016 |
გაუთავებელი ხმა ყურებში მოუსვენებელი სუნი ნაფანტაზიები და სურვილი თქვენი აქ ყოფნის
იღვენთება ბოლო წვეთი სანთლის რომელზეც ფურცლებს ვწვავ თქვენადმი მოწერილი წერილების ისევ ვსვამ
კანქვეშ გაჭედილია უფრო მეტია ვიდრე სურვილი დაუოკებელია ძლევამოსილი როგორც ქუხილი
მე დაგინახეთ როგორც სული ნაცრისფერი ახლა თქვენი დროა თქვენზეა ჯერი
გამიყვანეთ იმ წრიდან რომელის შიგნითაც დავდივარ გაჩენის დღიდან შავ შუქად ვანთივარ
და მე არ მოგთხოვთ იმას რასაც სხვები ითხოვენ მე მხოლოდ სიჩუმე ღამით და სიჩუმით ბაასი მაკმაყოფილებს
და მაშინ როცა აღელდები მე ვიქნები ის ვინც დაგაწყნარებს შენს ფიქრში გავჩერდები და გაგიღებ კარებს
კარს რომელიც სხვებს არ ჰგავს შეჰყავხარ გალაქტიკაში ხედავ ზღვებს იქ ღმერთის არ გწამს
იქ თვითონ ხარ ღმერთი თუმცა არც მიწაზე მიმიჩნევია მე სხვა შენ ხარ ზღვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|