ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2016


მკვდართთაყვანისცემა

მკვდართთაყვანისცემა
ისე ფესვგადგმული
საზოგადოებაში,
რომ თუ ცოცხლებთან გაქვს ურთიერთობა გიჟად გრაცხავენ,
მკვდართთაყვანისცემა არსებობს ადამიანთა გონებაში,
მათს ჩვევებში, გააგრძელონ "წინაპართა ტრადიციები"
იმ წინაპართა რომელთა ასაკი 100 წელიც კი არ არის,
ჯიუტად იცავენ მკვდრებს,
ღრმად ინახავენ მეხსიერების კუნჭულებში,
რათა "დღესასწაულებზე" დატკბნენ მათით,
საზოგადოების "ღმერთი" მკვდარი გველია,
ჯოხზე ჩამოკიდებული მკვდარი და მყრალი ხორცის ნაჭერი,
რომელსაც ბუზები ეხვევა,
საზოგადოებას კი ბუზთა ბზუილი ანგელოზთა გალობად ესმის,
არცერთ ცოცხალს არ სჭირდება მკვდარი გველის თაყვანისცემა,
რადგან მათ საერთო არაფერი აქვთ მასთან,
მხოლოდ ცოცხალი მკვდრების ღმერთია მკვდარი გველი,
ცოცხალი მკვდრები მართავენ საზოგადოებას,
ისინი საღებავებით იღებავენ სახეს და სხეულს,
რომ ვერავინ დაინახოს მათი მახინჯი სახე და ვერავინ გაიგოს მათი სიმყრალე,
მაგრამ თუ დააკვირდებით, თუ კარგად დააკვირდებით, მაინც შეამჩნევთ,
მაინც შეიყნოსავთ,
რადგან ფოსფორსა და კადავერინს აფრქვევენ,
მათთან ახლოს აგრესიაა და ჩხუბი,
მათი საქმეები ისევე ყარან როგორც მათი სხეულები,
გარეგნულად ლამაზები და ძვირფასად მოსილებს,
სხეული ულპებათ და სულის ნაცვლად კი მკვდარი გველი აქვთ,
უფრთხილდით ცოცხალ მკვდრებს,
ისინი მუდმივად მოითხოვენ ახალ და ცოცხალ ხორცს,
რადგან ამით საზრდოობენ, მათი ამოცნობა ცოცხალთათვის რთული არაა,
გამოირჩევიან სიხარბითა და გაუმაძღრობით,
განსაკუთრებით ქება-დიდებისა და ძალაუფლების მიმართ,
უყვართ შეძახილები და სახალხო გამოსვლები,
სადაც სიკეთის ნიღაბს ამოფარებულ ბოროტებას უქადაგებენ თავიანთ მორჩილ ცხვრებს,
უფრთხილდით ცოცხლებო, ცოცხალ მკვდრებს,
მათ გული არ აქვთ,
ის ძალაუფლებაზე გაცვალეს,
ცოცხალი გული მხოლოდ ცოცხლების საკუთრებაა,
რადგან ცოცხალისგანვე მიეცათ მათ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები