ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2016


გზა მონასტრისკენ (თავი IX / ბერად აღკვეცა)

  ადამიანის ცხოვრება მეტად რთული და ამავდროულად საინტერესო რამ არის. არავინ იცის, თუ რა გზას უმზადებს მას უფალი. რა მოჰყვება მის, ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს და საბოლოოდ რა შედეგამდე, ან რა ახალ ეტაპამდე მიიყვანს ეს გზა. ჩემმა გზამ კი 23 წლის ასაკში მართლაც, რომ ბევრგან მატარა. როგორც ყველა რიგით ადამიანს მეც მყავდა ოჯახი, ვიღებდი განათლებასა და ჩემს მეგობრებთან ერთად ვეჭიდებოდი ყოველ ახალ გამოწვევას. გარკვეულ ეტაპზე, მქონდა სამსახური, კარიერული წინსვლით, რომელსაც სწავლასთან შეთავსებით მშვენივრად ვართმევდი თავს. მქონდა იმის შესაძლებლობაც, რომ მყავრებოდა და ეს ნინი იყო. გოგო, რომელმაც სულ სხვა კუთხით დამანახა საკუთარი თავი. სწორედ ის, "სანდრო" რომელიც მეგობრებმაც კი ვერ ამოიცნეს, ის ზუსტი შინაგანი პიროვნება. მე იმ მეგობრების მადლიერიც ვარ ასე რომ გამიფერადეს დღეები . მავსებდნენ სულიერადაც თავიანთი ახალგაზრდული ენერგეტიკით. შეცვლით კი, ნამდვილად არაფერს შევცვლიდი - ეს უდაოა. გაგას დაკარგვა, მის შემდეგ მომხდარი ღრმა დეპრესიული ფონი და ომიც, ეს ჩემს თავს მოხდა ყველაფერი და სწორედ ამ ყველაფერმა უფრო სიღრმისეულად დამაფიქრა ბევრ საკითხზე. თუმცა, გეტყვით სიმართლესაც და დავბრუნდეთ უკან, რომ თუნდაც ეს კარიერული აღმასვლა, უბრალოდ პირობითი იყო და მე ბევრად ადრე მქონდა გადაწყვეტილი მონასტერში ასვლა და იქ სამუდამოდ დარჩენა. დიდი ხნით ადრე მინდოდა, რომ დარჩენილი ცხოვრება უფლისთვის მიმეძღვნა, რომელმაც ასე უხვად მოიღო ჩემზე წყალობა. ამის ახსნა მეტად რთულია, რადგან ვერ ახსნი იმას თუ როგორ მიყავხარ შენს გულსა თუ გონებას, შორს სადღაც მთების გადაღმა მონასტერში საცხოვრებლად და თუ როგორ წყურია ამ შენს სულს ღმერთთან სიახლოვე. ამას გრძნობ და ასე იწყება ძიება საკუთარი თავისა და იმ მდგომარეობის, რაშიც შენ ყველაზე ბედნიერი უნდა იყო, მიუხედავად ყოველი სულიერი თუ ფიზიკური "ბრძოლებისა".   
  რაც შეეხება სოფელსა და ჩემს ახლანდელ მდგომარეობას... მე და მარიამმა რამოდენიმე დღეში ერთიანი ძალებით საჯინიბოს დავუბრუნეთ პირვანდელი სახე. დამატებითი რეზერუარის დახმარებით მოგვარდა წყლის პრობლემაც, ხოლო თავლების განახლების შემდეგ კი, სავსებით შესაძლებელი გახდა, რომ დასაწყისისთვის აქ ორმოცამდე ცხენი ჰყოლოდათ.  ამით ის კიდევ უფრო მიუახლოვდა თავის ოცნებას, რის გამოც, უზომოდ ბედნიერი იყო და ვერც მალავდა თავის ემოციებს. მოხუცი კი შორიდან გვადევნებდა თვალს, შემდეგ კი მალევე ჩვენსკენ წამოვიდა.
-მშვენიერი ნამუშევარია, ახალგაზრდებო.
-ყველაფერი ძალიან კარგია, ძალიან.
და უეცრად მე...
-თუმცა მე უნდა დაგტოვოთ - რაზედაც ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა.
-მიდიხარ?
-დროა... - და სახლისენ დავიძარი.
-სანდრო - დამიძახა მოხუცმა - დარჩი ცოტი ხნით, ჯერ ნუ წახვალ...
-მადლობ, მაგრამ ასე აჯობებს.

                                                                                                ***

  ოთახში ბარგს ვალაგებდი, როდესაც მოულოდნელად მარიამი შემოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დადგა. სახეზე აშკარა მღელვარება ეტყობოდა. რამდენიმე წამი ასე იდგა გაშეშებული, მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ კი...
-ასე ვერ წახვალ? -მითხრა მან
-ვერ ვხვდები, რას...
-საქმეც მაგაშია, რომ ვერაფერს ხვდები.
-მაპატიე, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე.
-მე შენ მომწონხარ, სანდრო...
-მარიამ მე...
-არაფერი მითხრა, უბრალოდ დარჩი და ვილაპარაკოთ.
-მე რაც შეგპირდი ის გავაკეთე კიდეც, ხო და დროა უკვე.
-მგონია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი გაქვს, იცი?
-ხო და არასწორად გგონია...
-სახლში თუ დაბრუნდები, ისევ ის ყველაფრი გაგახსენდება, რასაც აქ გამოექეცი და ისევ ოთხ კედელს შორის აღმოჩნდები. მერე? გინდა ეს ყველაფერი?
-შინ არ ვბრუნდები.
-როგორც ბაბუას უთხარი, ალბათ გზა გაქვს ხო გასაგრძლებელი? - ცინიკურად ხელები გაშალა და კარებისკენ წავიდა.
-არა.
-მაშინ რას აპირებ?
-ეს გზა უნდა დავასრულო... -ვუთხარი მას და ჩანთაც შევკარი.
-და მე?
-შენ წინ ბევრი კარგი სიახლე გელოდება...
-მაგრამ...
-მაგრამ ჩემს გარეშე. -მივუახლოვდი, შუბლზე ვაკოცე, რის შემდეგაც ოთახიდან გამოვედი და კიბეებზე დავეშვი.
-ესე იგი გვტოვებ? - გასასვლელში დამხვდა მოხუციც.
-მადლობელი ვარ ყველაფრისათვის - გადავეხვიე მას.
-სანდრო...
-დიახ?!
-და "კუკურა" ?
-?
-გავიწყდება - გაეცინა მოხუცს და ოთახიდან ერთი ბოთლი ღვინო გამომიტანა. - ეს ჩემგან. შენ კარგი ადამიანი ხარ, სანდრო და იცოდე რომ ერთ პატარა სოფელში,  ერთი მოხუცი ბერიკაცი მუდამ გელოდება - მითხრა ტკივილ ნარევად და ისევ ძლიერად ჩამიკრა. მე ვეღარაფერი ვუპასუხე.
-სანდრო...
-გისმენთ...
-შენ მკითხე თუ რა ერქვა ჩემს გარდაცვლილ ბიჭს.
- ....
-მას სანდრო ერქვა.
-ახლა გასაგებია, ყველაფერი.
-ის მუდამ ძიებაში იყო, შენსავით - კიბეებზე შეყოვნდა მარიამი - სიმაღლეების დაპყრობით იყო გატაცებული...
-შემდეგ?
-შემდეგ ის, რომ ყველაზე მაღლა ყოფნის სურვილით, ყველაზე ადრე, ყველაზე დაბლა აღმოჩნდა.
-საკმარისია! -სიტყვა გააწყვეტინა მოხუცმა, მარიამს და ჩემთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. 

-ამით რამის თქმა სურდა? (დავიბენი) 
-უბრალოდ როგოც მე ისევე, მარიამიც, შენზე ვდარდობთ. თითქოს რაღაც არ გასვენებს შიგნიდან და ამ "რაღაცამ" არ მინდა, რომ რაიმე ცრუ ნაბიჯამდე მიგიყვანოს.
-დიდი ხანია ვიცი რაც მინდა.
-მერე და რატომ გაურბიხარ, შენთვის ყველაზე ძვირფას რამეს?
-ბედნიერი ვარ, რომ ამდენი თბილი სიტყვა და დარიგება მოვისმინე თქვენგან და ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით.
-გზას დაგილოცავ შვილო...
... და მეც ნელ-ნელა გავუყევი გზას. განახლებული ემოციებითა და ახალი ენერგიით სავსე. გარკვეული დროის შემდეგ უკან მოვიხედე. სახლს უკვე კარგად ვიყავი გაცდენილი, თუმცა  შორით, მაინც შევნიშნე მოხუცი, როგორ იდგა ისევ აივანზე ჩემსკენ მზერა მოპყრობილი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ ჩემი სახით, ის კიდევ ერთხელ კარგავდა "სანდროს". უბრალოდ არ მინდოდა.
  მაშინ კი სწორედ იმ გზას დავადექი, რომელსაც ალბათ მოხუცის თქმის არ იყოს, მართლაც გავურბოდი ჩემ და უნებურად. დიახ, ეს ის გზაა, გზა მონასტრისკენ. ღრმად დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში და ყველა იმ დეტალში გათვითცნობიერუბული, რაც იქ მელოდა. გადავწყვიტე, რომ დასაწყისისათვის უმჯობესი იქნებოდა არავის, ჩემი ახლობლებიდან ეს არ გაეგოთ, რადგან ყველასთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, თუ რატომ მიიღო 23 წლის ახალგაზრდა ბიჭმა ასეთი გადაწყვეტილება, რასაც მონასტერი და ბერობა ჰქვია. ბუნებრივია არ ვიცოდი თუ რა პერიოდს მოიცავდა ჩემი ეს მორჩილება მონასტერში და თუ რამდენი ხნის შემდეგ მომცედნენ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, მონასტრის საძმო იმ ჯვრის ტარების უფლებას, რასაც ბერობის სიმძიმე ჰქვია. სწორედ ამ გზის უკან დარჩა ის საერო ცხოვრება სადაც ცხოვრობდა რიგითი უბრალო ბიჭი - სანდრო ტაბატაძე. ეს იყო ჩემი საერო ისტორია და სწორედ ამ ყველაფრის მერე გავხდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ხოლო თუ როგორ განვლე მორჩილება და რას მოიცავდა ჩემი მონასტრული ყოფა, ეს უკვე კარგათ ნაცნობია თქვენთვის.

ახლა კი...

                                                                                          მონასტერში.
                                                                                      (ახლანდელი დრო)
                                                                                        _ბერად აღკვეცა_

  ერთი წლის თავზე მონასტრის საძმომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მორჩილი იოანე (სანდრო) უკვე მზად ვიყავი ბერ- მონაზვნობისათვის და ერთ დღესაც, გამთენიისას მონასტრის საძმო სრული შემადგენლობით ტაძარში შეიკრიბა, რათა აღევლინათ  ჩემი ბერად აღკვეცის რიტუალი. ღვთის მსახურებას სხვა ბერებიც ესწრებოდნენ საერთო ეპარქიიდან. ტიბიკონის მიხედვით ჩამაცვეს თეთრი შესამოსელი, რის შემდეგაც გვერდი გვერდ მდგომი ორ ბერთან ერთად ხელგავ გაყრილი შევედი ტაძარში. ეს ყველაფერი ეპისკოპოსის ლოცვის თანხლებით ხდებოდა, რომელიც აღსავლის კართან მდგომი, სახით პირდაპირ ჩემსკენ იყო მომართული. მე ტაძრის შუაგულში ვიყავი, ხოლო დარნარჩენი იქ მყოფი ბერები ტაძრის კედლებთან იყვნენ განლაგებულნი. მხოლოდ სანთლების შუქი ანათებდა იქაურობას და იმის თქმა თუ რას განვიცდიდი იმ წამებში, ძალიან რთულია. ეს იყო ერთბაშად რამოდენიმე ემოცია ჩემში დიდი სიხარულის ფონად. საოცარ სიმშვიდეს მოეცვა ირგვლივ და მხოლოდ მისი რკინისებრი ხმა ისმოდა. აღთქმის მიხედვით არის 3 საიდუმლო: უბიწოება, უპოვარება და მორჩილება. ეს სამი ძალიან კარგად უნდა მქონოდა აღკვეცასთან ერთად, აღსაკვეცს გააზრებული. ამის შემდგომ კი მან მაკრატელი ისროლა, რომელიც ჩემს შიშველ ფეხებთან დაეცა და თან სახარებიდან დააყოლა : "თუ გსურს შემოდგომად, ჩემად უარყავ თავი თვისი აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეგ მე". სამჯერ განმეორების შემდგომ კი იმ ბერაებმა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ, პირქვე დამაწვინეს. მე კიდევ ღვთის მსახურს კითხვის დასრულების თანავე მივუგე : "ნებითა ჩემითა და ნებითა ღვთისათა" . ლოცვის დასრულებამდე კი თეთრ კვართ გადაფარებული ასე ვიყავი დედიშობილა პირქვე, ხოლო ლოცვის მიწურულს ეპისკოპოსმა წესის თანახმად 4 ადგილას მომკვეცა თმა, რის შემდეგაც დრო მიდგა ჩემს ახალ სახელზე, რომელიც ბერად აღკვეცისას უნდა შეცვლილიყო თუმცა საძმოს ერთობლივი გადაწყევტილებით მათ ჩემი მორჩილობის დროინდელი სახელი - იოანე დამიტოვეს. მათვე ჩამაცვეს ახალი შესამოსელი (ანაფორა), რომელიც ჩემსავე სახელზე იყო ნაკურთხი, ხოლო წელის გარშემო შავი სარტყელი გამიკეთეს. წესის თანახმად ეს სარტყელი როგორც ანაფორა მუდამ უნდა ემოსოს ჩემს სხეულს, რადგან ამ სარტყელსაც თავის დატვირთვა აქვს. გაშლისას კუბოს ფორმა იქმნება რომელიც ახსენებს ბერ - მონაზონს, რომ ხორციელად ბერი მკვდარია, რადგან სარტყელიც კი სიკვდილის სიმბოლოა. ეს გარდაცვალებაა, თუმცა გარდაცვალებასთან ერთად ეს არის ახლიდან დაბადება. დაბადება ახლა უკვე ბერ - მონაზონი იოანესი. რიტუალის დასასრულს ბერები მომიახლოვდნენ დიდი სიხარულითა და მკითხეს: " - მითხარი შენი სახელი წმინდა მამაო?"
                                                                                              - ცოდვილი ბერი, იოანე... 



                                                                                                                ***

  მონასტრის ეზოში უამრავ მომლოცველს მოეყარა თავი. წინამძღვრის გადაწყვეტილებით სატრაპეზოში მცირედი სუფრაც იშლებოდა, თუმცა იქამდე ყველანი ეზოში შევჩერდით. მოდიოდნენ უცხო ადამიანები და ჩემთან ერთად იზიარებდნენ ჩემს ბედნიერებას, მეკითხებოდნენ უამრავ რამეს ხოლო, მამა ზენონმა როგორც ჩემმა სულიერმა მოძღვარმა გადაწყვიტა რომ დასაწყისისათვის ძამას ერთ-ერთ მონასტერში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემთან ერთად მონასტრის საძმოდან ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, რამოდენიმე ბერიც მოდიოდა. ზაფხული ახლოვდებოდა და იქაურ ბერებთან ერთად სხვა და სხვა სამონასტრო საქმეში უნდა ჩავრთულიყავი, თან კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი. მისი კურთხევით იქ რამოდენიმე თვეს დავყოფდი, შემდგომ კი ისევ აქ დავბრუნდებოდი. შევისწავლიდი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ხელობებს და დავეუფლებოდი, ბევრ საინტერესო რამეს, მისი თქმით. ამ ამბავმა ნამდვილად გამახარა რადგან დიდი ხანია რაც აღარ ვყოფილვარ ძამას ხეობაში. ასეთი სიახლის ეიფორიაში ვიყავი როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა:
-სანდრიკ...
-გიო? 
-უნდა მოვსულიყავი.. - გადამეხვია და თან დააყოლა - მამა იოანე.
-გამიხარდა შენი დანახვა. მარტო ხარ?
-არა.
-აბა? - და თვალებით დაუწყე ძებნა ნაცნობ სახეებს.
-უნდა ვილაპარაკოთ - მკლავზე მომკიდა -გცალია?
-კი, კი წავიდეთ. - რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ ვკითხე -ვისთან ერთად ჩამოხვედი? -მან კი უკან მოუხედავად მიპასუხა:
-მონასტრის შემოსასვლელისკენ გაიხედე, სანდრიკ...
ცოტა ხნით შევჩერდი და ოდნავ უკან დავიხიე, იქ კი ჩემთვის კარგად ნაცნობი სახე შევნიშნე და სწორედ მაშინ, მთელ სხეულზე ჟრუანტელმა დამიარა.
-გაგა? ეს როგორ?
-გამომყევი.
-აქ გაგაა -ნაბიჯს ავუჩქარე და მის წინ აღმოვჩნდი. თვალს ვერ მისწორებდა და ასე გაშეშებული, მდუმარედ იდგა. მაშინ კი მხრებზე ძლიერად მოვკიდე და ოდნავ შევანჯღრიე
-აქ გაგაა...
-ვიცი სანდრიკ...
-იოანე... გიო, ახლა მე იოანე ვარ. ვიცი რთულად გეჩვენება მაგრამ...
-ვიცი, რომ აქ გაგაა და ისიც, რომ შენ სანდრო ხარ.
-ვერაფერი გავიგე.
-გარშემო რას ხედავ? - თქვა გიომ
-მონასტერს.
-ეს არ არსებობს.
-რა არ არსებობს?
-მონასტერი...
-რა გემართება?
-ეს შენ რა გემართება, სანდრიკ. ვერაფერს ხვდები ხომ? -თვალებში სიბრაზე მოაწვა - ვერ ხვდები თუ, გაგა რატომ არის აქ, ის ხომ მკვდარია ან საერთოდაც მე რა მინდა აქ?
-ვერ ვხვდები? 
-ეს ყველაფერი არ არსებობს, სანდრიკ.
-..?
-არც ეს მონასტერი, არც ეს შენი ანაფორა, არც გაგა არსებობს და არც მე...
-სულ შეიშალე. გინდა, რომ დამაბრკოლო თუ რის მიღწევას ცდილობ?
-მე ომში დავიღუპე, სანდრიკ. მაშინ ნულის დაბობმბვისას ყველანი დავიღუპეთ და მხოლოდ შენ გადაურჩი იმ აფეთქებას და აი ახლაც, ამ წუთას, შენ ისევ იქ საავადმყოფოს პალატაში, საწოლს მიჯაჭვული, კომატოზური მდგომარეობის ქვეშ ხარ.
-არა...
-კი, სანდრო კი. ცოცხლები მხოლოდ შენ და "რუსკი" გადარჩით. დანარჩენი კი, უბრალოდ შენი წარმოსახვის ნაწილია და თავად შექმენი ეს ყველაფერი. ომის მერე შენ არ გაგიგრძელებია გზა. შენ არც მორჩილი ყოფილხარ. ხოლო დღეს შენ არ აღკვეცილხარ ბერად. არც ეს ადგილია რეალური, არც ეს მიწა და საერთოდ არაფერი. უკან დაბრუნდი, სანდრიკ.
    ფეხებში ძალა დავკარგე და მის წინ ჩავიმუხლე. გარშემო ვიყურებოდი და ვცდილობდი, რომ რამენაირად აზრები დამელაგებინა გონებაში. მე არ დავბრუნებულვარ სახლში, მაშასადამე მე არც სოფელში წავსულვარ არც მოხუცს და არც მარიამს შევხვედრილვარ. არ გამივლია მორჩილების პერიოდი და.... ღმერთო, არაფერი არ მომხდარა ომის შემდეგ. შემდეგ ისევ გიოს ავხედე, ის კი ისევ გახევებული იდგა ჩემს წინ. თვალები ცრემლებისგან მთლად ამღვრეოდა და ცდილობდა არ დამენახა
-უკან დაბრუნდი, სანდრიკ... - ზურგი შემაქცია და მონასტრის გასასვლელისკენ დაიძრა, გაგასთან - შენ ჯერ კიდევ შეგიძლია გადარჩე.

სწრაფად წამოვდექი, მისკენ გაქცევა ვცადე და...
ამოსუნთქვა... 

                                                                                            ***

    პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე გამომეღვიძა. თავზე უამრავი ექიმი მედგა პირბადეებითა და გაოცებული თვალებით მიყურებდნენ, თან ეს ზევიდან მომდგარი ნათურის  კაშკაშა სინათლე, ხომ მთლად თვალს მჭრიდა. საოპერაციოს ფანჯარასთან, კი რომელიც დერეფანს გაჰყურებდა, დედა შევნიშნე "რუსკისთან" ერთად რომელიც შუშას გამალებით ურტყამდა მუშტებს და აცრემლებული მეძახდა, თუმცა არც არაფერი მესმოდა. უეცრად ძლიერი ტკივილიც ვიგრძენი, სხეულში და ქუთუთოებსაც სიმძიმე დააწვა.
-ექიმო რა ხდება?გონებას კარგავს...
-სასწრაფოდ გვერდზე გადავიყვანოთ, გული უჩერდება...


                                                                                       
                                                                                      (გაგრძელება იქნება)

   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები