ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2016


_ ^ _ ^ _ ^ _

ჩემი სიტყვები მხოლოდ სუსტი ქარია - კნინობს,
ყველა სტიქიის ფორმა თურმე კნინობითია,
თუმცა სტიქიაც პირობითი მცნებაა - ნინო,
რადგან სიცილიც ასევეა, ვცდილობ იდეა -

იდეად დარჩეს, რადგან როცა იწყებ და ასხამ
ფრთებს და ამ ფთებით აფრინდები ხშირად ხმაურში
ისე გემსხვრევა, ხმაც არ ისმის, ის რჩები რაც ხარ
შიგნით და ხვდები ერთადერთი როცა გაუშვი

ის იყო სწორი ნაბიჯი და სისწორით ახლა
ხდები ამაყი, ბედნიერი, თუმცა სტიქია
არაფერიაა, როცა ამინდს გაიხდი სახლად
და ასე ხვდები რაც დაკარგე თურმე იქვეა

ბედნიერების მიზეზში და დაწყვეტილ გულზე
ხელს არ დაიდებ, რადგან შენი ხელი ცივია
და ელოდები იმ ერთადერთ თბილს, ჩასვლას უმზერ
მზის და გარბიხარ იქით სადაც თითქოს წივიან

ქარის მაგვარი სულები და იცი და გჯერა,
რომ წარმავალი ნიღაბია ყველა სიცილი,
იცი გულს, ელვა ცის სახეს, რომ ისევე სერავს
მისი სიტყვები, და სიტყვებიც შენ ხომ იცი ნინ.

იცი, გჯერა და გულისცემამ თანთადან იკლო,
ალბათ ნაკლული გულისცემაც კნინობითია,
ბედნიერება არსებობა უფროა ვფიქრობ,
ვფიქრობ, ვუშვებ და დამიჯერე ნინო, მიდიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები