ჩემი ტვინი დაიღალა, მე მაინც ვიბრძვი, მსურს გავიხსენო წარსულის დღეები, მართლა ვერაფერს ვიხსენებ შენი შორტების გარდა, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მიზიდავდა შენი ფეხები.
ეს ლექსი ძალიან ბანძია, რადგან უემოციოდ ვწერ, ემოცია წავიდა და დამიტოვა სიტყვები სახსოვრად და ამ სიტყვებს გწერ.
ახლა შემიძლია ნამდვილად გითხრა: მშვიდობით ჩემო მეგობარო ყველაფერი დასრულდა და მე დავრჩი სრულიად მარტო დაღლილ სულში და გამხდარ სხეულში.
ჩვენს შორისაც სიცარიელე დარჩა, მე არ შემიძლია მისი ამოვსება მარტო, შენ კი არ გინდა.
ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ბერლინის ან კიოლნის ქუჩებში სრულიად შემთხვევით ვკითხოთ ერთმანეთს როგორ ვართ და განვაგრძოთ გზა, ყველაფერი დასრულდა.
ჩვენს გულებში არაფერი დარჩა საერთო. ყველაფერი დასრულდა.
ჩვენ აღარასდროს გვექნება საერთო ტკივილი ან სიხარული 27 წლის ასაკში ღმერთის დასაბრუნებლად ზღვაში მოვკლავ თავს. მე ავასრულებ შენ ოცნებას - ძაან სევდიანს.
ან შენს დაქალს შევხვდები კაფეში და ვისაუბრებთ სიცოცხლეზე, გზაში კი ვკითხავ თუ ზრუნავს სხვებზე, ვისაც არ უყვარს.
სიკვდილი ჩემი ანგელოზია, შენსას არ ვიცნობ.
ზოგჯერ ღვთისმშობელს გავხარ, ზოგჯერ კი ჯოან ბაეზს, დამშვიდობებისას მინდოდა ჩაგხუტებოდი ან უბრალოდ მეკოცნა თვალებზე, მაგრამ სწრაფად გაიქეცი, ისე რომ ვერც შევხედეთ ერთმანეთს, მინდოდა მეყურებინა შენი ზურგისთვის, მაგრამ სევდა ისედაც მკლავდა და არ შემეძლო.
სახლში რომ მივედი, აბაზანაში შევედი და სარკის წინ დავიწყე ტირილი, შენთან დამშვიდოდებას მივუძღვენი ეს სევდა, შემდეგ მობილურიდან შენი ყველა ფოტო წავშალე ერთის გარდა, საღამოს მტკვარზე ვითევზავე და ყველა დაჭერილი თევზი წყალში გავუშვი, თითქოს შენდამი სიყვარულის პატივსაცემად ანდა ღმერთისთვის, რომ დამემხაროს დავიცალო ამდენი სევდისგან.
და ეს თევზები რომ გაიფანტნენ წყალში, მე დავრჩი მარტო , თოლიები დაფრინავდნენ ახლოს, თითქოს ცდილობდნენ ნუგეშისცემას.
ეს პლანის კაიფი დიდხანს არ გრძელდება, არც სასმელს მოაქვს ცხოვრება მშვიდი, ლექსი მიკვდება ყოველდღე ჩუმად და შენ ყოველდღე უჩინარდები.
შენ ამბობ, რომ ეგოისტი ხარ, მე გეტყვი, რომ ჩემზე ნაკლებად ხარ ეგოისტი
მე ვერ ვიპოვე გზა შენამდე მოსვლის,
სისულელეა ჩემი ლექსები, მე ვოცნებობდი ერთად გვენახა ფილმი ჯიმ მორისონზე. ეხლა ვზივარ და ისევ მარტო ვუყურებ ამ ჯადოსნურ ფილმს.
highway to hell, highway to paradise,
I still have feelings for my first love, but I think I'm died.
please tell me who I am, I have tears for me I have tears for you, I have tears for your freind I have tears for world.
და ეს ოცნებად დამრჩდა აუხდენელი, შენს ოცნებებზე მან იზრუნოს, ვინც იპოვა შენამდე მოსასვლელი გზა,
მე ეს გზა ვერ ვნახე, რადგან ვგრძნობდი მეგობრობას იქით ემოციებს ვყვებოდი.
ქალებს კი არ უყვართ ამდენი განცდები ალბათ მგონი სხვა რამეს ელოდებიან.
გთხოვ შემიძულე, მე მსურს ამდროსაც ვწერო ლექსები.
ჩვენ ვერასდროს ვიქნებით გუწრფელები ერთმანეთის მიმართ მივყვებით დინებას წარსულის ინერციით.
მე ისევ ბედნიერი ვარ, რომ სრულიად განვიცადე შენი წასვლა, თუმცა ხვალ შეიძლება დამირეკო და მკითხო: დიმა, როგორ ხარ?
ბედნიერი ამ სიტყვების გარეშე უფრო, ანაც პირიქით, ზუსტად არ ვიცი.
რა სიჩუმეა ჩემს ოთახში, ეს სულ გელოდა, სულ უნდოდა მოსულიყავი, დამჯდარიყავი მის კედლებს შორის და დაგელია წყალი ან ჩაი და ანაც ყავა.
მე მას სულ ვუყვებოდი შენზე, მაგრამ ეხლა აღარც მეკითხება შენზე, ჩემი ოთახის მშვიდი კედლები. რა სიჩუმეა ამ კედლებს შორის და სევდა.
შენი თვალები მესიზმრება, მგონია მოკვდნენ და დაეკიდნენ ცაზე ვარსკვლავებს შორის. ღამე ყოველთვის მიჭირს ცისკენ ახედვა, შენს გარეშე მართლა ძნელია.
გპირდები თვითმკლელობამდე დაგირეკავ, ან გამოგიგზავნი წერილს, მე მინდა მოხდეს ეს 13 რიცხვში, განსაკუთრებულ დღეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. Les larmes... სენტიმენტალური... ახლა გაზაფხულის პირველი წვიმაა...და ისე კარგად გაითავისა წვიმამ ეს ლექსი.. +5 Les larmes... სენტიმენტალური... ახლა გაზაფხულის პირველი წვიმაა...და ისე კარგად გაითავისა წვიმამ ეს ლექსი.. +5
6. როგორ თქვა ჩარლიმ?.. სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, არასდროს იცინის, როცა ვტირიო.. მგონი.
ჰო. გავიყოლებ.
კარგია.
როგორ თქვა ჩარლიმ?.. სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, არასდროს იცინის, როცა ვტირიო.. მგონი.
ჰო. გავიყოლებ.
კარგია.
5. მხოლოდ ემოცია ვარგა ამ ლექსში... მხოლოდ ემოცია ვარგა ამ ლექსში...
4. კარგია, მაგრამ... მოკლედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ავტორმა მთელი თავისი ცხოვრება გადმოალაგა ყველა ემოციითა და ყველა ფაქტით ლამის, მაგრამ როგორც ყველაფრის თქმა და მოყოლა არ შეიზლება პირადზე და ცხოვრებაზე, ისე პოეზიას არ უხდება ზედმეტად დაღეჭვა და დაწვრილმანება, ჩემთვის რაღაც მომენტებმა გააფუჭასავითვ ლექსი...
4-ს დავტოვებ, 5 მინდოდა... წარმატებები კარგია, მაგრამ... მოკლედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ავტორმა მთელი თავისი ცხოვრება გადმოალაგა ყველა ემოციითა და ყველა ფაქტით ლამის, მაგრამ როგორც ყველაფრის თქმა და მოყოლა არ შეიზლება პირადზე და ცხოვრებაზე, ისე პოეზიას არ უხდება ზედმეტად დაღეჭვა და დაწვრილმანება, ჩემთვის რაღაც მომენტებმა გააფუჭასავითვ ლექსი...
4-ს დავტოვებ, 5 მინდოდა... წარმატებები
3. "და ეს ოცნებად დამრჩდა აუხდენელი, შენს ოცნებებზე მან იზრუნოს, ვინც იპოვა შენამდე მოსასვლელი გზა"
აი ეს მინდოდა მეთქვა ბოლო დროს. . ჰო. . კარგია აქ "და ეს ოცნებად დამრჩდა აუხდენელი, შენს ოცნებებზე მან იზრუნოს, ვინც იპოვა შენამდე მოსასვლელი გზა"
აი ეს მინდოდა მეთქვა ბოლო დროს. . ჰო. . კარგია აქ
2. ძალიან ძალიან კარგია, საიტს კი ძალიან უჭირს აშკარად ძალიან ძალიან კარგია, საიტს კი ძალიან უჭირს აშკარად
1. მესმის ავტორის და თანავუგრძნობ ემოციებში მესმის ავტორის და თანავუგრძნობ ემოციებში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|