 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 9 აგვისტო, 2016 |
ფეფო, ჟუჟოს გარეშე იგივე იყო რაც მელა კუდის გარეშე. რამდენიმე დღე, დაკრძალვის შემდეგ, ეზოში არ ჩასულა. მეზობლები ჰკითხულობდნენ „ხომ არაფერი სჭირსო?“ ოჯახის წევრები ნასროლ კითხვაზე პასუხს, მიზანში ნასროლი ისრით აწვდიდნენ „თქვენი გულის გასახეთქად, დიდებულადო!“ არც შვილი უქნია ღმერთს დიდებულ ქმნილებად. ევამდე იყო გაჩენილი, მხოლოდ პრეზენტაცია არ გაუმართავს საცაცეთიდან დედამიწელ ბინდართათვის. „საჩუქრად სჯობს ეგეთებიო“ - უთქვამს. თითო ქვაბულში თითო „ეგეთი“ აუცილებელიც ყოფილაო. - უფიქრია, თურმე უფალს. ეს ჩვენი ფეფოშვილა მეხუთე სკივრის ბინადართან მეზობლობდა, განსაკუთრებით. უცხო იყო, მაგრამ გულღია და ნდობით აღსავსე სხვათა მიმართ. მაღალი კისრით, ყელზე მუდამ მძივით. მძივი ნამდვილი მარგალიტისა იყო სამწლიანი საყვარლის მიერ ნაჩუქარი. კოხტად „ჩამოძონძილ“ ყვავილებიან, შრიალა, კაბას იცვამდა. ბიუსჰალტერს არასოდეს ატარებდა. კერტებიც მუდამ, მაისურზე ან სარაფანზე მიბჯენით, ამოკვირტულ ვარდს მიუგავდა. მკერდი ოდნავ წამოწეული და მეტად შევსებული ჰქონდა. სხეულიც მარადმწვანე... წელში ძლიერ გამართული და ჩამოქნილი მხრებით გამოირჩეოდა სხვებისგან. თითებზე გრძელი ფრჩხილებით და ხასხასა წითელი „მანიკურით“. მუდამ თმაგაშლილს, სავარძელში დასაბინავებელი არასოდეს უჩანდა. მისი სკივრი ერთ სავსე ოთახს იტევდა. ოთახი კი ყველაფერს იტევდა, ქალიშვილთან ერთად. ფეფოშვილა იმდენად ქედმაღლობდა, რომ მაღლობიც კი მის წინაშე ვაკევდებოდა. თვალებბრჭყვიალა იყო ფეფოს შვილი. ნინია ჰქვია და არც მეტი არც ნაკლები უცხო მამაკაცები მოსწონდა. განსაკუთრებით მრწამსით უცხოებს ეტრფოდა. მეგობრობდა ირაჩკასთან. ირაჩკა კი უცხოებთან. მუდამ ერთად იყვენ. არასოდეს ამბობდნენ უარს გართობაზე: სექსზე, სმაზე, ცეკვაზე -ჩიჩოტკა და სტეპი, არალეგალური ჯეკ დენიელსი და მარტინი. მათ გამოსცადეს პირველად, არაბებთან და შავკანიანებთან, პრეზერვატივი. ნეტარებისთვის ზღვარს არასოდეს აწესებდნენ. სწამდათ, რომ ერთხელ მოსულები უამრავ გამოცდას გადიან და თუ შიშით დახვდებოდნენ აუცილებლად ინანებდნენ. ფეფოს გამუდმებით საყვედურებდა „ქალიშვილს“ არჩეული ზნე-ჩვეულებათა გამო. საყვედურები გამუდმებით ჩხუბში გადაიზრდებოდა-ხოლმე და კარის ძლიერი ჯახუნით მთავრდებოდა. შემდეგ კი ირაჩკასთან ლოგინში ნებივრობით მთავრდებოდა. ათას რამეზე საუბრობდნენ, თან დროგამოშვებით კვნესოდნენ. ცრემლებსაც ჭრილობის შეხორცებას ანდობდნენ, შემდეგ ყველაფერი ძილისწინა სინანულით სრულდებოდა. ირაჩკა და ნინია - ჯოზეფი და კრისი. კრისი შავკანაინი პროტესტანტი სტუდენტი იყო, რომელიც სამედიცინოზე სწავლოდა, ხოლო ჯოზეფი ყვითელკანიანი ბუდისტი, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტს შესჭიდებოდა. სამართალს სწავლობდა. ირაჩკა ჯოზეფთან ნებივრობდა, ნინია კი კრისთან მეგობრობდა. ბიჭებს მოსწონდათ გოგონები. მოხიბლულები იყვნენ ორი რასის აღნაგობითა და თანაცხოვრებით. მოსწონდათ თუ როგორ მეტყველებდნენ ჩვიდმეტი და თვრამეტი წლის გოგონები უცხოდ და მათთვის მიუღებელი ფერის მიუხედევად მეტად კმაყოფილნი იყვნენ. ზაფხულის კიდევ ერთი სიცხიანი დღე გამოსწურა ფეფომ, გაშალა ლურჯი ცის მსგავსად და საკიდ თოკზე გადაფინა. წვეთები ოდნავ სცვიოდა დღეს. ჟინჟვლის მიუხედავად სამეზობლოს დასიცხული მკვიდრნი, ბინდში გაფანტულან სხვადასხვა სკამებზე და ჭორისა თუ მართლის განსასჯელად ყველას „არგუმენტი“ მოემზადებინა, პერიოდულად კი ხელში ჭადრის ფოთლებიანი ტოტებით იგერიებდნენ სასტიკ სისხლისმწოველებს. - ერთი ეს მომცა წიფლის ხის უკანა და მერე მომკლა თუ გინდა ღმერთმა! - მეზობელ კორპუსიდან დევნილმა წამოაყრანტალა ირაჩკას დანახვზე, რომელმაც შორი-ახლოს ჩაუარა მეზობლებს. - შენა და... შენ კორპუსში დაილია ჭადრები? - საქმეც მაგაშია, ჭადრებია მხოლოთ, აქ კი ერთი გყავთ დ განსაკუთრებული. რას დადის ფეფოს გოგო მასთან? - განაგრძობს დევნილი ყრანტლს. - ერთად მუშაობენ ელექტროაპარატში. - როდიდან? ისე არც ფეფოს გოგოს დაიწუნებდა კაცი. - ბიჭო, იქნებ შეეშვა ფეფოს გოგოზე ოცნებას, თორემ თუ ფეფომ გაგიგო, კარგი დღე არ დაგადგება. - მოიცა რაა... ისადა ვიღაც კრისთან, რომ ანიავებს ეგ არაფერია? - შესაძლო ყველაფერია, მაგრამ არა შენთვის. შენ რომ მეოთხე ცოლი გყავს, ვინმეს დაუშავდა ამით? - შაჰ-აბასს. - უკმეხად გასცა პასუხი დევნილმა. - ვინმემ დაგპატიჟა, კეჟო? - განა მინდა დაპატიჟება?! - ირაჩკას კაცი უარს როგორ ეტყვის. ის ამბობს უარს ჩვენზე. მასთან ფეფოს გოგოს მეგობრობაა, რომ გვაკვირვებს. ბოზთან მეგობრობა, როგორ დაუშვა ფეფომ? - ჰკითხა როო, რამე? - ყველაფერი იცის ფეფომ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. - მერე? საკუთარისთვის ვერ მოუვლია ქალს და სხვის ცხოვრებაში რას იქექება, ნეტა ვიცოდე? - გინებით დაასრულა წინადადება, დავითმა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყვდა და მათგან ორი მხედრიონელთა მიერ გაბახებული. იმ ავადსახსენებელი დღეების „მსხვერპლი“. დავითი დევნილის მეზობელი იყო. დღეს მარტოხელა მოხუცის სტატუსითაა და კათარზისის სახლის მუდმივი სტუმარია. ფეფო კი ამბობდა მათზე: „სამი გოგო და მათგან ორი კი ბოზიო! გაკეთდა დათო. იცი რატომ ჟუჟო?! იმ დღეს, ვითომ რომ გააპატიურეს, თურმე ქეიფობდნენ. სუფრა კი თვითგადარჩენის და დასმენის იყო. მეორე დღიდან კი დაიწყო გატყავება ქალაქის. არ გახსოვს?“ - ჟუჟომ უპასუხოდ დატოვა კითხვა. მხოლოდ მხრები შეათამაშა, ნეხევრად დასტურის ნიშნად. - კარგით რა, კაცები რა ხართ, ქალების პატრონები ვართ ყველანი. მგონი ეს უნდა გვახსოვდეს. - მერე, შე კაი კაცო, რომ გვახსოვს იმიტომ ვამბობთ, რომ ყველაფერი არ უნდა იკადრო ქალმა. - კაცმა? - ჩაერთო ფეფო, რომელმაც ყური მოჰკრა მათ და მათთან ჩამოჯდა. სხვებიც შეურთდნენ. მხოლოდ დევნილმა უშველა თავს. - ეგ უნმუსო და არაკაცი ისევ ჩემ გოგოზე სუბრობდა ხო? - არა ფეფო, ირაჩკაზე მხოლოდ. - სადაც ირაჩკა, იქ ჩემი გოგოც! ვიცი, ვიცი, ყველაფერი ვიცი! - ... - ახლა ეგ მითხარით რას უწუნებთ ირაჩკას? - არაფერი აქვს დასაწუნი და ესაა სწორედ სალაპარაკო. - ცოლები, რომ გყავთ ხომ არ დაგავიწყდათ შტერებო, და მე რომ ფეფო ვარ? - შენ რომ ფეფო ხარ ეგ არ გვავიწყდება, ფეფოჯან. - ღიმილნარევი ხმით უპასუხა მძღოლმა, რომელიც მისი კარის მეზობელი გახლდათ. - ერთი შენ ხარ გამორჩეული ჩვენ სამეზობლოში და კიდევ ორი ოჯახი. დანარჩენი არ უქნია ღმერთს, არაფრად. - შენ ფეფო? - მე თქვენი, რისხვა ვარ! - რისხვისა რა გითხრა, მაგრამ აი პახმელიაზე, რომ მეშინია შენი დანახვის ეს ფაქტია. - თითები აიფარა მომღიმარ ტუჩებზე, რომლებიც ხარხარს ლამობდნენ და ისე შეეპასუხა ფეფოს. - მარტო ნაბახუსევზე? მაშინ მეტი მაქვს სამუშაო, რომ „ტრეზვიზეც“ გეშინოდეს. - ფეფო კი კმყოფილი ხარხარებდა, რადგან ფიქრობდა, რომ საკდრისი პასუხი გასცა. - ფხიზელზე, ჩემო ფოფო, ყველას ეშინია ჩემ გარდა, შენი. ასე რომ... - მაშინ ვუდუს ძალებს უნდა ვუხმო დახმარებისთვის. - ეგ ვუდუ ვინღა? - მეზობელი მყავდა სოფელში. - ხარხარებდა ფეფო. „განთქმული იყო კაცების დაჩოქებაშიო“ თან ამატებდა,რომ მეტად გაეღიზიანებინა თანამოპაექრე. - შენი გოგო სად არის? დღეს არ მინახავს. - ჰკითხა როზეტამ, რომელიც პირველი სადარბაზოს მეორე სართულის მეექვსე სკივრის მობინადრე იყო. - ირაჩკას გაჰყვა. - ვერ იცრუა ფეფომ. - შემოგვათენდება, ირიჟრაჟებს მალე და იქნებ დავიშალოთ, რას იტყვით? - დროა უკვე. - დაეთანხმნენ მეზობლები, მეზობელს.აუყვა სადარბაზოს კიბეებს ფეფო და სახლის კარი შეაღო მეოთხე სართულზე. მეუღლეს საძინებელში ეძინა, შვილიშვილს მისაღებში, სადაც ტელევიზორი ჩართული ტაეტოვებინა და შიშინებდა. სიძე ღამის სმენით სამსახურში იყო. დარდობდა ფეფო შვილზე, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულიყო. კარი ღია დატოვა, რადგან ზარის ხმა მეზობლებს არ გაეგო. მაგრამ ვის რა გამოეპარებოდა?!*** აისის კვალდაკვალ მოაბიჯებდა ფეფოსშვილა დანამულ ასფალტზე, მხიარული და ბედნიერი იყო. კრისი იყო ყველაფრის მიზეზი. აბა რას წარმოიდგენდა, რომ ის ბოზის კვალიფიკაცისა იყო მეზობლებისთვის და ირაჩკასთვის საყვარლის სტატუსი მიენიჭებინათ. არადა ირაჩკა ხომ მისთვის სტერეოტიპეპის მსხვრევის ეტალონი იყო, ღია კარის სისტემა და მსხვრევადი ჩარჩო. მასთან იდეალურად გრძნობდა თავს, შეეძლო ყველაფერი გაემხილა მისთვის. სხვასთან რა საქმე ჰქონდა, როდესაც დედასაც კი არ ესმოდა მისი. ისიც მიიჩნევდა, რომ ირაჩკა ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა. ასეც მოხდა, დამსხვრეულმა ჩარჩოებმა, ღია კარმა ის სამუდამოდ აქცია სხვებისთვის ბოზად, რომელსაც ყველა და ყველფერი ფეხებზე ეკიდა. არადა თვითონ დარჩა აბნეულ, გაუცრელ არსებად, რომელიც სხვათა მიერ მიყენებულ დაჩირქებულ ჭრილობებს დღემდე მკურნალობს უშედეგოდ. ფეფოშვილა ყრუებისთვის ვერ გახდა ეტალონი. ფეფოშვილა თვითმხილებისთვის გახდა ეტალონი. ფეფოშვილა ვერ გარდაიქმნა თავისუფლების ეტალონად. ფეფოშვილა იქცა ჩაგვრის და დევნის ერთეულად.*** აისის კვალდაკვალ სდიოდა სისხლი თვალებიდან, ირაჩკას. მოძალადის მსხვერპლი შეიქნა, გზაზე. წინა დღით კომენდანტის საათი გაეუქმებინათ. „ჯოზეფი“ - ამოტვიფრული ირაჩკას მაჯაზე, პირველ სხივს გაენათებინა. „ირაჩკა“ - ამოტვიფრული ჯოზეფის მაჯაზე, მერამდენედ ნათდება პირველი სხივით... ჯოზეფის გვამი ერთი კვირის შემდეგ გახრწნილი იპოვეს სტუდენტური საცხოვრებლის საძინებელში. ნინიამ, ირაჩკას ქალიშვილი იშვილა. ფეფოს, მეორე შვილიშვილი ჰყავს. დაკავებული ორი და, ორი წლის შემდეგ. ბოლომდე გაუბედურებული ვარ - გინებით დაასრულა წინადადება, დავითმა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყვდა და მათგან ორი მხედრიონელთა მიერ გაბახებული. იმ ავადსახსენებელი დღეების „მსხვერპლი“. დღეს მარტოხელა მოხუცის სტატუსითაა დავითი და კათარზისის სახლის მუდმივი სტუმარია.
გიგო რიონელი 5 ივლისი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეხუთე სკივრის ამბავიც შევიტყეთ. შესანიშნავი ავტორი, შესანიშნავი ამბებით. ეს გვერდი მიყვარს. 5.
მეხუთე სკივრის ამბავიც შევიტყეთ. შესანიშნავი ავტორი, შესანიშნავი ამბებით. ეს გვერდი მიყვარს. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|