 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2016 |
მთელი დღის მშიერ,რომ მიხვალ სახლში და მეზობლის კარიდან გამოსული გემრიელი კერძის სუნი გამოგიწვავს გულ-მუცელს,მტკივნეულთან ერთად როგორი სასიხარულოა. კარგია,რომ ვიღაც კარგად ცხოვრობს. მერე რა რომ,ზოგჯერ მშიერს გიწევს დაძინება. ან საერთოდაც ვერ ახერხებ მთელი ღამე ძილს. ერთი პურით,რომ გადადიხარ დღიდან დღემდე და მაინც ცდილობ არ შეგეტყოს. იღიმი,მაგრამ ღაწვები ისე ჩაგიცვივდა,როგორც ღამენათევ მამაშენს აქვს თვალები ჩაცვენილი. ტანსაცმლის გახდის თავიც,რომ არ გაქვს და ტანსაცმლიანი მიეგდები დილით დატოვებულ მიულაგებელ საწოლზე. მიეგდები და საბნად ჭერს დაიხურავ. მთელი დღის მშიერი,რომ მიხვალ სახლში და დედაშენის გაღიმებულ სახეს დაინახავ მიხვდები,რომ არსებობს ღმერთი,რომელიც ყოველდღე ზრუნავს შენი ბედნიერებისთვის. ტკივილიან პურს,რომ მოიტეხავ და ცრემლს დააყოლებ,იმის გამო რომ არ გადაგცდეს თუ ეს არის,ცხოვრება მაშინ ბრმასავით ამრევია გზები და სხვა სამყაროში მოვხვდი. მამის კოჟრიანი ხელითა და დედის ნაშრომალი მტევნებით მოზელილი მჭადი რომ მირჩევნია, ღიპგადმოგდებული, ცხოვრებაზე მქადაგებელი, ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ "სინიორებთან" ჯდომას,ამით მაინც ვარ მდიდარი. მთელი დღის მშიერ,რომ მიხვალ სახლში და შიმშილზე მეტად ხალხის გულგრილობა უსიყარულობა და ოც თეთრიანივით(რომელიც პურის ფულზე უნდა დაგემატებინა) დაკარგული ბავშვობა,რომ გადარდებს,ეგ გიღებს ბოლოს. და მაინც რა მნიშვნელობა აქვს ერთი დღის მშიერი ხარ ერთი კვირის, თუ ერთი თვის. ყოველთვის შესწევს ძალა ადამიანს სიყვარული გამოხატოს.
ემოცია მხოლოდ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ემოცია, ჰო, შინაგანი სამყარო, ხასიათი... ამ ფორმით რატომ, ეგ ვერ გავიგე, ოღონდ. (ანუ ჟანრთან შეუსაბამობას ვგულისხმობ).
ემოცია, ჰო, შინაგანი სამყარო, ხასიათი... ამ ფორმით რატომ, ეგ ვერ გავიგე, ოღონდ. (ანუ ჟანრთან შეუსაბამობას ვგულისხმობ).
1. არ მომწონს +2 მიუხედავად რამდენიმე კარგი ადგილისა ძალიან ხელოვნურად მეჩვენება ეს ამდენი შიმშილი, ერთი პური, ლუკმა პური და ა.შ. არ მომწონს +2 მიუხედავად რამდენიმე კარგი ადგილისა ძალიან ხელოვნურად მეჩვენება ეს ამდენი შიმშილი, ერთი პური, ლუკმა პური და ა.შ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|