ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2016


როცა წახვედი

ვერ შეეჩვია სიჩუმის შფოთვას
შენი ლოდინით გახსნილი კარი,
იცდის ეს გული და კაცმა რომ თქვას
ახლა ლოდინი უაზრო არის.


როცა წახვედი შეკრთა გული ვით
ჭექა ქუხილი აღელვებს ქარებს,
ის უსიტყვობა სავსე დუმილით
იყო მილიონ სიტყვაზე მწარე.


დღეს მე სიცოცხლე შემრჩა მცირედი,
როგორც უდაბნოს უწყლოს და ტიალს,
ქვიშის საათით კვდება იმედი
და უფრო მეტი სულისგან მიაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები