ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2016


დაკარგული ბედნიერება

-ის გოგო რომ მიყვარდა გათხოვდა..
-როდის?
-წინა კვირას ჰქონდა ქორწილი.როცა მითხრეს თხოვდებაო არ დავიჯერე.არ მეგონა ასე მალე თუ შეეძლო სხვა ადამიანისგან სითბოს მიღება.არადა ცოტა ხნის წინ რამდენ რამეზე ვფიქრობდით ერთად..
-რატომ დაკარგე?
-ერთ დღეს ძალიან წვიმდა.დამირეკა შენი ნახვა მინდაო.ღამე იყო სადღაც თორმეტი საათი.ჩავიცვი და შეშინებული გავიქეცი მის სახლთან.დავინახე თუ არა არ მომეწონა მისი სახე.თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა.ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო.
-მერე?
-ბევრი არ გვისაუბრია.უბრალოდ მითხრა,რომ აღარ ვუყვარვარ.პატარა ყუთი ეჭირა ხელში,სადაც ჩემი ნაჩუქარი ნივთები ელაგა.მომცა და არც დამემშვიდობა ისე შემაქცია ზურგი.დავრჩი წვიმაში გაშეშებული.არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი მის ფანჯრებთან გაფითრებული და სახეწაშლილი.გონს მაშინ მოვეგე,როცა თავიდან ბოლომდე გავილუმპე და ამაკანკალა.
-რატომ კი მაგრამ..არ მესმის ზური..
-არც მე ვიცი.შემოდგომაზე ქორწილს ვაპირებდით.ბავშვებს სახელებიც კი შევურჩიეთ.სანამ ამას მეტყოდა ორი დღე არ მყავდა ნანახი.მეუბნებოდა,რომ ცუდად ვარ და ვერ შევძლებ შენს ნახვასო.ტელეფონზეც არ მესაუბრებოდა ძველებურად.
-ვერაფერს გეუბნები ზური..
-რა უნდა მითხრა.რა არის სათქმელი რო?მიმატოვა და მორჩა.მაშინ დამატყდა თავს უბედურობა როდესაც ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს.იმის გაფიქრება კი,რომ სხვა მოეფერება ბოლოს მიღებს.ვეღარ ვაზროვნებ..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-მოიცა რა.თუ ჩემი ძმა ხარ..რა იქნება კარგად? გათხოვდა ის ვისი ბედნიერებისთვისაც ვზრუნავდი.ვისაც ჩემი ცხოვრების მხსნელად მივიჩნევდი.
-რას აპირებ? ხო იცი რომ გამოჩნდება სხვა..
-არავინ არ მინდა ბიჭო გესმის?! არავინ არ მინდა...

მოთხრობიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები