პატივცემულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს გრაფი სეგედისა და მუშნი ზარანდიას მეფისნაცვალთან დაბარების ისტორია. ამ შეხვედრას პოლკოვნიკი სახნოვიც ესწრებოდა. როცა მეფისნაცვალმა თათბირი გახსნა, მისი წარმართვა სწორედ პოლკოვნიკ სახნოვს დაავალა, ხოლო ამ უკანასკნელმა, პირველი, რაც გააკეთა, მუშნი ზარანდიას ჰკითხა: ,, - რა ნათესაობა გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან?” ზარანდიამ მას მშვიდად გასცა პასუხი: ,, - და-ძმის შვილები ვართ. მამაჩემის ოჯახში დავიზარდეთ ერთად. დათა თუთაშხია და მისი და - ელე, ბავშვობაშივე დაობლდნენ.”
თუ დავაკვირდებით, ზარანდიას აღნიშნული პასუხი არ გახლავთ კონკრეტული ხასიათის, ვინაიდან არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ ვინ არის მოცემულ შემთხვევაში ძმა და ვინ - და. სამაგიეროდ ასეთი დაკონკრეტება გვხდება ნაწარმოების რუსულ და ინგლისურ თარგმანებში (შესაძლებელია იგივე სიტუაცია არსებობდეს სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებშიც). ჯერ ვნახოთ, თუ რა პასუხს აძლევს ზარანდია სახნოვს რუსულ თარგმანში: ,, - Его мать и мой отец – родные сестра и брат, – спокойно ответил он. – И он, и я выросли в семье моего отца. Дата Туташхиа и его сестра Эле остались сиротами еще в раннем детстве.”
ახლა ვნახოთ ამ საუბრის ინგლისური ვარიანტი: ,,His mother and my father are sister and brother,” he replied calmly. ,,We both grew up in my father,s family. Data Tutashia and his sister Ele were orphaned at an early age.” გამოცემლობა ,,Raduga Publishers 1985. ნაწარმოების ინგლისური თარგმანი შესრულებულია გამომცემლობა ,,მერანის” მიერ 1979 წელს გამოცემული რუსული ვარიანტის საფუძველზე.
როგორც ვხედავთ, რომანის რუსულ (ასევე ინგლისურ) ვარიანტში დათა თუთაშხიას დედა მაგალი ზარანდიას დაა ანუ დათა თუთაშხია მუშნი ზარანდიას მამიდაშვილადაა გამოცხადებული. გრაფი სეგედი კი ნაწარმოების დასაწყისშივე გვამცნობს აბრაგისა და ჟანდარმის ნათესაური კავშირის შესახებ: ,, ეს არის ორი ძლიერი პიროვნების - აბრაგ დათა თუთაშხიას და მისი მამიდაშვილის, პოლკოვნიკ მუშნი ზარანდიას ცხოვრება და ურთიერთობა.” როგორც ვხედავთ, აქ პირიქითაა, მუშნი ზარანდია გახლავთ დათა თუთაშხიას მამიდაშვილი. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო სარწმუნო წყარო გახლავთ ნაწარმოების ქართული ვარიანტი, თუმცა საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ რუსულ ვარიანტს აქვს წარწერა: ,,Перевод с грузинского автора.” ე.ი. ავტორისათვის ერთ შემთხვევაში (ნაწარმოების ქართული ვარიანტი) მამიდაშვილი მუშნი ზარანდიაა, ხოლო მეორე შემთხვევაში (რუსული ვარიანტი) - დათა თუთაშხია.
საინტერესოა ისიც, რომ აბრაგის და ჟანდარმის ნათესაური კავშირი ვერ გაარკვია აკაკი ბაქრაძემაც - ნაწარმოების ერთმა უპირველესმა შემფასებელმა, რომელმაც ,,დათა თუთაშხიას” შესახებ თავისი კრიტიკული მოსაზრებები ,,ტარიგი ღმრთისაიში” ჯერ კიდევ 1975 წელს, რომანის ცალკე წიგნად გამოცემიდან ახლო პერიოდში გამოაქვეყნა. აი, რას ამბობს იგი ამ საკითხთან დაკავშირებით: ,,დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სისხლით ნათესავები არიან. დათა მუშნის მამიდაშვილია.” (აკაკი ბაქრაძე. რვატომეული. ტ.3. 2004. გვ 586.). ამავე წერილში პატივცემული აკაკი ბაქრაძე კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ ორი პიროვნების ნათესაურ კავშირს და ამბობს: ,,სუბიექტურად მუშნი ზარანდიას უყვარს ღვიძლი მამიდაშვილი.” გვ. 593. ე.ი. აკაკი ბაქრაძისთვის აბრაგის და ჟანდარმის ნათესაური კავშირი რატომღაც რუსულ თარგმანში აღწერილი ვარიანტის იდენტურია.
როგორი იყო თუთაშხია-ზარანდიას ნათესაური კავშირი სინამდვილეში? ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი ცნობის თაობაზე ზემოთ უკვე იყო საუბარი, როცა ითქვა, რომ გრაფი სეგედი ზარანდიას თუთაშხიას მამიდაშვილად აცხადებს.
შემდეგი მნიშვნელოვანი ცნობა ამ ორი პიროვნების ნათესაური კავშირის შესახებ გვხდება პორუჩიკ ანდრიევსკის დაკითხვის ოქმში. გამომძიებელსა და დაჭრილ ანდრიევსკის შორის შემდგარ კითხვა-პასუხში ასეთიც გვხვდება: ,,კითხვა: რა იცით დათა თუთაშხიას ახლო ნათესავებისა? პასუხი: ეს და-ძმა ბავშვობიდანვე ობლები არიან. რამდენადაც ვიცი, ჰყავთ მამიდა, მისი ქმარი და მამიდაშვილები.”
როგორც ვხედავთ, აქ ზარანდია თუთაშხიას მამიდაშვილია. დაინტერესებული მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ამ ამონარიდის რუსული ვარიანტი: ,,Вопрос: Что вы знаете о близких родственниках Даты Туташхиа? Ответ: Дата и Эле – брат и сестра. Осиротели сызмальства. Насколько мне известно, у них есть тетка со стороны отца, ее муж и двоюродные братья.” როგორც ვხედავთ, ამ რუსულენოვან ამონარიდში ცხადად არის მითითებული, რომ ,,... у них есть тетка со стороны отца...” რომლის სახელია თამარი და ნაწარმოების მიხედვით არის მაგალი ზარანდიას მეუღლე. თამარ ზარანდია დათა და ელე თუთაშხიების მამიდა იყო, მუშნი ზარანდია კი - მამიდაშვილი. ასევე ცხადია, რომ ეს ბოლო ამონარიდი საფუძვლიანად ეწინააღმდეგება მეფინაცვალთან გამართულ თათბირზე მუშნი ზარანდიას მიერ გაკეთებულ განმარტებებს მისი ნათესაური კავშირის შესახებ და-ძმა თუთაშხიებთან.
იმის დასადასტურებლად, რომ მუშნი ზარანდია იყო დათა თუთაშხიას მამიდაშვილი და არა პირიქით, მოვიყვან კიდევ რამდენიმე მაგალითს.
ბეგლარ გვალია ასე გადმოგვცემს დათა თუთაშხიას მონათხრობს, რომელიც თუთაშხიების ჯოგის ისტორიას ეხება: ,,დედა რომ კაი ხნის მიცვალებული გვყავდა და მე და ჩემ დას, ელეს, მამიდაჩემი თამარი და მისი ქმარი მაგალი ზარანდია რომ გვზრდიდნენ თავის საკუთარ შვილებთან ერთად და თავის საკუთარ შვილებზე უკეთ - იცი ეს შენ.” ამ ისტორიის გვალიასთვის მოყოლის დროს, დათა თუთაშხია კიდევ ერთხელ მოიხსენიებს მუშნი ზარანდიას მამიდაშვილად: ,,ჩემმა მამიდაშვილმა, მუშნი ზარანდიამ, პატიების ქაღალდი რომ გამომიწყო მეფისნაცვალისგან, ავიღე ხელი აბრაგობაზე, მოვედი ჩემს სახლში.”
ნაწარმოების დასასრულს დათა თუთაშხია კიდევ ერთხელ მოიხსენიებს მუშნი ზარანდიას მამიდაშვილად, ბიკენტი იალქანიძესთან საუბარში: ,,... ის ცხენი მოვიყვანე, ბიკენტი, მე. – რას ლაპარაკობ! – აბა, გაგიგია, ვინაა ის კაცი! მითხარი, თუ კაცი ხარ... თუთაშხიამ ჩიბუხის გატენვას კარგა ხანი მოანდომა. მერეღა უთხრა: – სანდო კაცის ნათქვამია, მარა სხვა ადგილიდანაც უნდა გავიგო და მაშინ დავიჯერებ საბოლოოდ. ამ ჩავლაზე უნდა ვნახო ის კაცი... – თუთაშხიამ იალქანიძეს შეხედა, მეტად გაფაციცებული მოლოდინი დაინახა და დასძინა: – ჩემი მამიდაშვილი – მუშნი ზარანდია!”
ასევე მამიდაშვილად მოიხსენიებს ზარანდიას ბონია მეწისქვილეც: ,,თუთაშხიამ კარს მიაშურა. მეწისქვილემ თვალი გააყოლა და უკვე კართან მისულს უთხრა: – დათა–ბატონო, მოიცადე ერთ წუთს, სათქმელი მაქვს რაღაც. აბრაგი შეჩერდა, მეწისქვილეს გამოხედა. – ქუთაისმი ვინ მელაპარაკებოდა და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე, თუ იცი? თუთაშხია დაბრუნდა. – ვინ? – ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იყო იქ, მარა ხმა არ დაუძრავს მას. მამიდაშვილი მელაპარაკებოდა შენი, მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა, ეს და ეს კაცი ვარო. ეგონა, არ ვიცოდი, ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცია, ისიც. მუშნიმ მაყიდვია ეს წისქვილი შარუხიასგან.”
ვფიქრობ, ეს საკითხი აღარ საჭიროებს დამატებით არგუმენტებს იმის თაობაზე, თუ რა ნათესაური კავშირი არსებობდა დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიას შორის. ზემოაღნიშნული უზუსტობის გასწორება კი, სავარაუდოდ, მომავლის საქმეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ერთერთი ჩემი აუხდენელი ოცნება იყო ჭაბუა ამირეჯიბის გაცნობა. ისე წავიდა ეს ბუმბერაზი ადამიანი ამ ქვეყნიდან მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხე. მშურს თქვენი, ნეფერტარ. მე მაინც მგონია, ვინ ვისი მამიდაშვილია მეორეხარისხოვანი პრობლემაა და თარგმანში გაპარული ტექნიკური ხარვეზია. მთავარი ძმობის პრობლემაა, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს დიდი ჭაბუა.( გაიხსენეთ, სწორედ ასე მოიხსენებს თუთაშხიას სეგედი და არა ერთხელ.) ერთერთი ჩემი აუხდენელი ოცნება იყო ჭაბუა ამირეჯიბის გაცნობა. ისე წავიდა ეს ბუმბერაზი ადამიანი ამ ქვეყნიდან მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხე. მშურს თქვენი, ნეფერტარ. მე მაინც მგონია, ვინ ვისი მამიდაშვილია მეორეხარისხოვანი პრობლემაა და თარგმანში გაპარული ტექნიკური ხარვეზია. მთავარი ძმობის პრობლემაა, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს დიდი ჭაბუა.( გაიხსენეთ, სწორედ ასე მოიხსენებს თუთაშხიას სეგედი და არა ერთხელ.)
11. მე ვთქვი, რომ შეცდომის გასწორების საკითხს მხოლოდ ტექნიკურად არ უნდა შევხედოთ თქო. აზრი და ფესვი უნდა ჰქონდეს შეცდომის გასწორებას, მიზეზს და მიზანს უნდა პასუხობდეს, ნამდვილად არ მქვს სირაქლემას პოზიცია იმ საკითხში რომ ვინმემ ჩემიანი გააკრიტიკოს და ამიტომ მეწყინოს რამე. ჩემიანი-შენიანი ომში გამიგია მე. დამიფარა უფალმა და "მიშა რატიანის" დამქაშ-ამალას არ ვეკუთვნი. სხვათაშორის, არც აკაკი ბაქრაძეზე ვარ მაღალი აზრის, რამე დაწერა იმის მსგავსი რაც ამირეჯიბმა დატოვა? რაღა დროს ბაქრაძეა ( ჩემი ნათესავი იყო ისე, უფრო უნდა დამეცვა :)), მაგრამ დღემდე ვფიქრობ რომ ფუჭად გახარჯა თავისი ნიჭი. საწყისი ზნეობრივი მუხტი ეხმარება ადამიანს საზოგადოებასთან/სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სახე შეინარჩუნოს. ქრისტეც ფურცლებიდან მოვიდა ჩვენამდე. როზაბალის სიწმიდის ამბავიც გეცოდინებათ. იქნებ ისიც ეძებდა ხსნის გზას სანამ ყველას "რაბი" გახდებოდა? ჰემესის ძველთაძველი ხელნაწერები (ნეპალი), კატმანდუ, კაშმირი, ძველი სპარსული ხელნაწერები, ძველი ინდური "მაჰა პურანა" რას ამბობს ქრისტეზე - იცით. ერთმანეთს არ ვადრი მათ, მაგრამ თუთაშხია (წინაქრისტიანული წმინდა გიორგი) წიგნში ისევე დარჩა უსაფლავოდ - როგორც ქრისტე ბიბლიაში (წიგნში).
მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე. ისედაც გული გაგიტეხეთ, ასე ვთქვათ... ჩვენ სხვადასხვა განზომილებიდან ვუყურებთ ამ საკითხს. თქვენ ტექნიკურად, მე არსობრივად. ტექნიკური თვალსაზრისით რუსული "двоюродный брат"- ბიძაშვილია თუ მამიდაშვილი, "тётя" დეიდაა თუ მამიდა - სულერთია, ამიტომ მაგ შეცდომის გასწორება მხოლოდ ტექნიკური მომენტია და დიდი არსი არ აქვს. მაგრამ თუ ჩემი პოზიციიდან შევხედავთ, ყველაზე მთავარი და სასწრაფო მისი გასწორებაა ე.წ. "სისხლის ამბების" გამო. ეგ ნაწარმოები საბჭოთა პერიოდისაა. შეიძლება მაგიტომაც აღარ "ჩაეძია" ავტორი "двоюродной брат" და"тётя" გაეშიფრა, ვინ - ვინ იყო სინამდვილეში.
მე ვთქვი, რომ შეცდომის გასწორების საკითხს მხოლოდ ტექნიკურად არ უნდა შევხედოთ თქო. აზრი და ფესვი უნდა ჰქონდეს შეცდომის გასწორებას, მიზეზს და მიზანს უნდა პასუხობდეს, ნამდვილად არ მქვს სირაქლემას პოზიცია იმ საკითხში რომ ვინმემ ჩემიანი გააკრიტიკოს და ამიტომ მეწყინოს რამე. ჩემიანი-შენიანი ომში გამიგია მე. დამიფარა უფალმა და "მიშა რატიანის" დამქაშ-ამალას არ ვეკუთვნი. სხვათაშორის, არც აკაკი ბაქრაძეზე ვარ მაღალი აზრის, რამე დაწერა იმის მსგავსი რაც ამირეჯიბმა დატოვა? რაღა დროს ბაქრაძეა ( ჩემი ნათესავი იყო ისე, უფრო უნდა დამეცვა :)), მაგრამ დღემდე ვფიქრობ რომ ფუჭად გახარჯა თავისი ნიჭი. საწყისი ზნეობრივი მუხტი ეხმარება ადამიანს საზოგადოებასთან/სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სახე შეინარჩუნოს. ქრისტეც ფურცლებიდან მოვიდა ჩვენამდე. როზაბალის სიწმიდის ამბავიც გეცოდინებათ. იქნებ ისიც ეძებდა ხსნის გზას სანამ ყველას "რაბი" გახდებოდა? ჰემესის ძველთაძველი ხელნაწერები (ნეპალი), კატმანდუ, კაშმირი, ძველი სპარსული ხელნაწერები, ძველი ინდური "მაჰა პურანა" რას ამბობს ქრისტეზე - იცით. ერთმანეთს არ ვადრი მათ, მაგრამ თუთაშხია (წინაქრისტიანული წმინდა გიორგი) წიგნში ისევე დარჩა უსაფლავოდ - როგორც ქრისტე ბიბლიაში (წიგნში).
მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე. ისედაც გული გაგიტეხეთ, ასე ვთქვათ... ჩვენ სხვადასხვა განზომილებიდან ვუყურებთ ამ საკითხს. თქვენ ტექნიკურად, მე არსობრივად. ტექნიკური თვალსაზრისით რუსული "двоюродный брат"- ბიძაშვილია თუ მამიდაშვილი, "тётя" დეიდაა თუ მამიდა - სულერთია, ამიტომ მაგ შეცდომის გასწორება მხოლოდ ტექნიკური მომენტია და დიდი არსი არ აქვს. მაგრამ თუ ჩემი პოზიციიდან შევხედავთ, ყველაზე მთავარი და სასწრაფო მისი გასწორებაა ე.წ. "სისხლის ამბების" გამო. ეგ ნაწარმოები საბჭოთა პერიოდისაა. შეიძლება მაგიტომაც აღარ "ჩაეძია" ავტორი "двоюродной брат" და"тётя" გაეშიფრა, ვინ - ვინ იყო სინამდვილეში.
10. ნეფერტარი,
წყენით არაფერი მწყენია. რა აღარ მინახავს ამ საიტებზე პირადადაც და სხვების ურთიერთდაპირისპირების ხილვის დროსაც. ისე კი, მე თუ გაწყენინეთ, პატიებას გთხოვთ.
ახლა ძირითადზე. რა კარგი ქენით, რომ აღნიშნეთ ამირეჯიბებთან თქვენი ურთიერთობების შესახებ. ჩემს ამ ნაწერთან დაკავშირებული თქვენეული კომენტარების შინაარსს სწორედ აღნიშნული ურთიერთობები განსაზღვრავენ. ვფიქრობ, დასაცავი უნდა დავიცვათ, რაც არ არის დასაცავი, მისთვის თავის გამოდება მხოლოდ ზიანის მომტანია, კონკრეტული მწერალი იქნება ეს, თუ მთელი ქართული ლიტერატურა. კიდევ გეუბნებით, გამიხარდა თქვენი ნაცნობობის შესახებ რომ მომაწოდეთ ინფორმაცია. ცუდი ისაა, რომ ამის გამო რამდენიმე არასწორი კომენტარი დადეთ. ასეთ სიტუაციაში წესით, საუბარს უნდა ვამთავრებდე - განა შეიძლება მავანს შეუსაბამოდ მოვექცეთ (ამ შემთხვევაში, კომენტარების დონეზე) მხოლოდ იმის გამო, რომ მან ჩვენიანი გააკრიტიკა?
მომიტევეთ ნეფერტარი, ვიცი, რომ იცით, თუ ვინ არის მიშა რატიანი. როცა ლიტ.ჯი-ზე ა.ბაქრაძის ,,ტარიგი ღმრთისაის” კრიტიკა დავდე, რვაჯერ შემოვიდა, (რვაჯერ!) და რვაჯერ ,,დაიცვა” ა. ბაქრაძე. ალბათ, ის ა. ბაქრაძეს იცნობდა პირადად. ჭ.ამირეჯიბის მომხრე რომ იყავით, ეს თქვენს პირველივე კომენტარში გამოჩნდა, როცა ა.ბაქრაძეს მიაწერეთ ზემოაღნიშნული შეცდომა. მიხარია ის, რომ თქვენ მე-9 კომენტარში აღიარეთ თარგმანში დაშვებული შეცდომის ჩემეული აღმოჩენა, რასაც არ აღიარებდით წინა კომენტარებში. ამირეჯიბი იქნება, რუსთაველი თუ შექსპირი, ყველანი სერიოზულები იყვნენ, ნეფერტარ, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ რაღაც ტიპის შეცდომები მათ არ დაუშვიათ ცხოვრებაშიც და თავის საქმეშიც.
,,არ მოგწონთ ჩემი ნაფიქრი? დაივიწყეთ და მორჩა”. რა დავივიწყო, ნეფერტარი? წერილის სათაური შინაარსთან შესაბამისობაში არ არისო, რომ თქვით? ამაზე პასუხს ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მოგცემთ. მეც გეუბნებით: თქვენს მიერ გახმოვანებული სათაური მაშინ ივარგებდა, ა. ბაქრაძის შემთხვევა რომ არ გვქონოდა. კიდევ ვინ იცის, სხვა წერილებში თუ დისერტაციებში როგორ აქვთ მავანთ ეს საკითხი (თუთაშხია-ზარანდის ნათესაობა) მოხსენიებული.
ნეფერტარი, იესო სრულიად სხვა მოვლენაა, თუთაშხია - სხვა. ბოლოს და ბოლოს ეს უკანასკნელი ლიტერატურული პერსონაჟია. რომანში გმირის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესია გადმოცემული. მაგალი ზარანდიას ოჯახში, მან (მუშნიმაც) საწყისი ზნეობრივი მუხტი მიიღო. მერე რაც მოხდა - უკვე საზოგადოებასთან (სახელმწიფოსთანაც) ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ. ეს მეორე დიდი ეტაპია. ამის შემდეგ, იგი სრულიად სხვა ეტაპს შეუდგება. ,,აკი დათაც იმავე გზას დაადგა ბოლოს” წერთ კომენტარში. დიახ, მართალი ხართ, ოღონდ - ბოლოს! ხოლო მანამდე, ნაწარმოების დასაწყისში იქნება ეს თუ მის შუა ნაწილში, გმირი ძიების პროცესშია და მისი (ან მაგალი ზარანდიას) რომელიმე გამონათქვამი საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ ჩაითვლება. აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო! ქრისტე მოვლენა იყო, ნეფერტარი, თუთაშხია კი გარკვეული ტრაექტორიის (ზრდის) შედეგი.
მობრძანდით ყოველთვის. ნეფერტარი,

მობრძანდით ყოველთვის.
9. ძალიანაც დიდი შეცდომა დამიშვია ანანია ბროველო, რომ მოვბრუნებულვარ ამ პუბლიკაციასთან. რაკი საერთოდ არ ვარ "ლოგიკასთან" კავშირში, აქ სულაც არაფერი მესაქმებოდა. :) ოღონდ,
საქმე ისაა, რომ მე კარგად ვიცნობდი ამიერჯიბს, მისი ვაჟი ჩემი კლასელი იყო. არ ჰგავდა ბატონი ჭაბუა იმ კაცს, შეცდომები რომ დაეშვა. იმიტომ დავიწყე თქვენს აღმოჩენაზე, - ათასი წახნაგოვანი ფიქრი. არც მშრალად და ტექნიკურად ვუყურებ თარგმანს და შეცდომებს.
ვიცით, თუთაშხა მიჩნეულია წმინდა გიორგის წინა ქრისტიანულ სახედ. ზარანდია ნახევრად თუთაშხიაა ესე იგი წმინდა გიორგის წინა ქრისტიანული სახეა ასე ვთქვათ "ნაწილობრივ." სწორედ ამ წმინდა სისხლმა, დედის მხრიდან მიღებულმა, ვერ იქონია გავლენა ზარანდიაზე და იუდობა აირჩია, მამამისის აღზრდის მიუხედავად. - ეგ არის ჩემი აზრით მთავარი ტრაგიკული შტრიხი და არა მაგალი ზარანდიას აღზრდის შედეგები.
ჩემი სუბიექტური აზრით, სწორედ ამიტომ აქვს თქვენს მიერ ნაპოვნი შეცდომის გასწორებას ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ აზრი არ აქვს ვინ ვისი მამიდაშვილია და ბიძაშვილი, როგორც თქვენ ბრძანებთ, მაშინ არც ეგ შეცდომა აშავებს რამეს.
მაგალი იმიტომაა მყარი პერსონაჟი, რომ ზნეობრივი დათა თუთაშხიას მხარესაა ისევე, როგორც სეგედი. თუმცა, მაგალის აღზრდამ შედეგი ვერ გამოიღო მუშნიზე , - იუდობა აირჩია ( "თუ ბუნებამც არ უშველა"). მაგალი დათასაც საყვედურობს, ბოროტი გაამრავლეო... ვერ გამოუღია დიდი შედეგი მის აღზრდას ხომ?
თვლით რომ, თუ დათა მეჯოგე მშობლებთან დარჩებოდა აღზრდას ვერ მიიღებდა? ხუროს ოჯახში გაიზარდა იესო ქრისტე, - მაგრამ უჩვენა მთელ კაცობრიობას სწორი ცხოვრების გზა. აკი დათაც იმავე გზას დაადგა ბოლოს.
იმდენი თემებია იქ, რომ კაი მთვლელი ჭირდება. აკი თქვენც დაგითვლიათ, ვნახე თქვენი ელქტრონული პუბლიკაციები.
ფანტაზიორი ვარ ? ვარ კი, თანაც არც თუ ურიგო. ჩემი ნაწერებიდანაც ჩანს... წასაკითხად არ გეპატიჟებით, ხუთი წლის წინანდელია.
ნურაფერი გეწყინებათ, მე უბრალოდ ცოტათი ღრმა ახსნა მოვუძებნე შეცდომის არსს და ვფიქრობდი რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი გასწორება. არ მოგწონთ ჩემი ნაფიქრი ? დაივიწყეთ და მორჩა. სულ ეგ არის.
ძალიანაც დიდი შეცდომა დამიშვია ანანია ბროველო, რომ მოვბრუნებულვარ ამ პუბლიკაციასთან. რაკი საერთოდ არ ვარ "ლოგიკასთან" კავშირში, აქ სულაც არაფერი მესაქმებოდა. :) ოღონდ,

8. ნეფერტარ, ძალიან მესიამოვნა თქვენი კომენტარი და ძალიან მეწყინა. ვინღა იხსენებს სამი თვის წინ გამოქვეყნებულ ნაწერს. აი, ეს გამიხარდა. მეწყინა, რომ ისევ ვიხილე ლოგიკას აცდენილი მსჯელობა. თქვენ როგორიც გსურთ, ისეთი სათაური შეურჩიეთ ამ ნაწერს ან ურჩიეთ ავტორს ან გააგონეთ სავარაუდო მკითხველს. მე ჩემსას ვიტყვი: თქვენს მიერ გაჟღერებული სათაური მაშინ იქნებოდა მართებული, აკაკი ბაქრაძის შემთხვევა რომ არ გვქონოდა. ,,ასე უფრო გამოხატავსო მიზანს.” რომელ მიზანზე საუბრობთ - თქვენ რომ გაქვთ? ნაწერის შექმნისას რა მიზანიც მქონდა, ეს თვით ნაწერსა და მის სათაურშია ასახული. აქ დამალული არაფერია. თუ თვლით რომ აქ სისხლის ამბებია, დაწერეთ. ეს იქნება ნაწარმოების ახლებური, თქვენეული ხედვა. ვთლი, რომ რომანში ,,სისხლის ამბები” არ არის. ,,სისხლის ამბების” წინა პლანზე წამოწევა (რაც თავითავად უსაფუძვლოა), აუქმებს მაგალი ზარანდიას პერსონაჟს (სრულად). თქვენეულ ,,ზარანდიას ნახევრად თუთაშხიაობაზე” გეტყვით: ის, რაც არ გვხდება ნაწარმოებში პირდაპირი ან თუნდაც მინიშნებითი გზით (ნაწარმოებში მათ ნათესაურ კავშირზე საუბარი სასხვათაშორისო, წმინდად საინფორმაციო ხასიათს ატარებს), მასზე საუბარი ლირიული (თუ სხვა) გადახვევაა, კომენტატორის ფანტაზიაა. თუ ვინ ვისი მამიდაშვილი ან ბიძაშვილია, ეს თავისთავად არ შეიძლება იყოს ტრაგედია. თუთაშხია და მისი და პატარები იყვნენ, როცა დაობლდნენ (მამა მეჯოგე იყო, დათვმა დაგლიჯა). თუთაშხიას სისხლი არაფერ შუაშია. შუაში მაგალი ზარანდიას ზნეობაა, რომლითაც მან შვილები აღზარდა. საეჭვოა, მეჯოგე მამის (და მისი ცოლის) ოჯახში დათა ისეთივე პიროვნება გამოსულიყო, როგორსაც ვიცნობთ.ეს მაგალის (და მისი ცოლის) დამსახურებაა. მათ ნათესაურ კავშირში ისეთი არაფერია, ავტორს რუსებისთვის რომ დაემალა. რა უნდა დაემალა? იქნებ მე ვერ ვამჩნევ, ვერ ვხედავ. იქნებ ამიხსნათ. რუსულად რუსებზე მეტი ოდენობის ხალხი კითხულობს, მათთვის რატომ უნდა დაემალა? რუსებს და რუსულენოვანებს დაუმალა და ინგლისელებიც მიაყოლა? არავითარი კოდი აქ არ არის, შეცდომაა, რაც გამოსწორებას საჭიროებს. სულ ეგ არის. ნეფერტარ, ძალიან მესიამოვნა თქვენი კომენტარი და ძალიან მეწყინა. ვინღა იხსენებს სამი თვის წინ გამოქვეყნებულ ნაწერს. აი, ეს გამიხარდა. მეწყინა, რომ ისევ ვიხილე ლოგიკას აცდენილი მსჯელობა. თქვენ როგორიც გსურთ, ისეთი სათაური შეურჩიეთ ამ ნაწერს ან ურჩიეთ ავტორს ან გააგონეთ სავარაუდო მკითხველს. მე ჩემსას ვიტყვი: თქვენს მიერ გაჟღერებული სათაური მაშინ იქნებოდა მართებული, აკაკი ბაქრაძის შემთხვევა რომ არ გვქონოდა. ,,ასე უფრო გამოხატავსო მიზანს.” რომელ მიზანზე საუბრობთ - თქვენ რომ გაქვთ? ნაწერის შექმნისას რა მიზანიც მქონდა, ეს თვით ნაწერსა და მის სათაურშია ასახული. აქ დამალული არაფერია. თუ თვლით რომ აქ სისხლის ამბებია, დაწერეთ. ეს იქნება ნაწარმოების ახლებური, თქვენეული ხედვა. ვთლი, რომ რომანში ,,სისხლის ამბები” არ არის. ,,სისხლის ამბების” წინა პლანზე წამოწევა (რაც თავითავად უსაფუძვლოა), აუქმებს მაგალი ზარანდიას პერსონაჟს (სრულად). თქვენეულ ,,ზარანდიას ნახევრად თუთაშხიაობაზე” გეტყვით: ის, რაც არ გვხდება ნაწარმოებში პირდაპირი ან თუნდაც მინიშნებითი გზით (ნაწარმოებში მათ ნათესაურ კავშირზე საუბარი სასხვათაშორისო, წმინდად საინფორმაციო ხასიათს ატარებს), მასზე საუბარი ლირიული (თუ სხვა) გადახვევაა, კომენტატორის ფანტაზიაა. თუ ვინ ვისი მამიდაშვილი ან ბიძაშვილია, ეს თავისთავად არ შეიძლება იყოს ტრაგედია. თუთაშხია და მისი და პატარები იყვნენ, როცა დაობლდნენ (მამა მეჯოგე იყო, დათვმა დაგლიჯა). თუთაშხიას სისხლი არაფერ შუაშია. შუაში მაგალი ზარანდიას ზნეობაა, რომლითაც მან შვილები აღზარდა. საეჭვოა, მეჯოგე მამის (და მისი ცოლის) ოჯახში დათა ისეთივე პიროვნება გამოსულიყო, როგორსაც ვიცნობთ.ეს მაგალის (და მისი ცოლის) დამსახურებაა. მათ ნათესაურ კავშირში ისეთი არაფერია, ავტორს რუსებისთვის რომ დაემალა. რა უნდა დაემალა? იქნებ მე ვერ ვამჩნევ, ვერ ვხედავ. იქნებ ამიხსნათ. რუსულად რუსებზე მეტი ოდენობის ხალხი კითხულობს, მათთვის რატომ უნდა დაემალა? რუსებს და რუსულენოვანებს დაუმალა და ინგლისელებიც მიაყოლა? არავითარი კოდი აქ არ არის, შეცდომაა, რაც გამოსწორებას საჭიროებს. სულ ეგ არის.
7. ახლა კიდევ წავიკითხე ეს პუბლიკაცია, სათაური მგონია უზუსტო.
"დათა თუთაშხიას და მუშნი ზარანდიას ნათესაურ კავშირთან დაკავშირებული ერთი უზუსტობა რუსულენოვან თარგმანში." - ასე უფრო გამოხატავს მიზანს.
რაც შეეხება ჩემს ბოლო დასკვნას, ვთვლი რომ სწორედ მაგაშია ორივე პერსონაჟის ტრაგედია. მარტო თარგმანების ტექნიკური შედარება საკმარისია შეცდომის აღმოსაჩენად, მაგრამ აზროვნებაც ხომ ჭირდება თარგმანს? ვცადე თარგმანი და გავიგე მისი სირთულე.
სისხლის ამბებია აქ "კოროვიევის" არ იყოს. სხვაგვარად "თუთაშხას" -ამ სიტყვას, ამდენი ახსნა-განმარტება არ დასჭირდებოდა მაგ რომანში. ნახევრად თუთაშხია რომაა ზარანდია, მათ ნათესაობას ასეთი დიდი დატვირთვა იმიტომ აქვს. ყურადღება-მისაქცევი ეგ უზუსტობა სწორედ ამიტომ არის, თორემ დათა რომ ყოფილიყო ზარანდიას მამიდაშვილი, ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი მაღალი მორალურ-ფსიქოლოგიური ტვირთით. იქნებ ამირეჯიბს არ უნდოდა ეს გაეხსნა რუსებისთვის? - სხვას რომ ეთარგმნა, ეს უზუსტობა ალბათ არც მოხდებოდა. ქართველებიც კი შეაცდინა მაგალი ზარანდიას ქმედებებმა. ფაქტი მე-4 კომენტარია.
ახლა კიდევ წავიკითხე ეს პუბლიკაცია, სათაური მგონია უზუსტო.

6. განხილვის მიზანი სხვაა, თუმცა განხილვის დროს შეიძლება ისეც იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. წერილის მიზანი კი ვინმეს ბრალეულობის გამორკვევა არ ყოფილა, ფაქტს ეხება. კიდევ ერთხელ მადლობა.
განხილვის მიზანი სხვაა, თუმცა განხილვის დროს შეიძლება ისეც იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. წერილის მიზანი კი ვინმეს ბრალეულობის გამორკვევა არ ყოფილა, ფაქტს ეხება. კიდევ ერთხელ მადლობა.
5. რამხელა პასუხი დაგიწერიათ, დიდი მადლობა ასე რომ გამომარჩიეთ.
იქნებ შეცდომა შეგნებულად "დაუშვა" ავტორმა, რუსებითვის ბიძაშვილი იქნება თუ მამიდაშვილი სულერთია, პლემიანნიკია და მორჩა... ავტორს თავის სიცოცხლეში უთხრეს ამის თაობაზე? რა უპასუხა მერე? რედაქტორს დაბრალდა თუ სტამბას? :) იყოს ჩემი დასკვნა შეუსაბამო, კომენტარი ზოგი შესაბამისი იქნება და ზოგი არა. განხილვის მიზანიც ეგაა.
რამხელა პასუხი დაგიწერიათ, დიდი მადლობა ასე რომ გამომარჩიეთ.
იქნებ შეცდომა შეგნებულად "დაუშვა" ავტორმა, რუსებითვის ბიძაშვილი იქნება თუ მამიდაშვილი სულერთია, პლემიანნიკია და მორჩა... ავტორს თავის სიცოცხლეში უთხრეს ამის თაობაზე? რა უპასუხა მერე? რედაქტორს დაბრალდა თუ სტამბას? :) იყოს ჩემი დასკვნა შეუსაბამო, კომენტარი ზოგი შესაბამისი იქნება და ზოგი არა. განხილვის მიზანიც ეგაა.
4. მართლა საინტერესოა. მეც დათა მიმაჩნდა მუშნის მამიდაშვილად და არა პირიქით, არადა რამდენჯერ წამიკითხავს. რუსულში არ ვიცი როგორ არის მაგამ, ქართულში ნამდვილად მუშნი გამოდის დათას ამიდაშვილი, რადგან მუშნი არ აკონკრეტებს არაფერს სახნოვის კითხვაზე.
ახლა დაავფიქრდი, თუთაშხიას მიჩნევა მუშნის მამიდაშცილად და არა პირიქით, ჩემი აზრით მაგალი ზარანდიას ბრალია. ეს პერსონაჟი ანუ ბაბა იმდენად ერთგული და დადებითია, რომ მასზე მეტად მთელი რომანის განმავლობაში, ვერავინ უერთგულებს დათას. ეს გვაფიქრებინებს რომ, ბაბა დათას ბიძაა და არა სიძე. თურმე არ ყოფილა ასე.
დიდი მადლობა, ძალიან კარგი ნაშრომია და მნიშველოვანიც. მართლა საინტერესოა. მეც დათა მიმაჩნდა მუშნის მამიდაშვილად და არა პირიქით, არადა რამდენჯერ წამიკითხავს. რუსულში არ ვიცი როგორ არის მაგამ, ქართულში ნამდვილად მუშნი გამოდის დათას ამიდაშვილი, რადგან მუშნი არ აკონკრეტებს არაფერს სახნოვის კითხვაზე.
ახლა დაავფიქრდი, თუთაშხიას მიჩნევა მუშნის მამიდაშცილად და არა პირიქით, ჩემი აზრით მაგალი ზარანდიას ბრალია. ეს პერსონაჟი ანუ ბაბა იმდენად ერთგული და დადებითია, რომ მასზე მეტად მთელი რომანის განმავლობაში, ვერავინ უერთგულებს დათას. ეს გვაფიქრებინებს რომ, ბაბა დათას ბიძაა და არა სიძე. თურმე არ ყოფილა ასე.
დიდი მადლობა, ძალიან კარგი ნაშრომია და მნიშველოვანიც.
3. ნეფერტარი,
მეც გიხდით მადლობას, რომ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ.
ვფიქრობ, ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ ამ წერილში საუბარი იმაზე კი არ არის, ნაწარმოებში ვინ ვის როგორ უნდა უპასუხოს, სახნოვისთვის ესეც საკმარისი რომ იყო და ა.შ., არამედ იმაზე, რომ უცხო ენებზე შესრულებული თარგმანები (კონკრეტულად რუსულზე) დედანსაა აცდენილი ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ თქვენთვის ეს არ არის არსებითი, მე რა უნდა გითხრათ? იქნებ, სხვისთვის მაინც იყოს (ან უკვე არის) არსებითი?
სისხლთან დაკავშირებული თქვენეული ახსნა ნამდვილად არა არსებითია. თუ ვისი სისხლი ვისზე უფრო სუფთაა, ეს საკითხი ამ წერილთან დაკავშირებით ნამდვილად უადგილოა. იგი არც მთელ ნაწარმოებთან მიმართებაში მიმაჩნია საგულისხმოდ, ვინაიდან ნაწარმოებში ავტორი სისხლისმიერ (ბიოლოგიურ) საკითხებზე არ ამახვილებს უპირველეს ყურადღებას.
ასევე უადგილოა შეცდომის ვარიანტების თქვენეული გამოყვანა და მათგან, საბოლოო ჯამში, რომელიღაცის არჩევა. საქმე გვაქვს თარგმანში დაშვებულ შედომასთან, რომელიც არ შეესაბამება დედანში არსებულ (დაფიქსირებულ) ნათესაურ კავშირს. საკითხი უფრო მეტ ინტერსს იმიტომაც იწვევს, რომ რუსული თარგმანი ავტორის შესრულებულია. სულ ეგ არის.
მომიტევეთ, მაგრამ ,,სამჯერ დაწერა,” ,,რუსულად ფაქტიურად ხელახლა დაწერა,” ,,ამ შეცდომას აუცილებლად იპოვიდა” და ა.შ. ტიპის საუბარი რა საჭიროა?. ამ საკითხის გადამოწმება ძალიან მარტივია(რუსული თარგმანის შედარებით ქართულთან), მით უფრო აქ წარმოდგენილი წერილის მერე.
ასევე შეუსაბამოა თქვენი ბოლო დასკვნა, ა.ბაქრაძის თაობაზე. ,,ტარიგი ღმრთისაი” ზოგად ასპექტში მოვიხმე და ზემოაღნიშნულ რუსულ თარგმანში ,,გაპარული” უზუსტობა ბაქრაძის გარეშეც უზუსტობად რჩება. ეს ცხადზე ცხადია.

2. საინტერესოდ წერთ. საინტერესოდ წერთ.
1. მადლობა ანანია ბროველს,
ძალიან ყურადღებით წავიკითხე. ვფიქრობ უზუსტობა არაა. რატომ უნდა ეპასუხა "დეტალებით" სახნოვისთვის? ისე, ჟანდარმს სწორედ ასე უნდა ეპასუხა. სახონოვისთვის ეგეც საკმარისი იყო, რადგან დათა მუშნისთვის მამიდაშვილი იყო თუ ბიძაშვილი სულერთი იყო, მთავარი მისთვის ნათესაური კავშირის დადგენა იყო და ზუსტი პასუხი მიიღო. - რა ვიცი, დიდად არსებითი არ მგონია ეგ საკითხი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მუშნი დედით თუთაშხიაა, ხოლო დათას სისხლში ზარანდიასი არაფერია. სწორედ ამიტომ არის მუშნი მძიმე პერსონაჟი, საკუთარ სისხლს უღალატა და შვილის ხელით მოკლა ბიძაშვილი. ანუ "იუდად" მოგვევლიან და გაყიდა თავისი ძმა.
დავუშვათ შეცდომის ყველა ვარიანტი: 1. ავტორი შეცდა; 2. ბაქრაძე შეცდა. 3. მთარგმნელი შეცდა. 4. ყველა ერთად შეცდა. ახლა გამორიცხვის მეთოდი: მესამე ამოვარდა, რადგან ინგლისურ ენაზე რუსული ენიდან ითარგმნა;
დაგვრჩა 1;2; 4 ვარიანტები. პირველი და მეორე ვარიანტი: ავტორი ქართული ვერსიაში რომც შემცდარიყო, რაკი რუსული თარგანიც მას ეკუთვნის, თარგმნისას ამ შეცდომას აუცილებლად იპოვიდა, თარგმანი დეტალურ ყურადღებას ითხოვს პროზაში და ამიტომ ის აუცილებლად შენიშნავდა ამ "უზუსტობას". ის ფაქტიურად ხელახლა წერდა ამ რომანს, ოღონდ სხვა ენაზე, ეს მნიშვნელოვანი მომენტია. სცენარის ხომ მან დაწერა. ანუ სამჯერ დაწერა ეს რომანი. ცხადია ავტორმა იცოდა რასაც წერდა და არ შემცდარა.
თუ მაგალი ზარანდიას და იქნებოდა თუთაშხიას დედა, მაშინ ასევ ვთქვათ, თუთაშხიას სისხლი არ იქნებოდა ზარანდიას სისხლზე სუფთა და "თუთაშხა" . მთელი საქმეც მაგაშია რომ მუშნის რომელიც დედით იყო "თუთაშხა," არ ეყო სისხლის სიწმინდე იმისთვის რომ იუდად არ ქცეულიყო, მიუხედავად მამამისის, მაგალის ეკლესიასთან სიახლოვისა.
ამიტომ დარჩა ერთი ვარიანტი, ჩემი აზრით, - აკაკი ბაქრაძე შეცდა. მადლობა ანანია ბროველს,

ამიტომ დარჩა ერთი ვარიანტი, ჩემი აზრით, - აკაკი ბაქრაძე შეცდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|