ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2016


ძმა(კაცები)

-გიო გული მწყდება ძალიან..
- რა გჭირს ბიჭო?
-დღეს ხო ანის დაბადების დღეა..არ ვიცი რა უნდა ვქნა..
-დამშვიდდი რა.. ყველაფერი კარგად იქნება ხო იცი რაღაცას მოვიფიქრებთ..
-ვითომ?
-კი ნიკუშ მერწმუნე.
- რა ვაჩუქო შენ მაინც მირჩიე რამე..
- ორი ლარი მაქ შენ გაქვს რამე?
- რაღაც ხურდები მიყრია.
- წამო იები ვუყიდოთ და მე დავუდებ თუ გინდა კართან..
- გაეხარდება?
- აბა არ გაეხარდება?
- წამო მაშინ. ოღონდ მე ავუტან რა.. ზარი დავრეკო და გამოვიქცე?
-არა არ გამოიქცე..კარს,რომ გააღებს უთხარი.
- რა ვუთხრა?
- როგორ ძალიანაც გიყვარს...
- რომ გაბრზდეს?
- არ გაბრაზდება..
- და მაინც რომ გაბრაზდეს?
- ოოო ნერვებს ნუ მიშლი რა,გამოადგი ფეხი.
- კარგი.. აუ გიო შენ არ გჭირდება ეგ ფული?
- არა ნიკუშ წამო თუ ძმა ხარ.
თბილისის ქუჩებში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა.დიდი ხნის წინ მიძინებულ ბუნებას გამოეღვიძა. ამ სილამაზეს კი ჩიტების საოცარი ჭიკჭიკი აფორმებდა. მიჰყვებოდა ასფლატს ორი მეგობარი..უცბათ ხსენებული სილამაზე ქუჩის კუთხეში მოწყალების სათხოვოვნელად გამოსულმა ბავშვმა დაუმახინჯა ქალაქს.
-გიო რაღაცას გთოვ რა..
-რაიყო?
-მიდი რა,რაც გაქვს ფული მიეცი იმ ბავშვს..
-კი მაგრამ ანი?
- მიეცი რა გთხოვ..
გიომ ნელ-ნელა ჩააცურა ჯიბეში ხელი და რკინის ორლარიანი ბავშვის მიერ გამოწვდილ ხელში ჩააგდო.
-მადლობა გიო..
- ახლა რა ვქნათ?
-არ ვიცი გიო..მართლა არ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები