ის მოდიოდა...
მზეს, მის დამნახავს თავისი უსუსურობის შერცხვა და ღრუბლებში დაიმალა...
ის ისე მოდიოდა, თითქოს ვერც მიცქმალული მზე შეამჩნია და ვერც მე, თითოეულ ნაბიჯს მისას რომ ვწირავდი გულის შემორჩენილ ნაფლეთებს, ისედაც მისთვის ნაბოძვარს..
ის კი მიდიოდა თავაწეული, გრძნობდა თავის სიძლიერეს და თითოეული გადადგმული ნაბიჯით ამაყობდა, მიდიოდა და ზუსტად იცოდა რაც უნდოდა. იცოდა რატომ წამოვიდა იქიდან და რატომ მიდის იქ. სჯეროდა, რომ იცოდა და იცოდა რომ სჯეროდა...
მაგრამ მაინც მიდიოდა მზისა და სიჯიუტის ჯინაზე. უკვე ვეღარას ჩაადენდა ამდენ გულებს, მაგრამ კიდევ ერთის მოპოვებას ლამობდა...
მის ლექსისფერ თვალებში სიძულვილი კიაფობდა...
სიძულვილი ქვეყნიერებისათვის, რადგან უფრო მეტს იმსახურებდა და...
მაგრამ უფრო მეტი რას ნიშნავდა, არ იცოდა..
ყველაფერი მისთვის სხვა იყო, ჩემსავით ჭიქა ღვინის, პურის ნატეხს და რუსთაველზე ხეტიალის შესაძლებლობას ყველაფრად არ თვლიდა...
ყველაფრის მიღწევად ალბათ მუხლზე დაცემული კაცად ჩამოსული ღმერთის აღასარების მოსმენას ჩათვლიდა...
ის ვერც კი მიხვდა, ისე დაღამდა და უკუნითი ჩამოწვა. ცოტა შეეშინდა...
იცოდა, რომ ირგვლივ არავინ იყო მან ხომ ყველა მოიშორა და რა იცოდა რომ მე ვიყავი იქ. მაგრამ არ მინდოდა გამოჩენა მინდოდა ის ეგრძნო, რაც მე ვიგრძენი, როცა მის სიძლიერეს ვუყურებდი და მეც ვყოფილიყავი წუთით ამაყი და კმაყოფილი...
მხოლოდ სუნთქვა ღა ისმოდა უკუნში. ყოველ მის სუნთქვას ჩემი გულისცემა ახშობდა. გულსაც კი უჭირდა თავისულად ფეთქვა, როცა მას ახლოს გრძნობდა...
იმიტომ უჭირდა, რომ იცოდა, რომ მერე, როცა აქ აღარ ვიქნებოდით, ამ წუთების მოგონებით მთელ ცხოვრებას წამებში გავაბურღუჭლებდი...
მან ეს არ იცოდა, მაგრამ თავისი დიდებული გრძნეულობით იცოდა, რომ მას ჰქონდა ხსნა და ეს ხსნა მე ვიყავი მაგრამ ისიც იცოდა, რომ ჩემთან მოახლოებით ყველაფერ იმას დაკარგავდა, რაც მას ასე ამშვენებდა ერთი წამით თითქოს ყველაფერი გაჩერდა და ჩემს თავზე უზარმაზარი ღრუბელი წამოიმართა გაწვიმდა არ ვიცოდი რა მექნა მივშველებოდი მას თუ შორიდან მეყურებინა როგორ ილეოდა...
და უცბად მივხვდი, ჩემთვის ის ასეთი იყო: შორეული, მე კი მხოლოდ მის ლანდს და შეხოტბას ვიყავი ადევნებული... მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ვიყავი ცნობისმოყვარე, მაინც არ დავეხმარე, და ვგრძნობდი რომ რაღაც კიდევ უნდა მომხდარიყო: ამ ღამეს მზით რომ დაიწყო, ჩემი მზით გაგრძელდა და წვიმით რომ მიმდინარეობდა...
მეჯერა, ასე არ დამთავრდებოდა. წვიმა კი არ აპირებდა შეწყვეტას და ჩემი მოლოდინი უფრო და უფრო მძაფრდებოდა...
მინდოდა ავმხტარიყავი და მეყვირა: ვერ მხედავ? აქ ვარ, შენთან ერთად ვსველდები...
მაგრამ, რაღაცა ძალა მაკავებდა და ეს ძალა იმდენად ძლიერი იყო, მხოლოდ სლუკუნის საშუალებას მაძლევდა. ვიცოდი, რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, კარგი იყო ეს, თუ ცუდი, მაგრამ შეჩერებულ დროს ისევ მერჩივნა რამე მაინც მომხდარიყო, თუნდაც ცუდი..
...წვიმის წვეთები მომავალი მანქანის ანთებულმა ფარებმა ააბრჭყვიალა და რადგან მე მანქანა არ მყავდა, უკვე ფეხზე წამომდგარი და სულ მთლად გალუმპული ვხედავდი, თუ როგორ უმშრალებდა მას თმას ალბათ მუქი ფერის მერსედესში ჩვეულებრივი მოკვდავი. ოღონდ არა ლოთი და არა პოეტი...
ისეთი, ხვალინდელ დღეზე ფიქრმა რომ მოაგნებინა აქ მისთვის და მიხაროდა...
მიხაროდა, რომ მას სითბოში და თავშესაფარში ვხედავდი. და მე თუნდაც დაველპე წვიმკანტალას..
აღარას ვიდარდდი...
მაგრამ უეცრად სიამაყემ ჩემშიც ჰპოვა ნათელი წერტილი და გაანათა...
არ მაცალა საკუთარი სულგრძელობით ტკბობა, წამოვვარდი და გავიქეცი... მივრბოდი შორს...
მინდოდა ძალიან შორს წავსულიყავი, რომ ვერასდროს შევეწუხებინე მას...
ჩემი ფეხის ხმა, ასე მეგონა, მთელს ქვეყანას ესმოდა მივრბოდი და დავინახე როგორ იშმუშნებოდა ერთი არსება, რომლის სახელიც არ ვიცოდი. ის ჩემსკენ იწეოდა და დახმარებას მთხოვდა. საოცრად სათუთი ხელებით მატყობინებდა, რომ მე მას ვჭირდებოდი, მე მივედი და თვალებში ჩავხედე ამ საოცარ, მაგრამ
უცხო არსებას....
ის მე მელოდა....
აი, თურმე ეს უნდა მომხდარიყო ამ ღამეს...
ავტორები: თავადი ბექა და აზნაური მარიტა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. 5_იანი ადმინ! :-* 5_იანი ადმინ! :-*
12. სალამი ძმისავ, მრავალ ახალ წელს ;) სალამი ძმისავ, მრავალ ახალ წელს ;)
10. კარგები ხართ ორივე! 5 კარგები ხართ ორივე! 5
8. ბრავო! გრაფი დე ლა ფერი. :) ბრავო! გრაფი დე ლა ფერი. :)
7. წარმატება! :) წარმატება! :)
6. უკეთესები გაქვს ბექა. ეს თითქოს დამღლელი იყო, ალაგ-ალაგ პუნქტუაციაც მოსაწესრიგებელი, თუმცა საერთოდ კარგად წერ. წარმატებები უკეთესები გაქვს ბექა. ეს თითქოს დამღლელი იყო, ალაგ-ალაგ პუნქტუაციაც მოსაწესრიგებელი, თუმცა საერთოდ კარგად წერ. წარმატებები
3. წარმატებები!!! :) წარმატებები!!! :)
1. :)
ეს ადრინდელი აბსურდული პროზა სკაიპში გავაკეთეთ მე და მარიტამ და ახლა ვიპოვე შემთხვევით :)
ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც მინდოდა ჩემს გვერდზე მდებოდა :) :)
ეს ადრინდელი აბსურდული პროზა სკაიპში გავაკეთეთ მე და მარიტამ და ახლა ვიპოვე შემთხვევით :)
ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც მინდოდა ჩემს გვერდზე მდებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|