ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2016


ბასტა

სულში მოშლილი ონკანი წვეთავს.
ვყვები, და იმ, ძველ სიმღერას ვმღერი -
"რაც ხდება, და რაც არ ხდება ჩვენს თავს,
ჩვენი ბრალია სულ ყველაფერი..."

წკაპ, წკაპ, წკაპ - წკაააპ, წკააპ,
ერთ, ორ, სამ - ოოოთხ, ხუუთ, -
ამ რიტმში წვეთავს ძველი ონკანი,
ვხედავ ჩემს სხეულს, შენს წინ ფეხმორთხმულს,
და შენს უწყალო თვალებს.
- მოკალით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები