ქუჩაში მიდის სალომეა-შველივით გოგო, ნეტავი ახლა იმის გვერდით გამარონია, ბიჭად-კაცს მხოლოდ ერთი კოცნა მწადია, როგორც ღვინო-როგორიც ზედაშე და ბადაგონია.
ქალაქში დადის სალომეა... ჰო, არ ვაჭარბებ, ერთ სიცოცხლედ ღირს მისი ნახვა, როგორც მთის შველის, სიზმარშიც ვხედავ ულამაზეს მართლაც თვალ-წარბებს, მომნატრებია... ახლა მხოლოდ ის თუ მიშველის.