ლექსები კაი ბიჭის დასთან სექსის შემდეგ დავწერე, როცა ვერ მივხვდი სად წავიდა ღმერთი.
შენც ისეთი სირი ხარ, როგორიც მე.
როცა ვგრძნობ საკუთარ თავს, წყალს ვსვავ და წყლიან ჭიქაში ცრემლებს ვყრი, შემდეგ კი ფანჯრიდან ვასხამ და ღამეში ცრემლების ხმაური მესმის.
ცრემლების ხმაური ბინძურ მიწასთან.
მეშინია, რომ დავრჩები ძალიან მარტო იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ანტიკომუნისტი პოეტები, ან ოროსანი ხუთოსნებს შორის, მე მიხარია, რომ ლექსებს ვწერ და მწყინს ჩემი გარდაცვალება, მე დამრჩა 1 წელი, სამი თვე და 2 საათი.
იმედი მაქვს გამიმხელთ როგორ მოვიკლავ თავს.
შენ რომ გირეკავ არ იღებ ან ამბობ დაგირეკო სხვა დროს, მე შენი საერთოდ აღარ მესმის, ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ფრთხილი ხარ, მგონი ვერ ხვდები, რომ შენი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, მშვიდად ვიძინებ, დღეს გრილი საღამოა ზაფხულის, მენატრები შენ ისეთი, როგორიც მიყვარდი.
შენ წახვედი ჩემგან შორს, არვიცი რას გრძნობ, მინდა ჩამოვაგდო თვითმფრინავი შენ რომ წაგიყვანს შორს.
ერთხელ მეც ავიფეთქებ თავს, სადმე თბილისის ცენტრში და მომიძღვნიან რეპორტაჟებს ბანძი ქართული ტელევიზიები, რა ბედნიერებაა, როცა ქართველი ჟურნალისტები ჩემნაირ ყლეზე ისაუბრებენ, შეგეცით ყველას.
მე ვცდილობ კაი ბიჭის დის ძუძუ პირში ჩავიდო, მე ვცდილობ გავეხუმრო მას და მოვეფერო, მე ვცდილობ ღმერთთან ვითამაშო მე ვცდილობ დავწერო ის, რაც თავში მომდის. ვფიქრობ მოსაწყენია ცხოვრება პრიმიტიული გულწრფელობის გარეშე.
ყველას თავისი სამოთხე აქვს, მაგრამ არავინ იცის როგორია ის. მათხოვე შენი ხელთათმანები, ზამთრის წინდები და თბილი დუტის კურტკა მე უნდა წავიდე ნორვეგიაში, ჩემს სამშობლოს არ აქვს ადგილი ჩემთვის, მაგრამ ის უღიმის ფარისეველ პოლიტიკოსებს.
ბავშვობიდან მძულდნენ კანონიერი ქურდები, კაი ბიჭები, ანუ მარტივად რომ ვთქვა ციხეგამოვლილი უმოტივაციო ყლეები.
ყოველთვის ვგრძნობდი და ვხედავდი როგორ ვერ იტანდნენ ერთმანეთს, და ცდილობდნენ სხვების ჩარჩოში მოქცევას, ყოველთვის ეს იყო მათი ყველაზე ცუდი თვისება.
მე კი ყოველთვის მიდგებოდა ჩემს უბანში მცხოვრებ კანონიერი ქურდის ცოლზე, რომელსაც 4 ნომერი მკერდი და ბმვ-ს ჯიპი ჰქონდა.
ალბათ კანონიერ ქურდსაც უდგებოდა მასზე, აი ამ დროს კი მე და მასს გვქონდა საერთო. ძალინ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც, ჩვენ ერთ ქალზე გვიდგებოდა.
*** პირველად როცა ტაძარში შევედი, ვიგრძენი სიმშვიდე, თუმცა ალბათ ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა იყო და არა ამ ქვის სახლის წყალობა.
ერთხელ ეკლესიაშიც ამიდგა, ლოცვისას ფიქრები გადაერთო სულ სხვა რამეზე და ვიგრძენი საშინელი ქაოსი საკუთარ ტვინში.
ეს ყველას გამოუცდია, უბრალოდ არავინ აღიარებს.
*** შენ ყოველ დილით უღიმოდი მსუქან მეპურეს, როცა ვიყავით ზღვაზე და ყოველ საღამოს ვხედავდი, რომ შენი შავი მკერდი ხდებოდა კიდევ უფრო შავი.
მე სიყვარული დამქონდა შენი და ყოველდილით ვკითხულობდი აკა მორჩილაძის სვეტებს და მახსენდებოდა სვეტიცხოვლის მეოთხე სვეტი.
ყოველი დღე ერთფეროვანია, ამიტომ გვინდა გაცევა გარეთ. მთავარია გავიქცეთ საკუთარი თავისგან და ღმერთისგან, რომ ერთხელ მაინც, შორიდან შევხედოთ მათ.
სიყვარული წვეთავს ჩვენი ზურგჩანთებიდან. ჯინსის ჯიბეებიდან. თვალებიდან, და ქრება ხმაურიან ქალაქში, უერთდება ამ უვიც მასას, მაგრამ როცა ვწვები კაი ბიჭის დასთან, ვხვდები, რომ ეს მასაც მე ვარ, ეს სიბნელეც მე ვარ, ყველა მშიერი მოხუცებული ცივ ქვაზე მჯდომი მე ვარ, ტერორისტიც მე ვარ, ეს ქალაქიც მე ვარ, და ეს ხმაურიც მე ვარ ღამე რო არ მაძინებს. და ამ ფიქრების შემდეგ აღარ მენანება დაღვრილი სიყვარული, მეც ჩვეულებრივი ვხდები.
ღმერთო მომეცი ორი ჭიქა ოპტიმიზმი და ორი ქილა ლუდი, სიყვარულისთვის არც ეს არის საკმარისი, მაგრამ ვიკმარებ გათენებაბმდე, და მერე რა ვქნა?
ღამეა, უბანში ყველას ძინავს, ნარკომანებს და კაი ბიჭებს, ვისაც არაფერი უყვარს ან მათ ვისაც მუსიკა უყვარს ლოცვაზე მეტად. იქნებ ისინი უსმენენ მუსიკას ამდროს და ოცნებობენ გაქცევაზე ოჯახისგან, მეგობრებისგან, ქვეყნისგან. ეშმაკებისგან და ღმერთებისგან,
ან სურთ ააფეთქონ პატარა ბავშვების ბაღი, რომ ნახონ სამოთხე სიკვდილის შემდეგ.
ხომ ვამბობდი ყველას თავისი სამოთხე აქვსთო.
ფანჯარას ვაღებ და თვითმკლელობაზე ვფიქრობ, თუმცა მსურს გამოვცე სკანდალური წიგნი და შემდეგ მოვკვდე.
უმჯობესია წერდე ლექსებს და მოკვდე უცნობი, ვიდრე მოკვდე უცნობი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ბანძი ქართული ტელევიზიები, >> ძალიან კარგად ნათქვამია.
ნორვეგია-ც უღიმის ფარისეველ პოლიტიკოსებს და ყველა სახელმწიფოც.
არაუშავდა. საერთო ჯამში. ბანძი ქართული ტელევიზიები, >> ძალიან კარგად ნათქვამია.
ნორვეგია-ც უღიმის ფარისეველ პოლიტიკოსებს და ყველა სახელმწიფოც.
არაუშავდა. საერთო ჯამში.
5. ბობ. (ახლა სადმე უნდა გავიქცე!) ბობ. (ახლა სადმე უნდა გავიქცე!)
3. საერთოდ, როგორც წესი, ცუდს კარგი ჯობია, თუ არ ჩავთვლით ჩვევებს, ამინდს და ამ ლექსებს საერთოდ, როგორც წესი, ცუდს კარგი ჯობია, თუ არ ჩავთვლით ჩვევებს, ამინდს და ამ ლექსებს
2. მოგეშვებოდა გულზე. :)
არავინ იცის სიცოცხლე აბონიმენტის ერთი ნაწილია თუ ერთჯერადი ბილეთი. ვფიქრობ საინტერესო თავგადასავალში მოგზაურობის საშუალებაა, მიუხედავად სირთულეებისა, აი რამდენად შესანიშნავს გავხდით მას ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თავისუფლებაც და ბედნიერებაც ჩვენს თავებშია, ძებნით კი სიხარული უნდა ვეძიოთ მხოლოდ, ხოლო თუ სხვების გახარებასაც შევძლებთ ეს ხომ სრული ბედნიერებაა.
"ყველას თავისი სამოთხე აქვს, მაგრამ არავინ იცის როგორია ის."
კი, მიგნება უჭირთ. :)
მოგეშვებოდა გულზე. :)
არავინ იცის სიცოცხლე აბონიმენტის ერთი ნაწილია თუ ერთჯერადი ბილეთი. ვფიქრობ საინტერესო თავგადასავალში მოგზაურობის საშუალებაა, მიუხედავად სირთულეებისა, აი რამდენად შესანიშნავს გავხდით მას ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თავისუფლებაც და ბედნიერებაც ჩვენს თავებშია, ძებნით კი სიხარული უნდა ვეძიოთ მხოლოდ, ხოლო თუ სხვების გახარებასაც შევძლებთ ეს ხომ სრული ბედნიერებაა.
"ყველას თავისი სამოთხე აქვს, მაგრამ არავინ იცის როგორია ის."
კი, მიგნება უჭირთ. :)
1. Ooo.... ...(....)...... .....)../........ .....(_/... უმჯობესია წერდე ლექსებს და მოკვდე უცნობი, ვიდრე მოკვდე უცნობი. Ooo.... ...(....)...... .....)../........ .....(_/... უმჯობესია წერდე ლექსებს და მოკვდე უცნობი, ვიდრე მოკვდე უცნობი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|