-ექიმო... -მოსაცდელში დაგველოდეთ. -რაღაც ხდება, ხომ ასეა? -ახალგაზრდავ! - აღელვებული უკან მოტრიალდა და ხელის მანევრით, "რუსკი" შეაჩერა - ის დაგვიბრუნდა, თუმცა კრიტიკულადაა. ასე, რომ აქ დაელოდეთ ჩვენს პასუხს. -კი მაგრამ, ჩემი შვილი... - თუმცა დედაჩემს არ დასცალდა კითხვის დასრულება, ექიმი მაშინვე გაუჩინარდა საოპერაციო კარების მიღმა.
-ის კარგად იქნება -ამხნევებდა "რუსკი" და ალბათ წამის მეათედში, ერთდროულად, რამოდენიმეჯერ ასწრებდა კარებისკენ გახედვას, პასუხის მოლოდინში. მე კიდევ... მე, განვაგრძობდი ბრძოლას გადარჩენისთვის. უფრო სწორად კი, ჩემი გული აგრძელებდა ბრძოლას სიცოცხლისათვის. ვგრძნობდი თუ როგორ დამტრიალებდა რამოდენიმე ადამიანი და როგორი ძალისხმევით ცდილობდნენ ისინი ჩემს დაბრუნებას. საოპერაციოში სრული ქაოსი იყო,ისევე როგორც იქ მყოფ პერსონალში. ერთი-მეორეს გადასძახებდა ხოლმე და თითქოს ქაოტურ სიტუაციაში, სრული მობილიზებით აგრძელებდნენ ოპერაციას. გულ სისხლძარღვთა სისტემაში მოძრაობა აღზდგა და გულმაც თავიდან შენელებული თემპით, თუმცა აღადგინდა მუშაობა და ექიმებმაც ღონე მიხდილებმა, დაიწყეს ლოდინი, იმის იმედით, რომ გამოფხიზლდებოდი. მოკლე დროის შემდგომ, ქუთუთოები მძიმედ ავსწიე და ისევ იგივე კადრი დამხვდა წინ. სახეზე დანათებული ეს უამრავი ნათურა და ექიმების გამოფიტული სახეები. -სანდრო. -.... -ის დაგვიბრუნდა, მეგობრებო...
***
ვფიქრობდი, რომ ჩემი განვლილი ცხოვრება მონასტრის კედლებს გარეთ დარჩებოდა,თუმცა ეს ასე არ მოხდა. გზა უბრალოდ არ გაგრძელებულა ომის შემდეგ და არც მე გამიგრძელებია საკუთარი თავის ძიება. თვეების განმავლობაში საწოლს მიჯაჭვული სიცოცხლეს ვებრძრძოდი, ფიქრებით კი დავხეტიალობდი ჩემს გონებაში და თავად ვქმნიდი რაღაც არა რეალურს. ამ ყველაფერს კი ნამდვილად არ დაუბრკოლებივარ, რადგან ბევრად ადრე მქონდა გადაწყვეტილი სასულიერო ცხოვრება და თუ როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი, უკვე ღმერთის ნება იყო. რთულია საერო ყოფაში გაუმკლავდე იმ საცდურებს, რასაც ცხოვრება გვიგზავნის, თუმცა მონასტერი სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანებს ანახებს თავის დაცემულ მდგომარეობას, შემდეგ კი ადამიანიდან გამომდინარეა, რამდენად გაიაზრებს თავის შეცდომებს და ამით კიდევ უფრო, მიუახლოვდება თუ არა ღმერთს. სწორედ ეს არის ჩემი სულიერი მდგომარეობა, რომ ყველაფრის და მიუხედავად ვიცი, თუ საით მივყავარ ჩემს სულსა და გონებას. გარკვეული დროის შემდეგ ჰოსპიტალიდანაც გამომწერეს და დავუბრუნდი იმ რეალურად ჭეშმარიტ ცხოვრებას,რომელზეც აღქმა მქონდა დაკარგული. დავუბრუნდი ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. იმ ადამიანს რომელებსაც ამ ხნის განმავლობაში არ მივუტოვებივართ, არც მე და არც ჩემს სარეცელთან მყოფი დედაჩემი. ახლა ზუსტად ვხვდები თუ რისი თქმა სურდა გაგას ჩემთვის და თუ სად, ან რატომ უნდა დავბრუნებულიყავი უკან! რეალურად კი მოხდა შემდეგი: იმ ტრაგიკულ დღეს, როდესაც ნული დაბომბეს მხოლოდ მე და "რუსკი" გადავურჩით სასწაულებრივად. გიო, ლევანი და საგუშაგოზე მყოფი ყველა ჯარისკაცი, მეთაურის ჩათვლით ადგილზევე დაიღუპნენ. იმ დროს, როდესაც საგუშაგოს გავცდით, "რუსკი" ჩვენზე ბევრად წინ იყო. ასე, რომ აფეთქებისას ის დიდად არ დაშავებულა და სწორედ მან შეძლო ჩემი უგონო სხეულის, სამშვიდობოზე გამოთრევა. რამოდენიმე დღეში კი ომიც დასრულდა. ამ ხნის შემდეგ კი ,თვეების განმავლობაში, მას ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ და სიზმრად, სწორედ ამაზე მიმანიშნებდა გაგა. სწორედ ამიტომ არ იყო ჩემს წარმოსახვაში "რუსკი", რადგან ის ცოცხალი გადაურჩა ომს. გაგასთან ერთად კი ჩემი ბავშვობის მეგობარი- გიოც დავკარგე. ეს ნამდვილად იყო კიდევ ერთი ტრაგედია ჩემთვის, რადგან, რაც ბედნიერს ხდიდა ჩემს ცხოვრებას და ალამაზებდა, ახალგაზრდული ენერგიით ეს, გაგა და გიო იყვნენ. მთელი ეს შეგნებული გზა მათთან ერთად გავიარე და რაა?... აღარც არაფერი. თურმე რა მარტივად შეიძლება განგებისთვის, ახალგაზრდა სიცოცხლის მოსპობა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია, ეს ჩემი ქვეყნის სისხლიანი ფურცელია, რომელშიც კიდევ ერთი ამბავი დაიწერა, ქართველ გმირებზე. ომი სწორედ იმ გზის ნაწილი იყო, რომელიც განვლე ღმერთის ძიებაში და რომელიც სულიერი განწმენდის ძალიან მძიმე და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. არ ვიცი წინ რა მელოდება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, უკან მოხედვისას სიამაყით ავივსები, რომ უკანასკნელ ამოსუმთქვამდე, მე ვიცავდი ამ ბიჭებთან ერთად, საქართველოს მიწა-წყალს და რომ მე, ჭეშმარიტად ვიხილე ქართული სულის სიძლიერე. სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს ძალას, რომ ყველაფრის და მიუხედავად ისევ წამოვდგე და გავაგრძელო ცხოვრება. კვლავ დავუბრუნდე ჩემს თავსა და მეგობრებს. მადლობა მათ, ამისთვის. ახლობლებთან შეხვედრა კი ემოციურად ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. სახლში შესვლაც კი ვერ მოვახერხე, რადგან სათითაოდ მოდიოდნენ ჩემთან და ასე მდუმარედ ვეხუტებოდი ყველას, მათ კი ,თითქოს ჩემი გაშვება აღარ უნდოდათ საკუთარი მკლავებიდან. ცრემლებს ვერც ერთი მათგანი ვერ იკავებდა და აქ უკვე მათი თვალები მეტყველებდნენ ყველაფერზე. ის აცრემლებული თვალები ,რომლებასაც ასე სწყუროდათ თვეების განმავლობაში ჩემი უკან დაბრუნების ხილვა. სახლის წინ, ეზო სავსე იყო ხალხით, ხომ გეუბნებით ყველანი აქ იყვნენ, ყველანი. ილო, ნინი, გაგას დედა და მისი და- მარიამი, აქ იყვნენ გიოს მშობლებიც და "რუსკიც". პატარა მარიამი წამით არ მშორდებოდა, ხოლო ცოტახნის შემდეგ გიოს მშობლებიც მომიახლოვდნენ. დედამისი წამით შეფერხდა, შემდეგ კი გულში ჩამიკრა და... "ჩვენ ვამაყობთ თქვენით, სანდრო." ჩამჩურჩულა აღელვებულმა, შემდეგ კი თვალებში ჩამხედა, თითქოს და გიოს ანარეკლს ეძებდა ჩემში. "დაბრუნებას გილოცავ, სანდრო" - ხელი ჩამომართვა გიოს მამამაც. მე კიდევ განვაგრძობდი მათ ყურებას და ვცდილობდი ყოველი სიტყვა, ყოველი ემოცია აღმექვა. მალე სახლშიც გადავინაცვლეთ, როდესაც " რუსკიმ" ხელი მომკიდა და ცალკე გავედით, ყველასგან მოშორებით. იქვე მახლობლად შევჩერდი ის კი ჩემს წინ ჩამოჯდა და გამიღიმა. -მე ვცდებოდი, სანდრო? -რაში? -ღმერთში... -რას გულისხმობ? -მახსოვს შენ მეუბნებოდი, რომ ღმერთი იქ იყო ომში, ჩვენს გვერდით და თუ მისი ნება იქნებოდა, სწორედ ჩვენ ორნი დავაღწევდით თავს იმ "ჯოჯოხეთს". -მერე? -ჩვენ ცოცხლები დავბრუნდით, სანდრო. სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენ ორნი, თუმცა დავბრუნდით. -თუმცა, არა ასეთი ფინალით - თავი უცნაურად ვიგრძენი და ფეხზე წამოვდექი. -მე ამის იმედიც კი არ მქონდა. -ბიჭები სად არიან დასაფლავებულები? -ძმათა სასაფლაოზე. -წავედით.... -ახლა?-გაიკვირვა "რუსკიმ" -ახლა.
***
საღამო ხანი იქნებოდა, როდესაც იქ ავედით. რამოდენიმე წუთით შევყოვნდი, შემდეგ კი ბიჭებთან ერთად გადავედი მანქანიდან. ყველანი აქ იყვნენ დასაფლავებულები. მეთაური, სხირტლაძე, მაგომედოვი, ზაზაძე, სულხანიშვილი, ლევანი და გიოც. მდუმარეთ გადავხედე იქაურობას, გიოს საფლავთან მისულმა, კი ვიგრძენი, თუ როგორ შემეკრა სუნთქვა და როგორ გაიყანა ჩემს ძარღვებში სისხლი. მუშტს როგორ ძლიერად ვუჭერდი, გახევებული სიმწრისგან. ყველაფრის და მიუხედავად მე უნდა მოვსულიყავი აქ და ცხადად მენახა მათი საფლავები. ნამდვილად მძიმეა ასეთი სურათის ნახვა ,თუმცა ბავშვობის მეგობრის აქ ხილვა, ეს ენით აღუწერილი ტკივილი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მან არ მიმატოვა, მომძებნა ტყვიების ქარცეცხლში და ჩემთან ერთად განაგრძო თავდაცვითი ოპერაცია. მახსოვს ხშირად მეკითხებოდა, მითუმეტეს გაგას დაღუპვის შემდეგ, თუ რა იქნებოდა მომავალში? როგორ უნდა გაგვერგრძელებინა ცხოვრება. მე კიდევ ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ მთავარია ერთად ვყოფილიყავით, დანარჩენი კი კარგად იქნებოდა, ყველაფერი. ვპირდებოდი, რომ მას არასდროს მივატოვებდი, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ერთბაშად, უამრავმა მოგენაბამ მოიყარა, გონებაში თავი და კადრებად ვხედავდი მასთან ერთად გატარებულ თითოეულ დღეს. მახსენდებოდა მისი და გაგას დარიგებები და ერთად გატარებული დრო. წარმოუდგნელი სიცარიელე ვიგძენი სულში და უხმოდ გავშორდი საფლავს, რა დროსაც "რუსკი" და ილოც თან გამომყვნენ. -სანდრიკ... -... -აჯობებს წავიდეთ. -ცოტა ხანში - გავხედე მათ და დაბლა დახრილი მზერით, ოდნავ მოშორებით გავედი.
-მგონი ნაადრევი იყო მისი აქ მოყვანა...- "რუსკის" მიუტრიალდა ილო. -აზრი არ აქვს, ხომ იცი მასთან კამათს. სწორედ მაშინ კი დავფიქრდი გიოს სიტყვებზე თუ რა მოხდებოდა შემდეგ, თუ რა იქნებოდა წინ? მართალია, ჩემმა კომატოზურმა მდგომარეობამ სრული აღქმა დამაკარგვინა რეალობასთან, თუმცა გულის სიღმეში ხომ მე, მაინც მინდოდა მონასტერში წასვლა და ჩემი დარჩენილი ცხოვრების უფლისთვის მინდობა. მაშინ რაღა აზრი აქვს რა იყო უკან და რა შევქმენი ჩემი წარმოსახვით, თვეების განმავლობაში, უგონოდ ყოფნის დროს. ჩემი ეს გადაწყვეტილება, ხომ ისედაც ჭეშმარიტია და არც ერთი წინაღობა არ შეცვლის მას. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემი სული იქნება ბედნიერი და მიაღწევს იმ სიმშვიდეს, რაც ასე მაკლდა ყოველთვის. მთავარია ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გამიგონ ამ ყველაფრის შემდეგ, სხვა დანარჩენი კი, მაინც მოხდება. ამ ფიქრების შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე და ისევ ბიჭებს მივუტრიალდი: -კარგი, წავიდეთ...
*** უკან დაბრუნებულს ბევრი არც მიფიქრია. რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრებს ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.ბუნებრივია რეაქციები არა ერთგვაროვანი იყო. საუბრისას ილო და "რუსკიც" იქ იყვნენ. დედას ცრემლები მოადგა და ოთახიდან გავიდა ხოლო მამაჩემი თვალ მოუშორებლად მიყურებდა, თუმცა არც არაფრის თქმას არ ჩქარობდა. ბიჭებიც, მოულოდნელობისგან დადუმებულები ისხდნენ და გაურკვეველი მზერით გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. სიჩუმე, ილომ დაარღვია, რომელმაც მკითხა იცოდა თუ არა, მამა ზენონმა ეს ყველაფერი, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მან დიდი ხნით ადრე გაიგო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე მათიც მესმოდა, რომ ზედმეტად მოულოდნელი იყო ჩემი ეს გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებლად გადაჭრით უნდა მეთქვა ყოველივე, რადგან ეჭვი არ შეპარვოდათ იმაში , რომ მცდარ ნაბიჯს არ ვდგამდი ცხოვრებაში. საუბრის მიწურულს მამაჩემი წამოდგა, რომელიც აღელვებული ჩანდა. მომიახლოვდა და ძლიერად ჩამიკრა: - ძალიან მძიმეა, თუმცა მშობლის ბედნიერება ხომ ის არის, როდესაც შვილი ბედნიერია. ყოველივე იმის შემდეგ, რაც შენ გადაგხდა თავს, ყოველი იმის შემდეგ, რასაც თავად მიაღწიე, შენ მიდიხარ და თმობ ყოველივეს გარდა უფლისა. მაშინ, გზას დაგილოცავ შვილო... - მე არ გთმობთ თქვენ. თქვენი სანდრო, ყოველთვის თქვენთან იქნება - ვუთხარი მას და თან, კარების ზღურბლთან მდგარ დედას გავხედე. ის ისევ აცრემლებული იდგა, უცვლელად. -დედა... -არ შემიძლია -თავი გაიქნია და ისევ მოეფარა თვალს. -მასაც უნდა გაუგო, სანდრიკ. შენ, შენი ქვეყნისთვის იბრძოლე. დარჩენილი პერიოდი კი, შენი მშობლები უყურებდნენ,სარეცელზე მყოფ თავიანთ ცოცხალ-მკვდარ შვილს. აგვისტოს ომმა, ხომ მათ ოჯახზეც "გაიარა". ჩვენთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი. -თქვა ილომ. -ესეიგი ბერობა? -თითქოს ჩურჩულით მკითხა, "რუსკიმ" -დროა... -მოკლედ მოვუჭერი და ოთახიდან გავედი. ბარგს ვალაგებდი თუმცა ჩემი გონება დედაჩემისკენ იყო, ერთი კედლის იქით. მესმოდა მისი და მამაჩემის საუბარი, ჩემში კი ათასგავრი ემოცია ტრიალებდა შიგნით. ვხვდებოდი, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მაპატიებდა ჩემს ამ არჩევანს. გააზრებული მქონდა მთელი ის სიმძიმეც, რაც ამ ყველაფერს მოყვებოდა აღიარების შემდეგ. მალევე მოვაგროვე ყველაფერი და ისევ ბიჭებისკენ გავემართე. ისინიც ისევ ისე ისხდნენ, უჩუმრად, როგორც დავტოვე რამოდენიმე წუთის წინ. წამით შევჩერდი, შემდეგ კი ისევ "რუსკიმ" შემნიშნა. -წავედით? -კი, წავიდეთ... გასვლისას მამაჩემიც გამოვიდა და ისევ გადამეხვია. რაომდენიმე წუთს ასე ვიდექით ორივე, ჩემი მზერა კი ისევ ოთახისკენ იყო მიმართული. -დედა? -ახლა არა, სანდრო. მას დრო დაჭირდება... -კარგი- ვუპასუხე მას და "რუსკის" მივუბრუნდი -წავედით! - კიბეებზე სწრაფად დავეშვით და გარეთ გავედით მანქანასთან. ალბათ გგონიათ, რომ ყველაფერი ასე დასრულდება? ჩემი ცხოვრება, ხომ მუდამ მოულოდნელობით იყო აღსავსე. ბევრი რამ თავისდაუნებურად ხდებოდა, ხოლო განგება მუდამ მიწყობდა ათასგვარ გამოცდას. იყო უამრავი სიახლე და ბევრ საინტერესო ადამიანსაც შევხვდი ცხოვრების განმავლობაში. ამ ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლე და ეს ყველაფერი ერთად ჰქმნიდა ადამიანს, სახელად - სანდრო ტაბატაძეს. ვიცი რა არის სიყვარული, რა არის მეგობრობა, თავდადება და ის სულისკვეთება, რაც ნამდვილად არ აკლდა არასდროს ჩემს ერს. თითქმის არაფრის ნაკლებობას არ განვიცდიდი ცხოვრებაში რადგან, ბევრი კარგი მეგობარი მყავდა გვერდით და ისინი მავსებდნენ თავიდან ბოლომდე, თავიანთი სიყვარულით. სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრება. ის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული არის, იყო და იქნება.. ახლა კი, თუ რატომ შევეხე მოულოდნელობით აღსავსე სიახლეებს. მონასტრისკენ გზად მიმავალმა მანქანიდან მარიამი შევნინე, რომელსაც ჩემს წარმოსახვაში უნდა ეარსება რეალურად ,თუმცა ის ჩემი სახლის მახლობლად ქუჩაზე მშვიდად მიაბიჯებდა. -გააჩერე! -ვუთხარი "რუსკის" და მანქანიდან გადავხტი. -ერთი წუთით... -პირდაპირ მისკენ გავემართე -უკაცრავად -დიახ? -აღელვებული მამაკაცის ფონზე, ისიც გაკვირვებული ჩანდა -გისმენთ? -მაინტერესებს რა გქვიათ? -ვერ მიგიხვდით? -უბრალოდ თქვენი სახელი მაინტერესებს, სულ ესაა... -ვუყურებდი მას და არ მჯეროდა, რომ ის რეალურადაც არსებობდა, თუმცა ადამიანის გონებას ხომ ,ისედაც არ შეუძლია, დამოუკიდებლად შექმნას ადამიანის სახება. მას აუცილებლად უნდა ეარსება. -მე ელენე ვარ... -ესეიგი ელენე... კარგი, გასაგებია. -ვუთხარი მას და ზედმეტი კითხვების გარეშე, ისევ მანქანისკენ შევტრიალდი. -ვინ იყო? -უკან დაბრუნებისას მკითხა "რუსკიმ" -ის ელენეა... -ვიინ? -არავინ -"რუსკის" ამ კითხვაზე, რატომღაც გამეღიმა - სხვა დროს მოგიყვები...
*** მანქანა მონასტრის გადასახვევთან შევაჩერეთ და წამით გადავხედეთ ერთმანეთს. -აქედან შორს არის? -მკითხა "რუსკიმ" -რადგან აქამდე მოვედი, უკვე აღარ. -დედაზე ნუ ინერვიულებ, ის აუცილებლად გაგიგებს. -მეც მჯერა ამის. -დასრულდა, სანდრიკ. ყველაფერი უკან დარჩა. ახლა კი ახალი გზა იწყება, შენს ცხოვრებაში. -აწი არ ვიცი რა და როგორ მოხდება. მხოლოდ, ის ვიცი, რომ შემწევს ძალა ამ მძიმე ჯვრის ტვირთებისა და აქედან გადასული, მთლიანად უფალს მივანდობ, ჩემს თავსა და დარჩენილ ცხოვრებას. -მომენატრება, სანდრიკა -გაეღიმა "რუსკის" -მე აქ ვიქნები, მეგობარო -ვუთხარი მას და მანქანიდან გადავედი. ნელ-ნელა გზას მივუყვებოდი ,ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც "რუსკი" მოულოდნელად მანქანიდან გადმოხტა და ომის დროინდელი კითხვა გამიმეორა. -სანდრიკ. უჩუმრად მისკენ მოვტრიალდი... -ღმერთი სად არის, სანდრიკ? -ის აქ არის.
_დასასრული_
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა ასეთი შეფასებებისთვის. ვაპირებ ხელახლა გადავწერო, უფრო განვავრცო და სიახლეებიც შევიტანო ნაწარმოებში. გაიხარეთ ქალბატონო, თამარ. გაფასებთ! მადლობა ასეთი შეფასებებისთვის. ვაპირებ ხელახლა გადავწერო, უფრო განვავრცო და სიახლეებიც შევიტანო ნაწარმოებში. გაიხარეთ ქალბატონო, თამარ. გაფასებთ!
5. გიო, ამას დაჯდომა, ჩაჯდომა და დამუშავება სჭირდება... გულდასმით დამუშავება, ზერელედ კი არა? და მართლა ძალიან კარგი ნაწარმოები დადგება. ახლა კი ის ჯერ მხოლოდ დუღილშეპარული ყურძნის წვენია, მაჭრადაც რომ არ ჩამოყალიბებულა. დაღვინება სჭირდება...
იმედი მაქვს, ზრუნვას და ხელისშევლებას არ მოაკლებ, რათა ყველამ შესძლოს გემრიელი ღვინის მირთმევა, პირველ ყოვლისა კი - თავად შენ!... გიო, ამას დაჯდომა, ჩაჯდომა და დამუშავება სჭირდება... გულდასმით დამუშავება, ზერელედ კი არა? და მართლა ძალიან კარგი ნაწარმოები დადგება. ახლა კი ის ჯერ მხოლოდ დუღილშეპარული ყურძნის წვენია, მაჭრადაც რომ არ ჩამოყალიბებულა. დაღვინება სჭირდება...
იმედი მაქვს, ზრუნვას და ხელისშევლებას არ მოაკლებ, რათა ყველამ შესძლოს გემრიელი ღვინის მირთმევა, პირველ ყოვლისა კი - თავად შენ!...
4. კარგი ფინალი იყო, საინტერესო სიუჟეტით და საინტერესო პერსონაჟებით... მომეწონა... წარმატებები ავტორო... კარგი ფინალი იყო, საინტერესო სიუჟეტით და საინტერესო პერსონაჟებით... მომეწონა... წარმატებები ავტორო...
3. მომეწონა ფინალიც და ისიც, რომ ერთი თვე არ მალოდინე.
ხომ გაისუფთავე სული? ახლა შეისვენე და მერე სხვა სიუჟეტით მოდი და ესეც გადაამუშავე. კარგი რამე გამოვა.
5.
მომეწონა ფინალიც და ისიც, რომ ერთი თვე არ მალოდინე.
ხომ გაისუფთავე სული? ახლა შეისვენე და მერე სხვა სიუჟეტით მოდი და ესეც გადაამუშავე. კარგი რამე გამოვა.
5.
2. გაიხარე მუხა ))) უღრმესი მადლობა გაიხარე მუხა ))) უღრმესი მადლობა
1. წავიკითხე ძალიან კარგია, საინტერესო ფინალია.
".ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია, ეს ჩემი ქვეყნის სისხლიანი ფურცელია, რომელშიც კიდევ ერთი ამბავი დაიწერა, ქართველ გმირებზე. "
დიდება გმირებს
წავიკითხე ძალიან კარგია, საინტერესო ფინალია.
".ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია, ეს ჩემი ქვეყნის სისხლიანი ფურცელია, რომელშიც კიდევ ერთი ამბავი დაიწერა, ქართველ გმირებზე. "
დიდება გმირებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|