(რომანი - ზღაპარი)
იყო და არა იყო რა . . . იყო ერთი პატარა გოგონა, რომელსაც თ ე ო ნ ა ერქვა.
ჩვეულებრივი გოგონა იყო, არაფრით გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით მის უძირო ზღვისფერ თვალებს, წელამდე დაყრილ მზისფერ თმებსა და მუდამ მოცინარ სახეს.... კეთილი გოგონა იყო, ნიჭიერიც, ჭკვიანიც, მამაციც, უშიშარიც და... საოცრად გულუბრყვილოც!.. ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა... ყოველ შემთხვევაში, მას ასე სჯეროდა!... სჯეროდა, რომ დედამიწა მხოლოდ კეთილი ადამიანებით უნდა ყოფილიყო დასახლებული და ყოველი ბოროტება, თუნდაც სხვის მიმართ ჩადენილი, ისე სტკენდა გულს, თითქოს თავად ყოფილიყო ამ ბოროტების ადრესატი.
ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, არაფრით გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით მის უჩვეულო სიზმრებს... ჰო, ნუ გეცინებათ, მის უჩვეულო, ფერად, მრავალსერიან სიზმრებს, რომლებშიც თეონა სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ულამაზესი და უჩვეულო ცხოვრებით!!! და თავადაც ვეღარ აცნობიერებდა, სად ერჩივნა ყოფნა: აქ, საჩვენოში, თუ იქ, სიზმარეთში.
თეონას „მოგზაურობა იმქვეყნად” 19 იანვარს, ნათლისღების ღამეს დაიწყო.
სიზმარში ნახა, ვითომ ჩვეულებრივი, სწორი გზა, რომელზეც მიდიოდა, უცებ ყინულად გადაიქცა და თეონაც ამ ყინულზე დასრიალდა. გზა უეცრად დაბლა დაეშვა. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რომ ციცაბო თავდაღმართზე ხელი ვერაფერს მოჰკიდა და გონდაკარგული სადღაც უფსკრულში ჩავარდა. თვალი რომ გაახილა, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს ჰყავდა ხელში აყვანილი. რომ დააკვირდა, მასში ბაბუამისი შეიცნო, რომელიც თეონას დაბადებამდე 28 წლით ადრე, 31 წლის ასაკში გარდაცვლილა.
ბაბუამ დაბლა ჩამოსვა და უთხრა: - თეონა, შვილო, აქ რამ მოგიყვანა?! შენი აქ დარჩენა არ შეიძლება. ძალა მოიკრიბე, აქედან უნდა გახვიდე. ხედავ გვირაბს? ამ გვირაბის მიღმა გალავანია. გალავნის კარი ჯერ ღიაა. კართან მას სძინავს (თუ ვის - ეს, არ უთქვამს), ნახევარ საათში გაიღვიძებს და კარს ჩაკეტავს. მერე ვეღარ გახვალ, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, - ამ სიტყვებით თეონა გვირაბში შეიყვანა, თან იმას ცდილობდა, მის ზურგს უკან, ჭიშკარში არ შეეხედა.
თეონამ ერთი წამით მაინც მოასწრო და ჭიშკარს თვალი შეავლო.
ჭიშკარი ოდნავ იყო გამოღებული, საიდანაც საოცარი ცისფერი შუქი იღვრებოდა. იმ ცისფერი სინათლის გარდა არაფერი დაუნახავს.
ბაბუა აჩქარებდა, მაგრამ გვირაბი საკმაოდ გრძელი იყო. ცისფერი სინათლე თავისკენ მაგნიტივით იზიდავდა. გვირაბს მხოლოდ ცისფერი და ყვითელი მანათობელი ბურთულები აშუქებდნენ, რომლებიც მდორედ მოფრინავდნენ მათკენ, უფრო ზუსტად კი - იმ ცისფერი სინათლისაკენ. ბაბუა გვირაბის მთლიან პერიმეტრზე გავლებულ მანათობელ ზოლთან შეჩერდა. ამ ზოლიდან გამომავალი სინათლე ფოტოაპარატის დიაფრაგმის მსგავს „ფარდას” ქმნიდა. ის მანათობელი ბურთულები ამ „ფარდის” ცენტრში არსებული ჭუჭრუტანიდან იმპულსურად გამოიტყორცნებოდნენ, კონების სახით. - ჩვენ ამ ზოლის იქეთ გადასვლის უფლება არ გვაქვს. აქედან შენით უნდა წახვიდე. - უთხრა ბაბუამ, შემდეგ მთელი ძალით ჰკრა ხელი და იმ „ფარდის” აქეთ გადმოაგდო. „ფარდის” აქეთ ცისფერ სინათლეს მაგნიტური ძალა აღარ ჰქონდა, გვირაბში კი ბურთულები აღარ დაფრინავდნენ. ძალადაკარგულმა თეონამ ჩოქვითა და ფორთხვით გამოაღწია გვირაბიდან. გვირაბის ბოლოს მართლაც ეძინა თეთრწვერა, თეთრებში ჩაცმულ მოხუცს. თეონამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და, ის იყო, შავი ფერის ჭიშკარში უნდა გამოსულიყო, რომ... - ეს ვინ მიიპარება აქედან?! როგორ გაბედე?!... - იყვირა ვიღაცამ და კაბაზე ხელი სტაცა. იმ მოხუცს გაღვიძებოდა. თეონას სახეზე რომ შეხედა, გაუკვირდა: - შენ აქ საიდან გაჩნდი? ჯერ შენთვის ძალიან ადრეა აქ მოსვლა! ახლავე წადი აქედან და, დაუკითხავად მოსვლა კი არა, იმის გახსენებაც აღარ გაბედო, რაც აქ ნახე!!!... შეშინებულმა თეონამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და იმ შავი ჭიშკრის მიღმა აღმოჩნდა. კარი მაშინვე დაიკეტა და... გაქრა! გაქრა ყველაფერი: გვირაბიც, გალავანიც თავისი შავი და ლურჯი ჭიშკრებით, ის თეთრწვერა მოხუციცა და ბაბუაც... თეონას ირგვლივ თვალუწვდენელი უდაბნო გაშლილიყო... ამაზე გაეღვიძა. მთელი წელი თვალწინ ედგა თეონას ის ლურჯი ჭიშკარი და იქიდან გადმოღვრილი ცისფერი სინათლე.
*** მამა-ღმერთის სამყოფელი.
მამა-ღმერთი ტახტზე ზის დაფიქრებული. წინასწარ ხედავს, როგორ გაუჭირდება მისი ერთ-ერთი ქალიშვილის - გ ე ა ს სახლს, პლანეტა გეას! გეაზე არის ქვეყანა, რომელშიც ისევე იყურება მამა-ღმერთი, როგორც მისი ქალიშვილის თვალებში... თვალები ხომ არასოდეს ტყუიან! ხედავს მამა-ღმერთი, თანდათან როგორ იბუდებს იქ, იმ ქვეყნის გულში სიცივე... იმ ქვეყანას ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჰქვია! რა იღონოს, რით დაეხმაროს?! როგორ შეუშროს ცრემლები გეას და როგორ გაუთბოს გული საქართველოს? - „სითბო გჭირდება, გეა, სითბო!” - ფიქრობს და თვალს არ აშორებს ცისფერ პლანეტას!... - მეუფეო, თაია გეახლათ! - მოახსენეს მამა-ღმერთს ქერუბიმებმა.
„თაია! - აი ხსნა! აი, ის სითბო, ის ენერგია, რომელიც სჭირდება გეას! მაგრამ როგორ გაგზავნოს თაია გეასთან? ეს არასოდეს მომხდარა!”...
ტახტთან ულამაზესი ასული მივიდა და მამა-ღმერთის წინ გაჩერდა. - რა მოხდა, თაია?! რატომ მოხვედი?! ხომ არაფერი გაგიჭირდა?!... - არა!... მამა, შენი ძახილი მომესმა, სითბოს და სინათლეს ნატრობდი... ნება მომეცი, შენი სურვილი შევასრულო.
მამა-ღმერთს თაია გეას გადასარჩენად სჭირდება... სულ ერთი ბრუნია საჭირო, მაგრამ თაიას ერთი ბრუნი გეას 25 წლის ტოლფასია! გაუძლებს კი ამხელა ვადას თაია? ვერა, ვერ გაუძლებს!...
- თაია შენს პლანეტაზე, დაბრუნდი! გეას გადასარჩენად სხვა რამეს მოვიფიქრებ... - სხვას?... მამა, შენ რაღაც მოიფიქრე და არ მეუბნები?!... - ჰო... - მე გისმენ, მამა... - თუმცა, გეტყვი: გეაზე უნდა გამეგზავნე, მაგრამ... მაშინ თაიას უშენოდ მოუწევს ყოფნა ერთი ბრუნი. - ერთი ბრუნი?! მთელი ერთი ბრუნით ჩაქრება თაია?!.. განადგურდება სიცოცხლე?!.. თაია მკვდარ პლანეტად იქცევა?!.. - შიში ჩაუდგა თვალებში თაიას. - არა! რა თქმა უნდა, არა!.. არ ჩაქრება, არც განადგურდება! მე თავად მივაწვდი მისთვის აუცილებელ ენერგიას!.. - და იგივეს ვერ გააკეთებ გეასთვის? - ვერა!... - ჩემი გაშვება გეაზე რა ფორმით გინდოდა, ან სად?.. - საქართველოში... ფორმა - შენ ამოირჩიე: მთად აღიმართები, ველად გაიშლები თუ მდინარედ გადმოდინდები!... - თუ წავალ, მხოლოდ ა დ ა მ ი ა ნ ა დ! - თაია, ეს შეუძლებელია! შენთვის არ შეიძლება ადამიანად განსხეულება! შენ ვერ შეეგუები ადამიანად ყოფნას! - მამა, გთხოვ... ერთი ბრუნის განმავლობაში ხომ უნდა გაუძლოს თაიამ უჩემობას? მეც გავუძლებ ადამიანში განსხეულებას! სხვა პირობით მე იქ არ წავალ!... - თაია, დაფიქრდი!.. შენ უარყოფითი მუხტის მქონე ფლუიდები არ გაგაჩნია! ეს კი აუცილებელია ადამიანისათვის! - მამა, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა, არჩევანი კი - შენზეა დამოკიდებული: ან ვბრუნდები თაიაზე, ან ადამიანის სხეულით მივდივარ გეაზე!... - მიგიღებენ კი გეაზე? მათ არ უყვართ გამორჩეულნი! - ძალა შენს ხელშია! გამიშვი ისე, რომ ვერავინ მიხვდეს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში!...
ტახტთან ერთ-ერთი ქერუბიმი მიფრინდა: - მეუფეო, თქვენი სამყოფელის წინ ახალგაზრდა 15-16 წლის გოგონა შევაჩერეთ, თეონა! შემთხვევით მოხვედრილა აქ... ბაბუამისი არ უშვებს, თავად კი - აქეთ უნდა შემოსვლა?! - თეონა?! ეს ბედია, თაია! გაცვლა მოხდება!... “თ” - “თ”-თი შეიცვლება!!!
(გაგრელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ნაწარმოები მომეწონა, ეს არის ვატყობ სიმართლის , ფანტასტიკის და მისტიკის ნარევი. მინდა სიმართლისას მივყვე. ნაწარმოები მომეწონა, ეს არის ვატყობ სიმართლის , ფანტასტიკის და მისტიკის ნარევი. მინდა სიმართლისას მივყვე.
42. ახლა ვიწყებ კითხვას:) ახლა ვიწყებ კითხვას:)
41. ვაიმე,დამრჩნენ ბავშვები მშიერი,ვერ ავდგები აქედან! :D ვაიმე,დამრჩნენ ბავშვები მშიერი,ვერ ავდგები აქედან! :D
39. აბა, შენ იცი! :))))) აბა, შენ იცი! :)))))
38. ძალიან მაგარია თამარ! აქამდე ქულებს ვერ ვტოვებდი,რეგისტრირებული არ ვიყავი,ეხლა ჩავყვები და ყველას დავუწერ...:):):) ძალიან მაგარია თამარ! აქამდე ქულებს ვერ ვტოვებდი,რეგისტრირებული არ ვიყავი,ეხლა ჩავყვები და ყველას დავუწერ...:):):)
37. ეს ღამე კომპიუტერთან უნდა გავათენო და მივყვეთ თავიდან... ეს ღამე კომპიუტერთან უნდა გავათენო და მივყვეთ თავიდან...
36. ვახ,მართლაც რა საინტერესოა...ძალიან დამაინტერესა...მეც ვნახავ გაგრძელებას :) ვახ,მართლაც რა საინტერესოა...ძალიან დამაინტერესა...მეც ვნახავ გაგრძელებას :)
35. :) :) :) უკვე დამაინტერესა... ვნახოთ აბა იქეთ რა ხდება :) :) :) :) უკვე დამაინტერესა... ვნახოთ აბა იქეთ რა ხდება :)
34. დიდი განძია ადამიანობა დიდი განძია ადამიანობა
33. ძალიან მომეწონა, რატომ გამომეპარა? მიკვირს. +2 ძალიან მომეწონა, რატომ გამომეპარა? მიკვირს. +2
32. თუ წავალ, მხოლოდ ა დ ა მ ი ა ნ ა დ! ................................ ;) :) :) თუ წავალ, მხოლოდ ა დ ა მ ი ა ნ ა დ! ................................ ;) :) :)
31. მომეწონა თეონა! გოგო თუ გამიჩნდა, თეონას დავარქმევ! :) მომეწონა თეონა! გოგო თუ გამიჩნდა, თეონას დავარქმევ! :)
30. სად არის თაია?! ძალიან მიყვარს! 5 სად არის თაია?! ძალიან მიყვარს! 5
28. თამრი, ზღაპრების წერაც დაიწყე? მაგრამ ეს რომ ზღაპარი არ არის? მაგარია! 5 თამრი, ზღაპრების წერაც დაიწყე? მაგრამ ეს რომ ზღაპარი არ არის? მაგარია! 5
26. :) გამიხარდა... ახალი რომანი, თბილი რომან-ზღაპარი :) გამიხარდა... ახალი რომანი, თბილი რომან-ზღაპარი
25. "ზღაპარ-რომანი" არა, "რომან-ზღაპარი"! "ზღაპარ-რომანი" - ზღაპარია, რომანის სტილში დაწერილი... "რომან-ზღაპარი" კი - რომანია, რომელსაც ზოგი ზღაპრად აღიქვამს და ზოგიც - რეალობად! მე არ ვიტყვი, სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება ზღაპარი... ამის გარჩევა - თქვენთვის მომინდვია! "ზღაპარ-რომანი" არა, "რომან-ზღაპარი"! "ზღაპარ-რომანი" - ზღაპარია, რომანის სტილში დაწერილი... "რომან-ზღაპარი" კი - რომანია, რომელსაც ზოგი ზღაპრად აღიქვამს და ზოგიც - რეალობად! მე არ ვიტყვი, სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება ზღაპარი... ამის გარჩევა - თქვენთვის მომინდვია!
24. თამრო, წავიკითხე...როგორც ზღაპარ-რომანი (კარგად თქვა მატემ) მომეწონა...5 თამრო, წავიკითხე...როგორც ზღაპარ-რომანი (კარგად თქვა მატემ) მომეწონა...5
23. მეც ყველას გილოცავთ ძველახალ წელს! მრავალს დაესწარით! მეც ყველას გილოცავთ ძველახალ წელს! მრავალს დაესწარით!
22. საინტერესოა,ზოგი რამ მეცნობა... გილოცავ თამარ! :-* საინტერესოა,ზოგი რამ მეცნობა... გილოცავ თამარ! :-*
21. საინტერესოა საინტერესოა
20. ჰო, გამორჩეულები გეაზე არ უყვართ ეგ სიმართლეა :) ძალიან ლამაზად წეერ თაამ :) მიყვარხაარ :-* ჰო, გამორჩეულები გეაზე არ უყვართ ეგ სიმართლეა :) ძალიან ლამაზად წეერ თაამ :) მიყვარხაარ :-*
19. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
18. საინტერესოა ამიერიდან დავიწყე კითხვა პროზის 5555 ველოდები შემდეგს საინტერესოა ამიერიდან დავიწყე კითხვა პროზის 5555 ველოდები შემდეგს
17. უჩვეულო, ფერად, მრავალსერიან სიზმრებს, რომლებშიც თეონა სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ულამაზესი და უჩვეულო ცხოვრებით!!! მეც :)) გილოცავ თამარ ძველით ახალ წელს :-* უჩვეულო, ფერად, მრავალსერიან სიზმრებს, რომლებშიც თეონა სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ულამაზესი და უჩვეულო ცხოვრებით!!! მეც :)) გილოცავ თამარ ძველით ახალ წელს :-*
16. ნახევრად ზღაპარი...:)
დაველოდები,თამრი,გაგრძელებას...:) ნახევრად ზღაპარი...:)
დაველოდები,თამრი,გაგრძელებას...:)
15. ხო გეას მართლა სჭრდება თაია :)
მრავალ ახალ წელს ;;) ხო გეას მართლა სჭრდება თაია :)
მრავალ ახალ წელს ;;)
14. მრავალ ახალ წელს.. :)
საინტერესოდ ჩავიკითხე ნაწერი.. კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება ვატყობ ამბები..
მრავალ ახალ წელს.. :)
საინტერესოდ ჩავიკითხე ნაწერი.. კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება ვატყობ ამბები..
12. თქვენი მკითხველი ელის გაგრძელებას...
მრავალს დაესწარით! თქვენი მკითხველი ელის გაგრძელებას...
მრავალს დაესწარით!
11. თამარ, პირველი ნაწილი მეცნო, ალბათ სხვა დროსაც გედო აქ :) კარგია და ველი გაგრძელებას. გილოცავ ახალ წელს :-* თამარ, პირველი ნაწილი მეცნო, ალბათ სხვა დროსაც გედო აქ :) კარგია და ველი გაგრძელებას. გილოცავ ახალ წელს :-*
10. ველი გაგრძელებას!!! ;) ველი გაგრძელებას!!! ;)
9. გეთაყვანებით და გილოცავთ55555 გეთაყვანებით და გილოცავთ55555
8. თამაააარ, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას....:)))))))) თამაააარ, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას....:))))))))
7. მრავალ ახალწელს გილოცავთ! :) მრავალ ახალწელს გილოცავთ! :)
6. მეც ასეთ სიზმრებს ვნახულობ ეს დღეები! :)
კარგი დასაწყისია! მეც ასეთ სიზმრებს ვნახულობ ეს დღეები! :)
კარგი დასაწყისია!
5. ეს ჩემი მეორე რომანია... თუმცა არც პირველს უხილავს სამზეო... ინტერნეტ-სივრცეს არ გასცილებია! იმედია, ამ რომან-ზრაპარსაც ისეთივე სიყვარულით მიიღებს მკითხველი, როგორც "მაგდა" მიიღო. წინასწარ ყველას გიხდით მადლობას! ეს ჩემი მეორე რომანია... თუმცა არც პირველს უხილავს სამზეო... ინტერნეტ-სივრცეს არ გასცილებია! იმედია, ამ რომან-ზრაპარსაც ისეთივე სიყვარულით მიიღებს მკითხველი, როგორც "მაგდა" მიიღო. წინასწარ ყველას გიხდით მადლობას!
4. საინტერესოდ წერ.....5 საინტერესოდ წერ.....5
3. მარადიული სამზეო -- მამა-ღმერთის სამყოფელი-- ძალიან მომეწონა... :) შთამბეჭდავი იყო გვირაბიდან თავდაღწევის ეპიზოდი... რადგან ზღაპარი-რომანიაო, იმედია, კეთილი ბოლო ექნება... ველი გაგრძელებას...:) მარადიული სამზეო -- მამა-ღმერთის სამყოფელი-- ძალიან მომეწონა... :) შთამბეჭდავი იყო გვირაბიდან თავდაღწევის ეპიზოდი... რადგან ზღაპარი-რომანიაო, იმედია, კეთილი ბოლო ექნება... ველი გაგრძელებას...:)
1. სად სჯობს, ნეტა,''აქ, საჩვენოში, თუ იქ, სიზმარეთში''. ალბათ, "იქ'' 5!! სად სჯობს, ნეტა,``აქ, საჩვენოში, თუ იქ, სიზმარეთში``. ალბათ, "იქ`` 5!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|