 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2016 |
ყოველთვის მეგონა,რომ ადამიანის სიძულვილი არ შემეძლო.ან შემეძლო და ვერ აღვიქვამდი. ყელში იმდენადაა ამოსული მატერიალურად მდიდარი და სულიერად ღარიბი ხალხის დამამცირებელი ქმედებები,რომ გერმანელი კომენდანტის მსგავსად ებრაელებივით გავუსწორდებოდი ყველას. ღმერთო ყველას გვერდით ხარ ვიცი. ასჯერ მეტი აშოვნინე იმ ადამიანებს რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან თავიანთი თავისა და ოჯახის ბედნიერებისთვის. ოღონდ ნუ ამცირებენ ლუკმა-პურის საშოვნელად თვალებამოღამებულ ადამიანებს. ის ოჯახები მეცოდებიან(რა აქვთ ჩემი შესაცოდი) რომლებიც უბრალოდ არსებობენ და სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობათ. ოჯახები,რომლებიც ნახევარი პურით გადადიან დღიდან დღემდე და ტკივილებით დააბიჯებენ მიწაზე,რომელიც მათთვის არაა განკუთვნილი. (ეს ასე პიჯაკინმა სინიორებმა,მამიკოს ფულით განებივრებულმა ახალგაზრდება და მაღალი წრის ქალბატონებმა გადაწყვიტეს). მიმტანადაც მიმუშავია მაღალი დონის რესტორანსა თუ კაფეში და ზიზღის მეტი არაფერი შემიმჩნევია ღიპ გადმოგდებული მამაკცებისგან. (აქ ისევ კომენდანტობას ვოცნებობდი) რა ლამაზია ცხოვრებაო იტყვის ვიღაც და დაუფურთხებს მეეზოვეს წინ,რომელიც შემთხვევით მტვერს მიაყრის ახალ ნაყიდ ჯინსზე. ამ ავადსახსენებელ ხალხზე ვსაურობ და რატომღაც გეგა გამახსენდა.ღმერთმა აცხონოს. ლამაზია ცხოვრება არა? კი ლამაზია,უბრალოდ ისინი უფრო ამახინჯებენ ამ სილამაზეს,ვინც ყოველწამს გაიძახის რომ ლამაზია აქაურობა. არ შეიძლება ხანდახან თავი უბრალო ადამიანად იგრძნოს შეძლებულმა? მოიცილეთ დამპალი ნიღბები და ჩახედეთ თვალებში იმ ადამიანებს,რომლებსაც სტკივათ, რომლებსაც შიათ, რომლებსაც თვალით არ უნახავთ თუ რა არის ბედნირება და დედ-მამის გაღიმებული სახეები. ზოგს კი უბრალოდ არც დედ-მამა უნახავს საუბედუროდ. მდიდარი მამიკოები ვახსენე და ღმერთმა გაუმარჯოს ყველას ვინც თავისი დაღვილი ოფლით მიაღწია ბედნიერების ზენიტს. რამდენმა გაისქელა ჯიბე და გადმოაგდო ღიპი იმ ხალხის ხარჯზე,რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ ოჯახებისთვის. ერთი მაგათი დედაც მოვტყან თავი და ბოლო. არ არსებობს ნაყიდი ბედნიერება. უბედურობის მეტი არაფერი ახსოვთ ამ ხალხს. თავში ხელს ურტყამენ იმას ვისაც არ შეუძლია ხელის შებრუნება. ღმერთმა ზოგს რა ბედი არგუნა ზოგს რა. ღმერთიც ღარიბია მჯერა და ყოველდღე მიწისქვეშა გადასასვლელთან მჯდომ ხელგამოშვერილ ოთხმოც წლამდე ბებოსთან ერთად ზის,რომელიც მოწყყალებას ღორებისგან ითხოვს. არ ვიცი ვინ მიცნობს და ვინ არა. არც ის ვიცი უკვე ვის ჯერა ჩემი,მაგრამ მირჩევნია გაცვეთილი სამოსით და გაძვალტყავებულმა ვაბიჯო ამ დედამიწაზე,ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი მივიყვანო ცრემლებამდე. მივიყვანო ტკივილამდე დავამცირო და ხელი ვკრა. ხანდახან ჩაიცვით სხვა სამოსი და შეიგრძენით სიძველის სუნი, ხანდახან გაიარეთ ჯიბეგაფხეკილ ადამიანებთან ერთად და გაიგეთ რას ნიშნავს,როდესაც კილომეტრებს გადიხარ სახლში მისასვლელას, იმის გამო რომ გზის ფული არ გაქვს. ერთხელ მაინც სთხოვეთ გამვლელს სიგარეტი და იშიმშილეთ რამდენიმე დღე. იქნებ მერე გაუგოთ მათ ვინც მუდმივად თავჩაქინდრული დადის და ამოწევაც კი არ უნდა იმდენად ეზიზღება ყველა. ეხ გალაკტიონ მართლაც არაა საშველი. მართლაც არაფერს ეშველება.
(უფრო გულისტკივილი,ვიდრე ლექსი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მთავარია სამართალის ძიებაში გულმოწყალება არ დაგვეკარგოს და ყველაფერი კარგად იქნება. :* მთავარია სამართალის ძიებაში გულმოწყალება არ დაგვეკარგოს და ყველაფერი კარგად იქნება. :*
1. ნაღდი გულისტკივილი და უფრო პროზა... კარგი ბიჭი ხარ:) ნაღდი გულისტკივილი და უფრო პროზა... კარგი ბიჭი ხარ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|