ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2016


არათუ

მე არათუ გამოგიტყდი გრძნობებში
გადავკარი ორი ჭიქა სმუზი,
გავაბოლე, ღმერთო ჩემო,მომეშვი!
თქვათ და ვეღარ მომისწარი სულზე.

მე არათუ შენს სივცეში შემოჭრა,
ერთდროულად ყველაფერი მახსოვს.
თვალის ირგვლივ გაჩენილი ნაოჭი
სიცილისგან. წვიმები და თავსხმა.

შენ არათუ მიპასუხე თანხმობით
სეტყვასავით წამოვიდა სიტყვა.
სიყვარული, ახლა უფრო ახლოდან
გვაკვირდება. ვერაფერს ვერ იტყვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები