ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პროზა
19 აგვისტო, 2016


არ დაიწყოთ ახლა, ეს პროზა არ არისო :)

მე და ის

მე და ის,ყოველ საღამოს ერთად ვბრუნდებით სახლში.
ორივე ვდუმვართ.
როცა ლამპიონებით განათებულ ქუჩას მივუყვები,ნაბიჯს ვუჩქარებ,ისიც ფეხდაფეხ მომყვება.
ხანდახან შევხედავ ხოლმე.სულ მგონია,რომ რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს.
ძალიან სევდიანია...
ფიქრებში გართულს ბევრჯერ დამვიწყებია მისი არსებობა,მას კი არასდროს მივუტოვებივარ.
მომყვება სადარბაზომდე, კიბეებზეც ჩემთან ერთად ამორბის...
მე კი ერთხელაც არ მომსვლია აზრად, სახლში შემეპატიჟებინა.
ვტოვებ სიცივეში და სიბნელეში მარტო.
ის არ მსაყვედურობს...
ხვალ ისევ დამელოდება და სახლში მომაცილებს.ასე იქნება სანამ ცოცხალი ვარ.
ის ჩემი ჩრდილია!


შენც ისეთივე ხარ!

შენც ისეთივე ხარ ,როგორიც სხვები !ძალიან მომაბეზრე თავი.მტკიცედ გადავწყვიტე სამუდამოდ ამოგშალო ჩემი ცხოვრებიდან.არ მჭირდები, არა!ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ.სულ ტყუილად ვამყარებდი შენზე იმედებს.ყველამ მიგატოვა , მაგრამ მე მაინც მიგიღე ისეთი ,როგორიც იყავი.ბოლომდე მჯეროდა შენი,შენ კი ნევროზი დამმართე,მშვიდი ძილი დამავიწყე,მორალურად გამანადგურე...
ჰო და ახლა ჯანდაბამდე გზა გქონია, 
უგულავას დიეტა ხარ ,თუ ჭირი!
მე წავედი, გემრიელი სადილი მელოდება!


მიმატოვა...

-მიმატოვა...
ადგა და წავიდა...
სულ მარტო დავრჩი ორ შვილთან ერთად.
ძალიან ცუდად ვარ...
იცოდა, იცოდა , რომ ცუდად ვიყავი,
წნევა თვითონ გამიზომა, მაგრამ მაინც წავიდა...
გული მიგრძნობა ეს აუცილებლად მოხდებოდა,
თითქოს წუთიწუთზე ველოდი მის წასვლას.
მაინც მოულოდნელი იყო...
შეიძლება აღარ ვუყვარვარ, ან "იმას" ვერ ელევა.
ჰო ,ალბათ ესაა მიზეზი, ვერ ელევა...
არ შეუძლია თავი დაანებოს...
სხვა რა უნდა ვიფიქო, როცა შუაღამით დგება და მიდის?
ხმას არ ვიღებ...
რა უნდა ვთქვა?
გავყვებოდი, მაგრამ ბავშვები?
წუთი საუკუნედ მეჩვენება.
გულისცემა გამინახევრდა.
ის კი წავიდა,
წავიდა და აივანზე სიგარეტს ეწევა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები