ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აგვისტო, 2016


წერილი სოფო ჩოხელს

ზოგიერთებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ხელოვან ადამიანებს ნამდვილი სიყვარული არ შეუძლიათ. ჰოი, როგორ ცდებიან! ხელოვნება ხომ სიყვარულზე დაფუძნებული დარგია. შეუძლებელია ადამიანი წერდეს ან ცეკვავდეს და ამ ყველაფერს სიყვარულით არ აკეთებდეს! შენ იმ გვარის წარმომადგენელი ხარ, რომელმა გვარმაც გოდერძი შვა და რომელი გვარიც დიდგორის ომში თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ იბრძოდა. ორასი ჩოხელი ეხმარებოდა დავით მეფეს გამარჯვების მოპოვებაში!
გოდერძი ჩოხელმა წარუშლელი კვალი დასტოვა როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე კინემატოგრაფიაშიც. მისი ფილმები მალამოსავით ედება გულს. სამწუხაროდ ვერ გავუფრთხილდით, ვერ მოვუფრთხილდით ისე, როგორც საჭირო იყო.
შენ გოდერძის გვარის ღირსეული გამგრძელებელი ხარ, ხელოვნების გზაზე დადექი და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევ. შენი სახით მე ერთგული და მოსიყვარულე მოყვასი მყავს, ჩემი სულის განუყოფელ ნაწილად იქეცი, ჩემს გულში შემოხვედი და არასოდეს გამოხვალ ამ გულიდან. ჩვენ ნამდვილი სიყვარული შეგვიძლია!



ოთარ რურუა


2016 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები