ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2016


მთვარი-და (მთვარის მონოლოგი - ეტიუდი)

მთვარი-და (მთვარის მონოლოგი - ეტიუდი)

დედას

სულ რაღაც ორნი ვართ მხოლოდ...
და-ძმა
მზის დაბნელება.


სულ რაღაც ორნი ვართ, მხოლოდ - მე და შენ!
იყო ცა ჩემამდე უკუნეთში და მუდამ მცივანა. არ მახსოვს მზის დაბადება,  ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე დედა ორსულად იყო. ღამით კი მე გავჩნდი! მჰკრეს წიხლი და მზეს შევეცილე სიყვარულში. ალიყურიც მითავაზეს, სილურჯეს ვერაფრით ვუმკურნალე. შემდეგ მომბეზრდა და თავი დავანებე თვით განკურნების მცდელობას. ნერწყვიც კი გამომელია, რადგან მზისდღეთა ფურცვლაში გავლიე. დავრჩი ცრემლებმშრალი და მუდამ პირღია! თვალები კოალას მიმიგავს - რკალისებრი, წამწამები - ჩემი ახალმთვარეობის წყლიდან ანარეკლია, ლოყები დიდი და მასიური - როგორც ჩემ მიერ განათებული შავი ზღვა. ტუჩები უმეტყველოა - ენა არ მაქვს. მხოლოდ ფიქრი შემიძლია - კეთილი ადამიანის მსგავსად. ტანი? - ტანი დაუსახლებელი. გული? - სამოსახლოდ ღია კარივით! მელოტი ვარ - ჩემი სარგო მზეს დავუთმე. მიხარია!
მეც ვხედავ სიზმარს, როგორც მზე.
წუხელ არ ეძინა მზეს. ძილი გამიტყდაო შემომჩივლა. მეც ჩავიჩოჩე და გვერდით დავისვი. „ტრიალი მასწავლეო“ - მითხრა სიცხიანმა. „ჩემთან არასოდეს ჰქრის ნიავიო“ - ჩამჩურჩულა უყუროს და სხივები ერთმანეთში, თითებივით, ჩაანასკვა.  მძაფრად ჩაახველა. რამდენიმე მილიონი სხივი მოწყდა ტანს და ქვე დაეშვა. ნახევარ დედამიწაზე რადიაციამ იმატა, მეორე ნახევრის „წყალობა“ კი, შიშისგან ჩემი შეკრთომა გახდა.
მოდევნო დღის მორიგეობამდე ვსაუბრობდით, ჩემი მორიგეობის ღამეს. ერთი მოვლენისა შურდა, რაც ძირითადად ჩემი მორიგეობის ჟამს ხდება უმეტესად.
- ბედნიერი ხარ, არა?!
- ვარ! რატომ მეკითები?
- უფალი, ხომ ღამით დაიბადა! - აბა რა მეთქვა, მეამაყებოდა, მაგრამ ჩემი გონიერებისა, რომ ვიცი. ღამე ხომ ფიქრისაა...
- შენც ბედნიერი ხარ! უფალი ღამით იშვა, მაგრამ დღისით მოინათლა!
- მიხარია! ე.ი. ჩვენთვის ყველაფერი ფარდობითია?
- ფარდობითია. მძიმე ხვედრი გვაქვს, მაგრამ უფრო მჩატეა ვიდრე სიმძიმე დედამიწისა!
- რატომ უყვართ ადამიანებს მთვარიანი ღამე?
- ალბათ იმიტომ, რომ მთვარიანი დღე ვერ წარმოუდგენიათ. - კმაყოფილმა სხივებით ხელკავი გამიკეთა და ჩემომეკიდა. მეც დავტრიალდი და გავაგრილე. მიხდება სხივებიანი სამკაული, მაშინ სავსე ვარ და ვკაშკაშებ ვარსკვლავზე მეტად! „თერმომეტრს დახედეო“ - მითხრა. ის-ის იყო უნდა მოეწოდებინა, რომ როგორც კი შევნიშნე მიწა უღერძოდ, უკუნეთი გავაჩინე, რათა შიში გამქრალიყო. მაგრამ ჩემი და უკეთილშობილესი ყოჩაღია! სხივებზე შეუსვამს ონავარს.
- წუხელ გოგო დაბადებულა, ალბათ იცი.
- რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო გოგო და მხოლოდ ერთი ბავშვი არა.
- მაგრამ, მას ხომ მთვარიდა დაარქვეს. შენ და გყავს!
- შენი სახელიც ჰქვიათ ადამიანებს.
- მაგრამ, ისინი ჩემი და-ძმანი არ არიან.


ჩამძინებია - მომდევნო დღეს ორივე ვჩანდით ცაზე!
ჩვენი ერთ სკამზე დასვენება არ შეიძლება!
როგორ მახსოვს ეს სიზმარი!
ადამიანებსაც ახსოვთ - იმ დღეს მზე დაბნელდა, როცა ჩვენ ერთად ვისხედით.
მას შემდეგ სამოცდაათი წელი გავიდა.
ღამით სტუმარი მეწვია.
მზე არ იყო...
ჩემი და იყო - მთვარიდა!



გიგო რიონელი
6 აგვისტო 2016 წელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები