ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2016


სველი თმა

ისევ იწვიმა
ისევ მოვრბივარ შენამდე
რომ ვანებივრო
შენს სველ თმებში
ხელის თითები

მე არ მჭირდები
გამოფიტული,
მშრალი თმით და
მშრალი ნერვებით

მე მხოლოდ თითებს შევახებდი
თმის სველ ბოლოებს

ნუ მხვდები მშრალი
ანდა მითხარი,
ისევ როდის
გამიწვიმდები...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები